vestel

ზაფხული ის პერიოდია, როდესაც ყველაფერი გრილ მდგომარეობაში გვირჩევნია და მაცივრებიც ყველაზე გადავსებულია. ამიტომ სივრცის მაქსიმალურად გონივრულად ათვისება ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. მოდი, განვიხილოთ რამდენიმე ხრიკი, რომელიც მაცივარში სივრცის დაზოგვაში დაგეხმარებათ:

1. დაალაგეთ მსგავსი ნივთები ერთად, ისე რომ ყველაფრის დანახვა ერთი შეხედვით შეგეძლოთ

კარგად დალაგებული ნივთები თქვენს მაცივარში უფრო მეტი სივრცის დატოვების საშუალებას იძლევა. ერთანირი ნივთები მიყოლებით მოათავსეთ თაორებზე, ასე მოიგებთ სივრცეს და დაზოგავთ დროს მათ მოსაძებნად. 

და თუ ეს ყველაფერი თაროს ძალიან დატვირთავს, გახსოვდეთ რომ შედარებით ახალ მოდელებში არსებობს ფუნქცია V-shelf tech, რომელიც გულისხმობს რომ ყველა თარო მოქნილია და არ იმტვრევა, რაც ნიშნავს რომ მეტ პროდუქტსაც ბევრად მშვიდად დააწყობთ ზედ და სივრეც მეტი გექნებათ. თანაც აქვს ორ-ნაწილიანი თაროს მექანიზმი, რომლის გამოცურებაც კიდევ მეტ სივრცეს გიქმნით. 

V-ლიფტიანი კარის განყოფილება. vestel-ის მაცივრის მოდელი: NF480EX

 

  1. დაუთმეთ ერთი კონტეინერი იმ საკვებს, რომელთა ვადის ამოწურვის დროც მალე დგება და განათავსეთ ის მაცივრის წინა მხარეს, გამოსაჩენ ადგილას. 

რამდენჯერ გადაგიგდიათ საკვები მხოლოდ იმიტომ, რომ მაცივრის შეუმჩნეევლ ადგილას ყოფნისგან ვადა გაუვიდა? განათავსეთ მოკლევადიანი ნივთები ერთად და რაც მთავარია შესამჩნევ ადგილას, რათა მისი გამოყენება მალევე შეძლოთ. 

  1. დაათარიღეთ ყველაფერი 

მიუთითეთ და დაათარიღეთ ყველაფერი, მათ შორის ახალი ნივთებისა და ნარჩენების ჩათვლით. თითქოს ეს სივრცესთან პირდაპირ კავშირში არ არის, თუმცა ყველა ნივთის მარკირებით და დათარიღებით თქვენ თქვენდა უნებურად ბევრად მალე მოიხმართ ამ პროდუქტს და მოკლევადიანი საკვების ადგილსაც მალე გამოანთავისუფლებთ. 

  1. პროდუქტის ნაწილი შეგიძლიათ თაროზე ფურცლის საჭერით ჩამოკიდოთ

მსუბუქი პროდუქტი შეგიძლიათ დანაყოფებიან თაროზე ფურცლის საჭერებით ჩამოკიდოთ რათა თაროდან თარომდე დარჩენილი სივრცეც გამოუყენებელი არ დარჩეს.

  1. გამოიყენეთ გამყოფები თქვენს უჯრებში

ქვედა უჯრაში მეტი ადგილის მიღება შეგიძლიათ, თუ გამყოფებს დაამატებთ. გამყოფები გეხმარებათ ორგანიზებაში და და თანაც უზრუნველყოფს რომ პროდუქტების ერთმანეთთან მიბჯენის თავიდან არიდების პარალელურად სივრცე მაინც მაქსიმალურად ავითვისოთ. 

იმედი გვაქვს ეს რჩევები დაგეხმარებათ იქონიოთ ბევრად გრილი და სასიამოვნო ზაფხული.

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2021-06-29