vestel

სეზონური ტანსაცმლის გადახარისხება მნიშვნელოვანია. თუმცა სანამ ჩვენს საყვარელ ტანსაცმელს 1 წლით შევინახავდეთ აუცილებელია გავრეცხოთ და კარგად გავაშროთ. ხშირად სქელი ტანსაცმელის გაშრობა არ არის მარტივი და ძალიან დიდ დროს მოითხოვს. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ თბილი, ღუნღულა ტანსაცმელი აუცილებლად ძალიან კარგად უნდა იყოს გამშრალი რათა არ გაფუჭდეს და არ დაობდეს ქსოვილი. ამ ბლოგში გვინდა გაგიზიაროთ რამდენიმე მარტივი და ძალიან საჭირო რჩევა რომელიც დაგეხმარებათ გააშროთ თქვენი ზამთრის ტანსაცმელი ისე, რომ არ დაზიანდეს ქსოვილი.

1. გაწურეთ ტანსაცმელი წურვის მაღალ სიჩქარეზე.

იმისათვის, რომ ტანსაცმლი სწრაფად გაშრეს აუცილებელია წურვისას ჩავრთოთ მაღალ ბრუნზე. სიჩქარე ხელს შეუწყობს წყლის გამოდევნას თქვენი ტანსაცმლიდან, რაც შემდეგ უზრუნველყოფს მათ მალე გაშრობას.

2. გაახვიეთ ტანსაცმელი პირსახოცში

ტანსაცმლის გაშრობის მარტივი გზაა მისი პირსახოცში გადახვევა. ფუმფულა პირსახოცში ასე მჭიდროდ გადახვეული ტანსაცმელი სწრაფად და ძალიან კარგად შრება.

3. გაფინეთ სარეცხი სწორად

გამოიყენეთ ტანსაცმლის თოკი ან საშრობი. ჩამოკიდეთ ტანსაცმელი ერთმანეთისგან დაშორებით. დარწმუნდით, რომ თითოეული ნივთი ინდივიდუალურად დაკიდეთ ისე, რომ მას ჰქონდეს სივრცე და ვენტილაცია სწრაფად გასაშრობად. პერიოდულად გადაატრიალეთ ტანსაცმელი, რომ თანაბრად მშრალი იყოს.

თუ იყენებთ საშრობს ცალკეული ზოლებით, შეგიძლიათ ჩამოკიდოთ ნივთები ორ ზოლზე.

4. გამოიყენეთ სარეცხის საშრობი მანქანა

სარეცხი მარტივად და სწრაფად თუ გსურთ რომ გააშროთ აუცილებელია გამოიყენოთ სარეცხის საშრობი მანქანა. ვესტელის საშრობი მოდელის TDH8GPT2, გამოირჩევა შრობის განსაკუთრებული ტექნოლოგიით. აქვს თეთრეული, ბამბეულის და სინთეტიკის შრობის ფუნქციაც. 

 

ეს რჩევები დაგეხმარებათ მარტივად და სწრაფად გააშროთ თქვენი ტანსაცმელი ქსოვილის დაზიანების გარეშე. 

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-04-27