vestel

ზაფხულის ცხელ დღეებში კონდიციონერი გაგრილების საუკეთესო საშუალებაა. კონდიციონერები ჰაერს ავრცელებენ თქვენს სახლში. ჰაერის გასაფილტრად ისინი იყენებენ ფილტრებს. როდესაც ფილტრი არ არის სუფთა, კონდიციონერს სჭირდება მეტი ენერგია ჰაერის ამოტუმბვისთვის. გარდა მეტ ელექტროენერგიის მოხმარებისა, დატვირთვით მუშაობის დროს კონდიციონერის სიცოცხლის ხანგრძლივობა მკვეთრად მცირდება.  

ფილტრის სუსფთავე პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია თქვენს სახლში ჰაერის სისუფთავესთან. სწორედ ამიტომ აუცილებელია კონდიციონერის ფილტრი მუდმივად სუფთა მდგომარეობაში იყოს. ამ ბლოგში გვინდა გაგაცნოთ, თუ როგორ უნდა გაწმინდოთ კონდიციონერის ფილტრი მარტივად. 

 

პირველ რიგში, კონდიციონერის ყველა ფილტრის გაწმენდა არ შეიძლება. თუ თქვენს ფილტრს აქვს მუყაოს ჩარჩო ან მითითებულია რომ მისი გაწმენდა არ შეიძლება თქვენ უნდა შეცვალოთ იგი პირდაპირ. 

ჰაერის ფილტრის გაწმენდის სიხშირე დამოკიდებულია თუ რამდენად აქტიურად იყენებთ თქვენს კონდიციონერს. როგორც წესი, რეკომენდირებულია წელიწადში 1-2ჯერ გაწმენდა.  

 

იმ კონდიციონერების შემთხვევაში რომლის ფილტრიც იწმინდება შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული მითითებები:

  1.  განსაზღვრეთ კონდიციონერის ფილტრის ადგილმდებარეობა

კონდიციონერების უმეტესობას ფილტრი აქვს ცენტრლურ ნაწილში თუმცა რა თქმა უნდა ყოველი ბრენდი ერთმანეთისგან განსხვავებულია. შეამოწმეთ კონდიციონერის ინსტრუქცია და იმოქმედეთ შესაბამისად. 

  1. გამორთეთ კონდიციონერი დენის წყაროდან 

მუშაობის დროს კონდიციონერის გამორთვა დენის წყაროდან დაიცავს თქვენს ტექნიკას და თქვენ სახიფათო მდგომარეობისგან.

  1. გაასუფთავეთ ფილტრი მტერსასრუტის დახმარებით

როგორც წესი, დიდი რაოდენობით მტვერი ილექება ფილტრზე. მისი უმეტესი ნაწილის ამოღება შეგიძლიათ მტვერსასრუტის გამოყენებით.  

  1. დაასველეთ ფილტრი წყლისა და ძმრის 50/50 ნარევში

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სანამ ამას გააკეთებთ, წაიკითხეთ თქვენი კონდიციონერის ინსტრუქცია. გაითვალისწინეთ, რომ კონდიციონერის ზოგიერთი ფილტრის დასველება არ შეიძლება.

თუ თქვენი ფილტრის გარეცხვა შესაძლებელია, დაასველეთ იგი თანაბარი წყლისა და ძმრის ნარევში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. გადაავლეთ წყალი და გააშრეთ ძალიან კარგად. 

  1. დააყენეთ ახალი ფილტრი

მას შემდეგ რაც გაასუფთავებთ ფილტრს დააინსტალირეთ ახლიდან. ფილტრების უმეტესობას აქვს ისარი, რომელიც მიუთითებს იმაზე, თუ რა მიმართულებით უნდა იყოს მიმართული. ეს ისარი უნდა იყოს მიმართული ჰაერის ნაკადის მიმართულებით.

 

კონდიციონერის ფილტრის გაწმენდა არ არის რთული. ჭუჭყიანი ფილტრები თქვენს სისტემას არაეფექტურად ამუშავებს და საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას. ვესტელის კონდიციონერის მოდელ IACHR52FEAN-ს აქვს იონიზაციის ფუნქცია. იგი აღჭურვილია მტვრისა და მიკრო ნაწილებისგან დამცავი ფილტრით რომელიც უზრუნველყოფს თქვენს სახლში სუფთა ჰაერის ცირკულაციას. 

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-06-13