ჯანსაღი პროდუქტების შეძენა და მომზადება ყოველდღიური ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრესი ნაწილია. ამ დროს არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ უნდა გავანაწილოთ და შევინახოთ შეძენილი პროდუქტი მაცივარში სწორად და მაქსმალურად ეფექტურად. მაცივრის ყოველ ნაწილს თავისი ინდივიდუალური დანიშნულება და სპეციფიკა აქვს. სწორედ ამის მიხედვით შეგვიძლია განვსაზღვროთ რომელი პროდუქტის განთავსება რომელ განყოფილებაშია უმჯობესი. 

რა თავსდება საყინულეში?

მოდი, დავიწყოთ საყინულით. საყინულე მაცივრის ერთ-ერთი ყველაზე ინდივიდუალური განყოფილებაა. საყინულის მთავარი მიზანი, ცხადია, პროდუქტის მაქსიმალურად გაყინვა და გრძელვადიანად შენახვაა. ამიტომ ყველაფერი, რაც გვინდა რომ გაყინულ კონდიციაში შენარჩუნდეს, იქნება ეს რაიმე სახის ხილი, ბოსტნეული, ხორცი თუ თავად ყინული, მოცემულ განყოფილებაში უნდა განვათავსოთ. საყინულეში ასევე შეგვიძლია შევინახოთ გარკვეული სახის ცომები - ფენოვანი, მზა პიცა და სხვა (თუმცა არა საფუარიანი ცომი - საფუარიანი ცომი საყინულეში გაფუჭდება).

ამასთან, გაითვალისწინეთ - საყინულეში ნებისმიერი პროდუქტი მჭიდრო შეფუთვით უნდა მოთავსდეს, რათა დავიცვათ ის გაფუჭებისგან. ამასთან, უმჯობესია თავიდან ავირიდოთ მინისა თუ ალუმინის ჭურჭლის გამოყენება, რომელიც შესაძლოა დაიმსხვრეს ან გაიბზაროს. 

ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია მოცემული განყოფილება დრო და დრო გამოვრთოთ და გავწმინდოთ.

ზედა და შუა თაროები

ზედა და შუა თაროებზე მუდამ უმჯობესია განვათავსოთ მზა საკვები; მაგალითად: რძის ნაწარმი, ნახევარფაბრიკატები და წინა დღის მორჩენილი ვახშამიც. ეს ყველაფერი შენახული უნდა იყოს კარგად მოხუფულ კონტეინერებში, რათა დავიცვათ გაფუჭებისგან. ამასთან, მნიშვნელოვანია მსგავსი საკვების უმი პროდუქტებისაგან მოშორებით განთავსება, რათა სხვადასხვა მავნე ბაქტერიამ მათთან არ მიაღწიოს.

ზედა თაროზევე შეგვიძლია მოვათავსოთ გაზიანი სასმელი თუ წვენებიც.

ქვედა თარო

ქვედა თაროზე საუკეთესო ვარიანტში უმი საქონლისა თუ ფრინველის ხორცი, ან თევზი შეგვიძლია განვათავსოთ. ცხადია ესეც კარგად-მოხუფულ კონტეინერებში უნდა მოთავსდეს, რათა ერთმანეთს არ შეეხოს და თავიდან ავირიდოთ მათი სისველის გადასვლაც სხვა უმ პროდუქტებზე. 

ბოსტნეულის განყოფილება

ხილი და ბოსტნეული უმჯობესია მოვათავსოთ ბოსტნეულის განყოფილებაში. განყოფილებაში მოთავსებამდე უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს კარგად გარეცხილი შენახვამდე. ამასთან, მსგავსი პროდუქტი უნდა შევახვიოთ ქაღალდის ან პოლიეთილენის პარკში და დავუტოვოთ ჰაერის გამტარობა, რათა თავიდან ავირიდოთ პროდუქტის გაფუჭება.

