vestel

ტელევიზორის არჩევა ადრე ბევრად მარტივი ამოცანა იყო. თუმცა, ახალი აუდიო და ვიზუალური ტექნოლოგიებისა და ჭკვიანი ოპერაციული სისტემების გამოჩენის შემდეგ, ეს პროცესი უფრო მრავლისმომცველი გახდა. ტელევიზორის არჩევამდე, ყურადღება უნდა მიაქციოთ მის სხვადასხვა ფუნქციას. რადგან ახლა სადღესასწაულო შოპინგის სეზონი დაიწყო, გვინდა გაგიზიაროთ ის მთავარი პუნქტები, რომლებიც სმარტ ტელევიზორის არჩევაში დაგეხმარებათ. 

  1. ეკრანის ზომა 

წინასწარ განსაზღვრეთ რომელი ზომის ტელევიზორი გჭრიდებათ, იმის მიხედვით რომელი ადგილის მიჩენასაც აპირებთ მისთვის, რომ სხვადასხვა ზომის ტელევიზორებზე დრო არ დაკარგოთ. გახსოვდეთ რომ ეკრანის ზომა ეკრანის დიაგონალის მიხედვით ითვლება.

  1. Smart TV ფუნქციები

თუ ახალ ტელევიზორს ეძებ, თავის მაქსიმალურად განებივრება Smart TV-ის შეძენით შეგიძლია, რომელსაც გაცილებით მაღალი გარჩევადობა და სხვადასხვა ფუნქციები აქვს, როგორებიცაა: Wi-fi ან lan კაბელით ინტერნეტთან დაკავშირების შესაძლებლობა, სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენება ვიდეო და აუდიო სერვისებისთვის, სმართფონის ან ნოუთბუქის ეკრანის უსადენოდ გაზიარების შესაძლებლობა და სხვა. 

  1. დინამიკები / საუნდ სისტემა 

ტელევიზორების უმეტესობას აქვს სტერეო დინამიკები. თუ ფილმების უდიდესი ფანი ან მელომანი ხართ, ამ შემთხვევისთვის სჯობს ყურადღება გაამახვილოთ რამდენიმე სხვადასხვა სახის განსაკუთრებით გამოსადეგ საუნდ სისტემაზე, მაგალითისთვის:

DTS - ციფრული კინო თეატრის სისტემა. DTS TruSurround - გამოიყენება ფილმებისთვის, ასუფთავებს მაღალ სიხშირის ხმას, ქმნის მაღალი ბასის ეფექტს. ამასთან ერთად ხდის საუბარს უფრო მკაფიოს და გასაგებს.

Dolby Atmos - ცდილობს უზრუნველყოს აუდიოს სამგანზომილებიანი ეფექტი. ბგერები მოდის არა მხოლოდ წინა, უკანა და გვერდითი უბნებიდან, არამედ ზემოდან, რაც მესამე განზომილებას ხდის უფრო რეალისტურს.

და სხვა.

  1. პროგრამული უზრუნველყოფა და აპლიკაციები 

სმარტ ტელევიზორებს სჭირდებათ ჭკვიანი ოპერაციული სისტემა სხვადასვხა აპლიკაციებთან თავსებადობისთვის. სწორედ ამიტომ, ტელევიზორის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის ოპერაციულ სისტემას. მაგალითად ოპერაციული სისტემა სმარტ ტვ - გულისხმობს თავის თავში ფუნქციებს რომელიც ფართოს ხდის გამოყენების არეალს. სმარტ ტელევიზორებთან ინტეგრირებულია აპლიკაციების მაგალითია: NETFLIX, AMAZON PRIME, YOUTUBE, VESTEL SMART CENTER, რითიც ხდება მაუსის და კლავიატურის დაკავშირება და ა.შ. 

იმედი გვაქვს ეს რამდენიმე პუნქტი დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ სასურველი ტელევიზორი და მიიღოთ მაქსიმალური საყვარელი პროგრამების ყურების გამოცდილებისგან.

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2021-12-06