vestel

სეზონური ხილი ძალიან ცოტა ხნით ხარობს წლის განმავლობაში ამიტომ სწორია, მასზე მალევე ვიზრუნოთ და თუ შენახვას გადავწყვეტთ სწორად შევინახოთ. 

თითოეული სეზონური ხილი, როგორც წესი, მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას, რათა შეინარჩუნოს პირვანდელი გემო. გაგიზიარებთ ხილის შენახვის რამდენიმე მნიშვნელოვან საფეხურს, რომელიც დაგეხმარებათ შეინახოთ საყვარელი ხილი მთელი სეზონის ან წლის განმავლობაში. 

  1. ალუბალი

ალუბალი უგემრიელესი კენკრაა, რომელიც ყველას უყვარს. სეზონის განმავლობაში აუცილებელია მოვათავსოთ მაცივარში, თუ იმავე დღეს არ ვაპირებთ მირთმევას. ალუბალი კარგად იყინება და შეგიძლიათ დიდი რაოდენობით გაყინოთ რათა მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ნამცხვარში ინგრედიენტად გამოიყენოთ. ვესტელის მაცივრის მოდელი RM 750TF3E-X-ის საყინულე გამოირჩევა სუპერ სწრაფი გაყინვით -32°c გრადუსამდე. იგი უზრუნველყოფს პროდუქტის პირვანდელი გემოს შენარჩუნებას. 

  1. მარწყვი

მარწყვი ყველასათვის საყვარელი ხილია. შენახვისას აუცილებელია ისინი ქაღალდის პირსახოცში შევფუთოთ, რათა შთანთქოს ტენიანობა. ვესტელის No Frost ტექნოლოგიის მაცივარი RN480 BFR3EI-RE, საუკეთესოდ შეინახავს თქვენს საყვარელ ხილსა და ბოსტნეულს, Fresh ზონაში. 

  1. ატამი 

არსებობს ატმის ადრეული ჯიშები, რომელიც მწიფდება აპრილ-მაისში. ისინი განაკუთრებით კარგია გასაყინად და შესანახად. ატამი კარგად უნდა გაირეცხოს, გაითალოს და გაშრეს, რომ მაცივარში გაყინვისას არ გაფუჭდეს. შეინახეთ ისინი ერთმანეთისგან დაშორებით საყინულის ხილის განყოფილებაში. ვესტელის მაცივარის მოდელს RM700BF3EL /GT/SN492 აქვს ინტენსიური გაყინვის ტექნოლოგია და თანაბრად ყინავს პროდუქტებს. 

 

იმედი გვაქვს ეს რჩევები ზამთრისთვის პროდუქტის მომარაგებაში დაგეხმარებათ. მანამდე კი გისურვებთ ბედნიერ და თბილ გაზაფხულს. 

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-03-16