კონკრეტულად სალათის ფოთლებისა თუ მწვანილის შენახვის საუკეთესო გზა კი მათი ნოტიო ხელსახოცში გახვევა და თაროს შუა ან წინა ნაწილში მოთავსებაა, რათა მეტ ხანს გაძლოს და დავიცვათ გამოშრობისაგან. ეს იმიტომ, რომ მაცივრის უკანა კედლებზე ტემპერატურა ყველაზე დაბალია, და მათთან შეხებამ შესაძლოა მწვანილი საჭიროზე მეტად გაგვიყინოს და გაგვიფუჭოს.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც უნდა გავითვალისწინოთ არის შემდეგი: ყველა ხილისა და ბოსტნეულის ერთმანეთის მახლობლად მოთავსება არც ისე კარგი იდეაა. უამრავ ხილი, მათ შორის ვაშლი, ატამი, ქლიავ, მსხალი, ნესვი თუ სხვა, ეთილენს გამოყოფს, რაც მათ დამწიფებაში ეხმარება, შესაბამისად მოცემული სახის ხილის მოთავსებამ შესაძლოა დამწიფებისა და გაფუჭების პროცესი ბოსტნეულშიც დააჩქაროს. ამის ასარიდებლად უმჯობესია ხილი და ბოსტნეული მუდამ ერთმანეთისაგან განცალკევებით შევინახოთ.

Vestel-ის ზოგიერთ თანამედროვე მაცივარში კი სპეციალურად ამ სახის პროდუქტებისთვის არსებობს მაქსიფრეშის მექანიზმი, რომელიც ხილ-ბოსტნეულის სიჯანსაღის მაქსიმალურად შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

კარების განყოფილება

კარების განყოფილება მაცივრის ყველაზე თბილი და მარტივად მისადგომი ნაწილია, ამიტომ ამ ადგილას ჯობია განვათავსოთ ის საკვები თუ სასმელი რომელიც ყველაზე ნაკლებ მალფუჭებადი და სითბოს მიმართ ყველაზე რეზისტენტულია. ეს შეიძლება იყოს საწებლები, სასმელი, და სხვა. 

თუ თქვენც ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ხართ, რომელიც კვერცხსა და რძის ნაწარმს კარებთან ათავსებს, რათა ხშირად გამოყენებადობის გამო მარტივად მისწვდეს, გირჩევთ რომ ამ ხერხს აღარ მიმართოთ - რძის ნაწარმი უმჯობესია ზედა ან შუა თაროებზე დავტოვოთ, სადაც მათთვის ზედგამოჭრილი ტემპერატურაა და მალე გაფუჭების ნაკლები შანსია.

და რადგან ეს მარტივად მისადგომი განყოფილება ასე ძალიან გვიყვარს, შეგვიძლია აქვე განვათავსოთ პროდუქტი, რომლის ყველაზე მალე მოხმარებასაც ვაპირებთ. თანაც თანამედროვე მაცივრების V-lift ტექნოლოგიის გამოყენებით შეგვიძლია მოცემული თარო დავაყენოთ ზუსტად იმ სიმაღლეზე, რომელიც მოგვიხერხდება. V-lift ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ კარების თაროს მდებარეობა არეგულიროთ და მოირგოთ საკუთარ თავზე. მსგავსი ტექნოლოგიის მაცივრები უკვე არის გაყიდვაში და მათი შეძენა ონლაინაც შესაძლებელია.

V-ლიფტიანი კარის განყოფილება. vestel-ის მაცივრის მოდელი: NF480EX

 

პატარა ბონუს-ფაქტიც მაცივრის შიგთავსზე: ახალი მაცივრების ნაწილს (Vestel-ის პროდუქციიდან: მაცივარი NF480EX, მაცივარი NF480A+ და სხვა) NATURAL ION ტექნოლოგია აქვს, რაც იმას გულისხმობს რომ ამ ტექნოლოგიის მეშვეობით უარყოფითი იონები ჰაერში უსიამოვნო სუნს და მტვრის ნაწილაკებს ანეიტრალებს, და ხილისა და ბოსტნეულის შენახვის პერიოდი 2-ჯერ უფრო იზრდება!

და რაც მთავარია! ნებისმიერი თაროს შემთხვევაში, არ დაგავიწყდეთ რომ მაცივრის შიდა ტემპერატურა უნდა მერყეობდეს 2-დან 8 გრადუსამდე, რათა მავნე ბაქტერიების გავრცელება თავიდან მაქსიმალურად ავირიდოთ.

