vestel

ზაფხულის ცხელ დღეებში კონდიციონერი ყველასთვის სასურველი მეგობარია. თუმცა იმისთვის, რომ მან საკუთარი მოვალეობა კარგად შეასრულოს და ამასთანავე ნაკლები ელექტროენერგია დახარჯოს, მნიშვნელოვანია სწორად მოვუაროთ მას და რამდენიმე მთავარი ასპექტიც გავითვალისწინოთ. მოცემულ ასპექტებს სწორედ ამ ბლოგში გაგაცნობთ.

  1. არ გამოგრჩეთ ღამის რეჟიმის ფუნქცია

არ გამოგრჩეთ, რომ კონდიციონერების ნაწილს აქვს ღამის რეჟიმში მუშაობის ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც იგი გარკვეული დროის შემდეგ აგდებს ბრუნს და ტემპერატურას და ბოლოს ითიშება. ეს დაგეხმარებათ იძინოთ მშვიდად და უსაფრთხოდ, იდეალურ ტემპერატურაში.

  1. განათავსეთ ნათურები და სხვა სითბოს მწარმოებელი მოწყობილობები შორს თერმოსტატისგან 

თქვენს თერმოსტატთან სითბოს გამომამუშავებელი მოწყობილობების ქონა მას ეტყვის, რომ თქვენს სახლში ჰაერი თბილია და უფრო მეტად უნდა გაცივდეს, რაც სისტემის მუშაობას უფრო დიდხანს და უფრო მეტი დატვირთვით განაპირობებს და გადატვირთავს მას.

  1. დახურეთ ფარდები და ჟალუზები დღის სიცხეში 

როდესაც თქვენს სახლში პირდაპირ მზე ხვდება ფანჯრებს, ფარდების ან ჟალუზების დახურვით შეიძლება ამ სითბოს შეკავებაში დაგვეხმაროს და კონდიციონერის ძალისხმევაც დავზოგოთ. 

  1. გახსოვდეთ, რომ მშვიდად შეგიძლიათ ჩართული დატოვოთ კონდენციონერი, მაშინაც როდესაც სახლში არ ხართ

ინვერტერი კონდიციონერები ოთახში ბევრი ადამიანის ყოფნისას მეტ ენერგიას ხარჯავენ. ხოლო როდესაც ადამიანები ტოვებენ მოცემულ სივრცეს, კონდიციონერიც ნაკლები ინტენსივობით მუშაობს, ენერგიასაც ნაკლებად ხარჯავს და ოთახსაც იცავს გადაცივებისგან. ამიტომ თუ სადმე გასვლისას კონდიცირება ჩართული დაგრჩათ, ბევრსაც ნუ ინერვიუელბთ.

  1. დახურე გამოუყენებელი სივრცეები 

იმისთვის რომ ცივი ჰაერის მასა მთელს სახლში არ გაიფანტოს, დახურე ის ოთახები სადაც არ გიწევს მუდმივად ყოფნა. ასე სახლის სიგრილეს უფრო დიდხანს და სტაბილურად შეინარჩუნებ. 

  1. გამოიყენე ენერგოეფექტური პარამეტრები 

ისარგებლეთ თქვენი ენერგოეფექტურობის პარამეტრებით. კონდიციონერს აქვს ისეთი პარამეტრები, რომლებზეც შესაძლოა აქამდე არც კი გსმენია, თუმცა ტექნიკის საერთო ეფექტურობას და ენერგიის მოხმარების შემცირებას საკმაოდ აუმჯობესებს. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტური მოდელია Flora Inverter, რომელსაც აქვს ტურბო რეჟიმიც, ტაიმერიც, ღამის რეჟიმიც და სხვა. 

 

იმედი გვაქვს, სანამ ამინდი დღითიდღე ნელ-ნელა თბება და ყოველი ჩვენგანი კონდინციონერების აქტიურად გამოყენებას ვიწყებთ, მოცემული რჩევები ცოტა მაინც დაგეხმარებათ ჯანმრთელად შეინახოთ კონდიცირების სისტემა და მშვიდად და გრილად გაატაროთ ზაფხული.  

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2021-06-23