vestel

საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მათ შორის, ჭურჭლის სარეცხის მანქანა ჩვენი რუტინის განუყოფელი ნაწილი და ერთგული დამხმარეა. თუ გვინდა, რომ შეუფერხებლად განაგრძონ მუშაობა, ამაში ჩვენც უნდა შევიტანოთ წვლილი და შევინარჩუნოთ მათი სისუფთავე.

ამ ბლოგში შემოგთავაზებთ ხრიკებს, რომლებიც ჭურჭლის სარეცხი მანქანის სისუფთავის შენარჩუნებასა და მოვლაში დაგეხმარებათ.

 

  1. გამოიყენეთ სველი ხელსახოცი ან ღრუბლი კარის საფუძვლიანად გასაწმენდად
  2. რბილი კბილის ჯაგრისი საუკეთესო საშუალებაა შიდა სივრცეში ლაქების მოსაშორებლად.
  3. ფილტრის მოხსნა და დაყენება შესაძლოა რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში საშიში არაფერია. კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში და დააბრუნეთ თავის ადგილას.
  4. ნადების, მტვრის და ჭუჭყის მოსაცილებლად, გამოიყენეთ ძმარი. მოათავსეთ ძმრით სავსე ჭიქა მანქანის ზედა თაროზე, შემდეგ კი ჩართეთ ინტენსიური რეცხვის რეჟიმი. რეცხვის დასრულების შემდეგ, აუცილებელია, რომ მანქანის კარი გამოაღოთ, რათა გაშრობის საშუალება მისცეთ.
  5. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არ დაგავიწყდეთ ყოველდღიურად მოაცილოთ საკვების ნარჩენები და ცხიმი. ყოველკვირა გაწმინდეთ კარი და შიდა კედლები სველი ხელსახოცით ან ტილოთი. 

იცოდით, რომ ვესტელის ჭურჭლის სარეცხი მანქანების ყველა მოდელს აქვს თვითწმენდის რეჟიმი?
იმისათვის, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა შიგნიდან გაწმინდოთ ჭუჭყისგან, სუნისგან და სხვა ლაქებისგან შეგიძლიათ აირჩიოთ ინტენსიური პროგრამა და უბრალოდ ჩართოთ ეს ციკლი მხოლოდ წყლის გამოყენებით (არ დაამატოთ სარეცხი საშუალება).

გახსოვდეთ, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანის სისუფთავე, თქვენი ჭურჭლის სისუფთავის საწინდარია!

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2021-12-29