 

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2021-05-20


ჭურჭლის სარეცხი მანქანა ის ტექნიკაა, რომელიც სამზარეულოში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ხელით რეცხვის ნაცვლად, შესაძელებლია საქმე მას მივანდოთ და თავად დავზოგოთ ეს დრო და ენერგია. თუმცა, ჭურჭლის სარეცხი მანქანის ქონით გამოწვეული კომფორტი, შეგვიძლია კიდევ უფრო დიდ კომფორტად ვაქციოთ თუ მას აბსოლუტურად სწორად გამოვიყენებთ და თავიდან ავირიდებთ იმ პატარ-პატარა შეცდომებს, რომლებსაც ამ ტექნიკის გამოყენებისას ხშირად უშვებენ ხოლმე. სწორედ ამ მიზნით, ახლავე მოგიყვებით რა 10 ნივთი არ უნდა მოათავსოთ თქვენს სარეცხ მანქანაში არასდროს: ხის კოვზები, თასები და საჭრელი დაფები ხის ნივთები ჭურჭლის მანქანაში არ თავსდება, ვინაიდან ჩალბობითა და მაღალ გრადუსზე გარეცხვით ისინი ზიანდება და შემდგომში შეიძლება სხვა ჭურჭელიც დააზიანოს. ამასთან მას შეუძლია მოაშოროს ხის ჭურჭელს ნატურალური ზეთები, რომელიც ხის ნივთების გამოსაშრობად გამოიყენება. ზეთის მოშორება კი ნივთის გაბზარვას და გაფუჭებას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ სჯობს ისინი სარეცხ მანქანაში არ მოვათავსოთ. გაწმინდეთ ისინი თბილი წყლით და არ გააჩეროთ სისველეში დიდხანს.  თუჯის ჭურჭელი თუჯის ტაფები საკმაოდ გამძლეა თუ მათ სწორად მოვუვლით. იმისთვის, რომ თუჯი არ დაიჟანგოს და საკვები არ მიეკრას, მასზე ზეთს ვათავსებთ ხოლმე. ჭურჭლის სარეცხი მანქანა კი მას ამ ზეთისგან სრულად წმენდს და ტაფას გამოუსადეგარს ხდის. მაშინაც კი, თუ თქვენი თუჯის ჭურჭელი ძალიან დასვრილია და ფიქრობთ, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა მისი გაწმენდის მარტივი გზაა, თავი აარიდეთ ამ პროცედურას. ალუმინის ტაფები და ჭურჭელი  თუ ოდესმე ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ერთჯერად ალუმინის კონტეინერს ჩადებთ, ნახავთ რა მოხდება - ალუმინი დაიწყებს დნობას და ფორმის ცვლილებას.  იგივე შეიძლება დაემართოს თქვენს ალუმინის ქვაბებს, ტაფებსა და საცხობ ფორმებს. თუ ალუმინი არ არის ანოდირებული, მკაცრმა სარეცხმა სასუალებამ შეიძლება მისი კოროზია გამოიწვიოს. ამიტომ, ალუმინის ჭურჭელთან მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ! პრინტიანი ან ხელით მოხატული ჭურჭელი  ბოლო დროს მინის ჭურჭელზე კომერციული ბეჭდვის ტექნიკა ბევრად გაუმჯობესებულია, თუმცა მათი მოთავსება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მაინც არ არის ყოველთვის კარგი იდეა. ძლიერმა სარეცხმა საშუალებამ და წყლის ჭავლმა შესაძლოა ჭურჭელს რამდენიმე გარეცხვაში საღებაცი მოახილოს და ხელთ აღარც ისე ლამაზი ჭურჭელი შეგრჩეთ.       