vestel

მაცივრის სუნი უმეტესწილად გამოწვეულია ობისა და ბაქტერიისგან. ეს მიკრობები უხილავია და ხარობს ისეთ ადგილებში, სადაც არის ტენიანობა. მაცივარი კი მათთვის იდეალური ადგილია საცხოვრებლად. დაღვრილ, დამპალ ან ვადაგასულ საკვებს, კონდენსაციასთან და გარე ტენიანობასთან ერთად ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს მაცივრის სუნის წარმოქმნაში. 

სწორედ ამიტომ, გვინდა 5 მარტივი რჩევა გაგიზიაროთ, რომელიც დაგეხმარებათ გააქროთ თქვენი მაცივრიდან უსიამოვნო სუნი.

  1. პირველ რიგში, დაცალეთ მაცივარი და გადაყარეთ ნებისმიერი ნივთი, რომელიც შეიძლება გაფუჭებული ან ვადაგასული იყოს. გადააგდეთ ნებისმიერი ქილა ან კონტეინერი, რომელიც წებოვანია ან აქვს საკვების ნარჩენები. შემდეგ, გამოიღეთ მაცივრის შიგნით არსებული ნებისმიერი ზედაპირი, როგორიცაა უჯრები და რეგულირებადი თაროები და დაასველეთ ისინი გრილ წყალში და ჭურჭლის სარეცხ საშუალებაში, სანამ მაცივრის დანარჩენ შიდა ნაწილს გაასუფთავებთ.
  2. მრავალფუნქციური საწმენდი სპრეების ნაცვლად აირჩიეთ უფრო მარტივი, ბუნებრივი პროდუქტები, როგორიცაა საცხობი სოდისა და ძმრის ხსნარი. ეს ორი პროდუქტი თქვენს მაცივარს სრულიად მოაშორებს უსიამოვნო სუნს. გასაწმენდად გამოიყენეთ სუფთა მიკროფიბერის ქსოვილი ან ახალი ღრუბელი, რომელიც ადვილად არ იშლება. იმისათვის, რომ ნაპრალები და პატარა სივრცეები სრულად გაწმინდოთ, გამოიყენეთ თხელი ქსოვილი ან კბილის ჯაგრისი. მცირე რაოდენობით ძმარი და საცხობი სოდა პირდაპირ თქვენს საწმენდ მოწყობილობაზე წაუსვით და ისე დაიწყეთ ზედაპირების გასუფთავება.
  3. სანამ მაცივარი ცარიელია, ზედმიწევნით გაასუფთავეთ იგი. დაიწყეთ ზემოდან და ჩამოდით ქვემოთ. დარწმუნდით, რომ გაწმინდეთ უჯრების ქვეშ და გახეხეთ ჭერი, გვერდები და კარები. არ დაივიწყოთ მაცივრის გარე მხარეც, რადგან ამ ზედაპირებს შეუძლიათ სუნის გადატანა.
  4. სუფთა ქსოვილი ან ღრუბელი დაასველეთ თბილი წყლით და გამოიყენეთ იგი საცხობი სოდასა და ძმრის ნარჩენების მოსაშორებლად. 
  5. სულ ბოლოს კი კარგად გაამშრალეთ შიდა სივრეები. დაელოდეთ სანამ მაცივარში ტემპერატურა დაეცემა 5°C-მდე ან დაბლა, და მხოლოდ შემდეგ შეალაგეთ საკვები. თუ თქვენს მაცივარს აქვს სწრაფი გაგრილების ფუნქცია, გამოიყენეთ იგი გაგრილების პროცესის დასაჩქარებლად. ასე მაგალითად, ვესტელის მოდელის GT/N 916-ის სწრააფი გაგრილების სისტემა აქვს, სუპერ სწრაფი დაბერვით 1 გრადუსამდე.

მაცივრების გარკვეულ კატეგორიას ასევე აქვს ბუნებრივი იონის ტექნოლოგია, რომელიც მაცივარში ავრცელებს უარყიოფით იონებს და სპობს არსებულ უსიამოვნო სუნს. ვესტელის მოდელის NFC350EX-ის ბუნებრივი იონის ტექონოლოგია, თქვენ პროდუქტებს უფრო დიდხანს შეინარჩუნებს სიჯანსაღეს.

ამ რჩევების ზედმიწევნის შესრულების შემთხვევაში თქვენ აღარ შეგაწუხებთ მაცივრის უსიამოვნო სუნი. 

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-02-11