vestel

ჭურჭლის რეცხვის პროცესს ჭურჭლის სარეცხი მანქანა გაცილებით ამარტივებს, თუმცა მაქსიმალური კომფორტისთვის და მაქსიმალური შედეგის მისაღებად მაინც არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომელიც უკვე გამარტივებულ პროცესს კიდევ უფრო მარტივს და შედეგიანს გახდის!

 

1. პატარა ნივთები გადაიტანეთ სამრეცხაო ჩანთის განყოფილებაში

პაწაწინა ნივთები, როგორიცაა ბოთლის სახურავი, ბავშვის ჭურჭელი და საწოვარა, შეიძლება დაიკარგოს სარეცხ ციკლში, განსაკუთრებით მაშინ თუ ისინი მოთავსებულია ვერცხლის კალათაში ან ზედა თაროზე. იმის ნაცვლად, რომ ასეთი ნივთები პირდაპირ მოათავსოთ სარეცხ მანქნაში, ჩადეთ ისინი სამრეცხაო ჩანთაში ზედა თაროზე. ბადისებრი ტომარა დაიცავს მათ დაკარგვისგან. 

2. შეუქმენით სივრცე თქვენს ჩანგლებსა და კოვზებს

ჭურჭლის სარეცხი მანქანის ჩატვირთვისას, დარწმუნდით, რომ მონაცვლეობითაა დანა-ჩანგლისა და კოვზების პოზიცია (ზოგი სახელურებით მაღლა და ზოგი სახელურებით ქვემოთ) ისე, რომ ისინი ერთმანეთზე არ მიეწყოს რაც საპნის ქაფისათვის მათ მიუვალს გახდის. რაც მეტი სივრცე იქნება მათ შორის, მით მარიტვად გაირეცხება.

 

3. გარეცხეთ ჭურჭელი საჭმლის მომზადების პარალელურად 

გარეცხეთ ქვაბები და ტაფები საჭმლის მომზადების დასრულებისთანავე. საკვების ნარჩენები გაცილებით ადვილად იშლება, თუკი ჭურჭელი ჯერ კიდევ თბილია, თანაც როდესაც ყველაფერს დაასრულებთ ბევრად ნაკლები ჭურჭელი გექნებათ გასარეცხი. 

4. გარეცხეთ სწორი თანმიმდევრობით

არსებობს ჭუჭყიანი ჭურჭლის გარეცხვის სწორი და არასწორი გზა. თქვენ უნდა დაიწყოთ ყველაზე სუფთიდან და ბოლოს უნდა გარეცხოთ ყველაზე დაბინძურებული ჭურჭელი. გარეცხეთ თავდაპირველად ჭიქები, რათა დარწმუნდეთ, რომ ცხიმი არ გადადის მათზე. შემდეგ გარეცხეთ თეფშები და ჯამები, ბოლოს კი - ქვაბები და ტაფები. 

 

5. არ გადატვირთოთ მანქანა

და რაც მთავარია არ უნდა გადატვირთოთ მანქანა! თუ მასში ჭურჭლის ზედმეტ რაოდენობას მოათავსებთ, ყველა მათგანი ბევრად მიუდგომებელი გახდება, რაც მათ იდეალურ წმენდას ბევრად გაართულებს.

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2021-10-24