5. თხელი პლასტმასის კონტეინერები  ძალიან მაღალი ტემპერატურა პლასტმასის დნობასა ან გახრწნას იწვევს. ამიტომ თხელი პლასტმასის კონტეინერები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოსათავსებლად ასევე ცუდი კანდიდატია. თუმცა, თუ მაინც გესაჭიროებათ მსგავსი ჭურჭლის სწრაფად და ტექნიკის დახმარებით გარეცხვა, აუცილებლად დააკვირდით თუ აქვს მინიშნება, რომ შესაძლებელია მისი ჭურჭლის მანქანაში გარეცხვა და ამის შემდგომაც მხოლოდ დაბალ გრადუსზე გარეცხეთ. გარეცხვის შემდგომ კი ამოიღეთ ისინი ჭურჭლის სარეცხი მანქანიდან, რათა ჰაერთან-შეხებით თავად გაშრეს. სამზარეულოს დანები დანები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოთავსება საკმაოდ დიდი შეცდომაა.  სარეცხი საშუალებები ხშირად აბლაგვებს დანის პირს და უკარგავს მას თავდაპირველ ფუნქციას. გარდა ამისა, ცხელი წყალი და სითბო ალღობს და ფორმას უცვლის დანის სახელურებს.  მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ვესტელის მაღალი სეგმენტის ჭურჭლის სარეცხ მანქანებს (მაგალითად  Vestel D 414 X-ს) აქვს მესამე კალათა, რაც სამზარეულოს დანების რეცხვის საშუალებასაც იძლევა. ეს არის დამატებითი ზედა თარო რომელშიც იდება დანა-ჩანგლები, პატარა ლამბაქები და ყავის ჭიქები. ვინტაჟური ჭურჭელი და ფაქიზი შუშა ვინტაჟური, ფაქიზი ჭურჭელი და ხელით ნაწრთობი მინა ძალიან მგრძნობიარეა სითბოს მიმართ, ამიტომ მათი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოთავსება არც ისე კარგი იდეაა. ამასთან, ძლიერი სარეცხი საშუალებები მათ ბრწყინვალებას უკარგავს.  თუმცა, ზოგიერთ თანამედროვე მოდელს (მაგალითად, ზემოთხსენებულ D414-ს) აქვს ორთქლით წმენდის ფუნქცია - ეს ფუნქცია არბილებს ჭუჭყს და მაღალი ტემპერატურისა და პირდაპირი ორთქლის მეშვეობით ხდება შედარებით ნაზი ჭურჭელის გარეცხვა.  სპილენძის ტაფები და კათხები   სპილენძის ტაფები და კათხები კლასიკური და ლამაზია, მაგრამ მოითხოვს დამატებით ძალისხმევას, რომ ისინი მბზინვარე და ნათელი იყოს. არ გაირთულოთ საქმე მათი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოთავსებით. ჭურჭლის სარეცხი ფხვნილის მკაცრი ქიმიკატები უარყოფითად მოქმედებენ მათზე და უკარგავენ ბრწყინვალებას.  უკრობი ტაფები ყველა ქვაბი და ტაფა, რომელსაც არ აქვს წებოვანი საფარი, არ უნდა მოვათავსოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. ცხელმა წყალმა შესაძლოა ჭურჭლის გახრწნა გამოიწვიოს, ხოლო მძლავრმა ჭავლმა შესაძლოა გატეხოს არაწებოვანი საფარი.  ქაღალდის ეტიკეტებიანი ჭურჭელი ჭურჭლის სარეცხ მანქანებს შეუძლიათ გაასუფთაონ და მოაშორონ ქაღალდის ეტიკეტები. ქაღალდის ამ ნაჭრებს შეუძლიათ ჭურჭლის სარეცხი მანქანის სადრენაჟოში მოთავსება ან სხვა ჭურჭელზე მიკრობა. არეულობის თავიდან ასაცილებლად არ გარეცხოთ ქაღალდის ეტიკეტებიანი ჭურჭელი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.  იმედი გვაქვს, ეს რჩევები თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანასთან ურთიერთობას უფრო კომფორტულს გახდის. 
სრულად ნახვა

