vestel

ადამიანების უმეტესობას ურჩევნია ჭურჭლის ხელით რეცხვა. თუმცა, ზაფხულის სიცხეში ცხელი წყლით ჭურჭლის გარეცხვა არც ისე სასიმოვნო პროცესია. ჭურჭლის სარეცხი მანქანა კი ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზაა.  

ტექნიკის შეძენის პროცეში ძალიან ბევრი მცირე თუ დიდი დეტალია, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, თანაც დღეს როდესაც ძალიან დიდი არჩევანის საშუალება გვაქვს. ამ ბლოგით გვინდა გაგიადვილოთ ეს პროცესი და გაგიზიაროთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია რაც ჭურჭლის სარეცხის მანქანის შეძენამდე უნდა გაითვალისწინოთ. 

 

1. რეცხვის რეჟიმი

ელეგანტური დიზაინი, გამძლეობა და განსაკუთრებული თვისებები არ არის საკმარისი, თუ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა ეფექტურად არ რეცხავს ჭურჭელს. შეარჩიეთ ისეთი ჭურჭლის სარეცხი მანქანა რომელსაც რეცხვის რამდენიმე ფუნქცია აქვს. 

 

2. გაშრობის რეჟიმი

თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა რეცხვასთან ერთად კარგად უნდა აშრობდეს თქვენს ჭურჭელს. ყველა მანქანას არ აქვს შრობის ფუნქცია ამიტომ შეძენი პროცესში კარგად დააკვირდით თქვენს მიერ შერჩეული სარეცხი მანქანის ყველა ფუნქციას. 

 

3. ჩუმი რეჟიმი 

თუ გსურთ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის მუშაობის პარალელურად გამოიყენოთ სამზარეულო და სასადილო ადგილი, აუცილებელია ჩუმი სარეცხი მანქანის შერჩევა. დღეს არსებობს არაერთი მოდელი, რომელიც გთავაზობთ შთამბეჭდავად ჩუმ მუშაობას. 

 

4. ენერგოეფექტურობა

თუ გსურთ თქვენ კომფორტთან ერთად დაზოგოთ ელექტროენერგია აუცილებელია ჭურჭლის სარეცხი მანქანის შერჩევისას დააკვირდეთ მის ენერგოეფექტურობის კლასს რომელიც A++-დან G-მდე მერყეობს. რაც უფრო მაღალია ენერგოეფექტურობის კლასი მით უფრო ნაკლებს ელექტროენერგიას წვავს თქვენი ტექნიკა. 

 

ეს ძირითადი რჩევები დაგეხმარებათ მარტივად და კომფროტულად შეარჩიოთ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა და დაზოგოთ დიდი დრო და ენერგია. ვეტელში თქვენ ყველა ამ თვისების მქონე ჭურჭლის სარეცხი მანქანების ფართო არჩევან აღმოაჩენთ: https://bit.ly/3ncX0l2. 

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-06-23