vestel

წლევანდელი ზაფხული ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ზაფხულია და გაგრილებაზე ყველა თითქმის უწყვეტად ვფიქრობთ. ამიტომ რამდენიმე ჭკვიანი და მარტივი ხერხის ნაკრები მოგიმზადეთ, რომლებიც თქვენი სახლის სიგრილის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. 

  1. დახურეთ ფარდები

ეცადეთ ყოველთვის დახუროთ ყველა ოთახში ფარდები, განსაკუთრებით ჩრდილოეთით და დასავლეთით მდებარე ფანჯრებზე, რათა მზის სხივებმა ნაკლებად შემოაღწიოს და დღის განმავლობაში სახლში სიგრილე შენარჩუნდეს.  

  1. Dehumidifying ფუნქცია

თუ გაქვთ კონდინციონერი და მას აქტიურად იყენებთ, არ გამოგრჩეთ Dehumidifying ფუნქცია, ვინაიდან იგი ოთახში ტენიანობის დონეს ამცირებს, რაც დახუთულობის შეგრძნებას მარტივად ხსნის. ეს ფუნქცია აქვთ რიგ ახალ მოდელებს, როგორიცაა მაგალითად კონდიციონერი VESTEL IACHR67FMDN, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო კონდინციონერია ზაფხულში ამ ცხელი ტემპერატურის დასაბალანსებლად.

  1. შეარჩიეთ გრილი ქსოვილი 

ბამბის ქსოვილები საუკეთესოდ სუნთქავს და ხელს უწყობს თქვენი სხეულის გაგრილებას. ატარეთ მსუბუქი, თავისუფალი ტანსაცმელი, რომელიც ბუნებრივი ქსოვილებისგან იქნება დამზადებული ბამბის მსგავსად. ასევე თქვენი საწოლისთვის თეთრეულიც სჯობს ნატურალური ქსოვილისგან შექმნილი შეარჩიოთ. 

  1. შეცვალეთ ნათურები

თუ სახლის გაგრილებას გიჭირთ და არ იცით რატომ, ეს ყოველივე შესაძლოა ნათურების დამსახურებაც იყოს. არაენერგოეფექტური ნათურები წარმოქმნიან უამრავ სითბოს, ამიტომ მათი ენერგო ეფექტურით ჩანაცვლება დაგეხმარებათ თქვენი სახლის გაგრილებასა და ენერგიის ხარჯების დაზოგვაში. 

  1. დახურეთ კარები 

გამოუყენებელი ოთახების დახურვა ხელს შეუშლის ცხელ პერიოდში გრილი ჰაერის გაჟღენთას სახლის იმ ადგილებში სადაც დღის განმავლობაში ნაკლებად ხართ. საღამოს საათებში კარგია გაანიავოთ მთლიანი სახლი ბუნებრივი გზით. 

გისურვებთ გრილ და ბედნიერ ზაფხულს! 

ხოლო მათ ვინც კონდიციონერის ძიებაშია, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი წინა ბლოგი 6 მნიშვნელოვან რამეზე კონდციონიოერებზე უნდა იცოდეთ კონდინციონერის შეძენამდე.

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2021-07-28