სამზარეულოში ფუსფუსთან ყველას თავისი დამოკიდებულება აქვს - ზოგს უყვარს, ზოგი ცდილობს მუდამ თავიდან აირიდოს ეს საქმე, ზოგს კი მის გარეშე საერთოდაც არ შეუძლია. თუმცა, რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს სამზარეულოსთან, არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომელიც ფუსფუსის პროცესსაც მეტად სახალისოს გახდის და ცხოვრებასაც გაგიმარტივებთ.  გაყინეთ ყავა ამაზე შესაძლოა უკვე გიფიქრიათ კიდეც, და თუ ასეა - დროა აუცილებლად სცადოთ! ყავის საყვარელი მიქსის ყინულის ფორმებში გაყინვა ერთდორულად დროის დაზოგვის კარგი ხერხი და თან ყველაზე არომატული ცივი ყავის ნებისმიერ დროს მომზადების საშუალებაა. ყავის მიქსით გაკეთებულ ყინულის კუბებს ნებისმიერ დროს გაალღვობთ ცოტაოდენ წყალთან ერთად და ყავაც მზადაა. გაახანგრძლივეთ თქვენი ბანანის სიცოცხლე ღეროების შეფუთვით  იმისთვის, რომ ბანანი ყვითლად უფრო დიდხანს შეინახოთ, თითოეული ღერო გაახვიეთ პოლიეთილენის ცელოფანში. ეს ხელს უწყობს ბუნებრივად წარმოიქმნას ეთილენის აირი მხოლოდ ნაყოფის ღეროში, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მთელს ბანანზე გავრცელდება და დაჩქარდება დამწიფების პროცესი.  თუმცა, არსებობს ამის უფრო მარტივი გზაც - Vestel-ის მაცივრების ერთ-ერთი უახლესი ფუნქცია Maxi Fresh სწორედ ამისთვის არის ზედგამოჭრილი - Maxi Fresh მექანიზმი ეთილენის გავრცელებას უშლის ხელს, რისი მეშვეობითაც ხილი უფრო დიდხანს ინარჩუნებს სიახლეს. ცივი საკვებისა და სასმელებისთვის გამოიყენეთ გაყინული ჭურჭელი  ისევე, როგორც ცივი ლუდის გემო საუკეთესოა და უფრო ცივი რჩება გაციებულ ჭიქაში, ჯამი ნაყინიც კიდევ უფრო გემრიელი იქნება, თუ მას გაყინულ ჭურჭელში მიირთმევთ. ამიტომ, შეინახეთ ჭურჭელი საყინულეში მთელი ღამით, სანამ მის გამოყენებას გადაწყვეტთ.  გაარჩიეთ ნიორი კონტეინერში მისი შენჯღრევით თუ ცხოვრების გამარტივება გსურთ, მოათავსეთ ნივრის კბილები სახურავიან კონტეინერში. კარგად შენჯღრევის შემდეგ კანი სრულად მოძვრება ნიორს და მზად იქნება გამოსაყენებლად.  შეამოწმეთ კვერცხის ვარგისიანობა წყალში თუ არ ენდობით თქვენს კვერცხის კოლოფზე მითითებულ თარიღს, ვარგისიანობის კიდევ ერთ საზომად ჭიქა წყალი გამოდგება. შეავსეთ მაღალი ჭიქა წყლით, შემდეგ კი ფრთხილად ჩადეთ კვერცხი შიგნით. თუ იგი ჩაიძირება და ფსკერთან გაჩერდა, კვერცხი ახალია, ხოლო თუ მან ტივტივი დაიწყო წყლის ზედაპირზე, რაც ნიშნავს რომ მის შიგნით უკვე გარკვეული გაზები გამოიყო, ესე იგი ვადაგასულია.   გაათბეთ პიცა ტაფაზე  თუ პიცის ნაჭერს ათბობთ, გამოიყენეთ ტაფა. დადგით ტაფა საშუალო ცეცხლზე ერთი წუთით, დაამატეთ ორიოდე წვეთი წყალი ორთქლისთვის და დაახურეთ სახურავი. ეს დაგეხმარებათ იდეალურად გაათბოთ პიცა მისი ძალიან გამოშრობისა და ღუმელის ჩართვის გარეშე. ამისათვის ჩვენი Vestel Solo Cooker GURME-ს 8-რეჟიმიანი გაზქურა იდეალური ვარიანტია. დასრისეთ ლიმონი მარტივად გასაწურად თუ თქვენი ლიმონი ქვასავით მაგარია ხოლმე, როდესაც მის დაწურვას ცდილობთ, შეგიძლიათ ამ ხრიკს მიმართოთ: სანამ მათ შუაზე გაჭრით, ხელის გულით აგორავეთ ის ხის დაფაზე. ეს დაარბილებს ნაყოფს და შემდგომში წვენის გამოყოფას გაამარტივებს.  საუკეთესო კვერცხის შესაწვავად გამოიყენეთ მაფინის ფორმა  თუ ძალიან გემრიელი კვერცხის შეწვა გინდათ, მაფინის თითოეული ჭიქა შეავსეთ სუფრის კოვზი წყლით, შემდეგ კი თითოეულ ღრუში მოათავსეთ კვერცხი. აცხვეთ 350 გრადუსზე 10-დან 13 წუთის განმავლობაში. გემოვნების მიხედვით დაამატეთ ავოკადო, ბულგარული, პომიდორი ან ნებისმიერი ბოსტნეული.  იმედი გვაქვს დღეიდან სამზარეულოში ფუსფუსი თქვენთვის კიდევ უფრო მარტივი და სახალისო გახდება.
სრულად ნახვა

