vestel

2022 წლის მოახლოებასთან ერთად იმატებს ახალი წლის ჯადოსნური განწყობაც. სწორედ ამიტომ, გვინდა შემოგთავაზოთ ჯინჯერის ნამცხვრები, რომელიც ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს გულგრილს ვერავის დატოვებს.

 

ინგრედიენტები:

10 სუფრის კოვზი (145 გრ) უმარილო კარაქი

3/4 ჭიქა (150 გრ) ღია ან მუქი ყავისფერი შაქარი

2/3 ჭიქა (160 მლ) მელასა(დამატკბობელი)

1 მოზრდილი კვერცხი

1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

438 გრ ფქვილი

1 ჩაის კოვზი საცხობი სოდა

1/2 ჩაის კოვზი მარილი

1 სუფრის კოვზი დაფქული ჯანჯაფილი/ჯინჯერი

1 სუფრის კოვზი დაფქული დარიჩინი

1/2 ჩაის კოვზი დაფქული წიწაკა

1/2 ჩაის კოვზი დაფქული მიხაკი

მომზადება:

აიღეთ დიდი თასი და მოათავსეთ ოთახის დემპერატურაზე დარბილებული კარაქი. ურიეთ მანამ სანამ მისი მასა ჰაეროვანი და კრემისებული არ გახდება. შემდეგ ვამატებთ ყავისფერ შაქარსა და დამატკბობელს და ვურევთ ერთმანეთში. ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ, ვამატებთ ვანილსა და კვერცხს.

ცალკე თასში ვთქვეფთ ფქვილს, სოდას, მარილს, ჯაჯაფილს, დარიჩინს, წიწაკასა და მიხაკს. სველი და მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთს შევურიოთ. მიღებული ცომის მასა სქელი და ოდნავ წებოვანი გამოვა. გაყავით ცომი ორ ნაწილად. თითოეული დავპრესოთ დისკის მსგავსი ფორმის შესაქმნელად. მნიშვნელოვანია, რომ დაპრესილი დისკები მინიმუმ 3 საათის განმავლობაში დავაყოვნოთ და გავაციოთ მაცივარში. 

გააცხელეთ ღუმელი 177°C-ზე. დააფინეთ 2-3 დიდი საცხობი პერგამენტის ქაღალდი ან სილიკონის საცხობი ფორმა. გაბრტყელეთ ცომი და მიეცით სასურველი ფორმები. გამოაცხვეთ დაახლოებით 9-10 წუთის განმავლობაში. 

 

ცხობის დასრულების შემდეგ გაციებული ნამცხვარი შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი დეკორაციით გააფორმოთ.

პროცესი არც თუ ისე რთულია, აუცილებლად გამოგივათ და ამასთან, ის ნამდვილად შექმნის საახალწლო განწყობას.

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2021-12-23