vestel

შემოდგომაა, თბილ და კომფორტულ ტანსაცმელს დავუბრუნდით და შალზეც ზრუნვაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. შალის ნაზ ქსოვილს განსაკუთრებით სჭირდება მოვლა. იმისათვის რომ, თქვენი საყვარელი ტანსაცმელი გარეცხვის შემდეგაც ახლებურად გამოიყურებოდეს საჭიროა რამდენიმე წესის გათვალისწინება. ჩვენ მოგიმზადეთ 5 რჩევა თუ როგორ გარეცხოთ შალის ნივთები სარეცხ მანქანაში: 

1. გარეცხეთ შალის ტანსაცმელი დელიკატური/ხელით რეცხვის 30˚C რეჟიმში.

შალის გარეცხვისას გამოიყენეთ რეცხვის სპეციალური რეჟიმი, რომელიც დელიკატურად მოუვლის თქვენს საყვარელ ტანსაცმელს და შეუნარჩუნებს მას პირვანდელ სახეს. თუ შალის რეცხვის სპეციალური რეჟიმი თქვენს მანქანას არ აქვს, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა დელიკატური რეჟიმი.

2. გამოიყენეთ ნეიტრალური, რბილი სარეცხი საშუალება

სარეცხი საშუალებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეცხვის რეჟიმში. შეარჩიეთ ნეიტრალური სარეცხი საშუალებები, რომელიც სპეციალურად შალის ტანაცმელისთვის არის შექმნილი და ქსოვილს არ დააზიანებს.

3. გარეცხეთ შალის ტანსაცმელი გადმობრუნებულად

შალის სამოსი ჯერ გადმოაბრუნეთ და შემდგომ მოათავსეთ მანქანაში. ამ ხერხით თქვენ გარე ქსოვილს არ დააზიანებთ და შეუნარჩუნებთ მას სირბილეს. 

4. გაავლეთ წყალი კიდევ ერთხელ

შალის გარეცხვისას სარეცხი მანქანა დააყენეთ ისე რეჟიმზე, რომელიც გარეცხვის შემდეგ კიიიიდევ ერთხელ, ზედმეტჯერ გაავლებს წყალს. ასე შალი მაქსიმალური ეფექტურობით გაირეცხება.

5. არ გარეცხოთ შალი ცხელი წყლით

შალის მოვლისას ყოველთვის გამოიყენეთ ცივი ტემპერატურა. არ გარეცხოთ ის ცხელი წყლით, ეს ნაჭერს დააზიანებს. 

 

იმედი გვაქვს ეს რჩევები დაგეხმარებათ საყვარელი ტანაცმლის სწორად მოვლაში.  

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2021-11-15