ზაფხულის ცხელ დღეებში კონდიციონერი ყველასთვის სასურველი მეგობარია. თუმცა იმისთვის, რომ მან საკუთარი მოვალეობა კარგად შეასრულოს და ამასთანავე ნაკლები ელექტროენერგია დახარჯოს, მნიშვნელოვანია სწორად მოვუაროთ მას და რამდენიმე მთავარი ასპექტიც გავითვალისწინოთ. მოცემულ ასპექტებს სწორედ ამ ბლოგში გაგაცნობთ. არ გამოგრჩეთ ღამის რეჟიმის ფუნქცია არ გამოგრჩეთ, რომ კონდიციონერების ნაწილს აქვს ღამის რეჟიმში მუშაობის ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც იგი გარკვეული დროის შემდეგ აგდებს ბრუნს და ტემპერატურას და ბოლოს ითიშება. ეს დაგეხმარებათ იძინოთ მშვიდად და უსაფრთხოდ, იდეალურ ტემპერატურაში. განათავსეთ ნათურები და სხვა სითბოს მწარმოებელი მოწყობილობები შორს თერმოსტატისგან  თქვენს თერმოსტატთან სითბოს გამომამუშავებელი მოწყობილობების ქონა მას ეტყვის, რომ თქვენს სახლში ჰაერი თბილია და უფრო მეტად უნდა გაცივდეს, რაც სისტემის მუშაობას უფრო დიდხანს და უფრო მეტი დატვირთვით განაპირობებს და გადატვირთავს მას. დახურეთ ფარდები და ჟალუზები დღის სიცხეში  როდესაც თქვენს სახლში პირდაპირ მზე ხვდება ფანჯრებს, ფარდების ან ჟალუზების დახურვით შეიძლება ამ სითბოს შეკავებაში დაგვეხმაროს და კონდიციონერის ძალისხმევაც დავზოგოთ.  გახსოვდეთ, რომ მშვიდად შეგიძლიათ ჩართული დატოვოთ კონდენციონერი, მაშინაც როდესაც სახლში არ ხართ ინვერტერი კონდიციონერები ოთახში ბევრი ადამიანის ყოფნისას მეტ ენერგიას ხარჯავენ. ხოლო როდესაც ადამიანები ტოვებენ მოცემულ სივრცეს, კონდიციონერიც ნაკლები ინტენსივობით მუშაობს, ენერგიასაც ნაკლებად ხარჯავს და ოთახსაც იცავს გადაცივებისგან. ამიტომ თუ სადმე გასვლისას კონდიცირება ჩართული დაგრჩათ, ბევრსაც ნუ ინერვიუელბთ. დახურე გამოუყენებელი სივრცეები  იმისთვის რომ ცივი ჰაერის მასა მთელს სახლში არ გაიფანტოს, დახურე ის ოთახები სადაც არ გიწევს მუდმივად ყოფნა. ასე სახლის სიგრილეს უფრო დიდხანს და სტაბილურად შეინარჩუნებ.  გამოიყენე ენერგოეფექტური პარამეტრები  ისარგებლეთ თქვენი ენერგოეფექტურობის პარამეტრებით. კონდიციონერს აქვს ისეთი პარამეტრები, რომლებზეც შესაძლოა აქამდე არც კი გსმენია, თუმცა ტექნიკის საერთო ეფექტურობას და ენერგიის მოხმარების შემცირებას საკმაოდ აუმჯობესებს. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტური მოდელია Flora Inverter, რომელსაც აქვს ტურბო რეჟიმიც, ტაიმერიც, ღამის რეჟიმიც და სხვა.    იმედი გვაქვს, სანამ ამინდი დღითიდღე ნელ-ნელა თბება და ყოველი ჩვენგანი კონდინციონერების აქტიურად გამოყენებას ვიწყებთ, მოცემული რჩევები ცოტა მაინც დაგეხმარებათ ჯანმრთელად შეინახოთ კონდიცირების სისტემა და მშვიდად და გრილად გაატაროთ ზაფხული.  
სრულად ნახვა