vestel

სარეცხი მანქანა ის ტექნიკაა რომელიც ძირითად შემთხვევაში “თავს თვითონ მიხედავს” და თავად გაიწმინდება. განსაკუთრებით ვესტელის სარეცხი მანქანები აღჭურვილია წმენდის სისტემით, რომელიც მაქსიმალურად გიცავთ ბაქტერიებისა თუ ვირუსებისგან, (მათ შორის Covid ვირუსისგან - კონკრეტული ფუნქციების შემთხვევში). თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად სარეცხი მანქანის შიდა ნაწილი ბევრი სხვადასხვა მიზეზით ჭუჭყიანდება - მაგალითად დროის განმავლობაში დაგროვილი მტვრით, ჭუჭყიანი წყლით რომელიც სარეცხის გარეცხვისგან მორჩა და სხვა. სწორედ ამიტომ სარეცხ მანქანას, როგორც სხვა ყველა ტექნიკას, მაინც სჭირდება მოვლა და გაწმენდა. დღეს ამის 5 მარტივ ხერხს გასწავლით.

  1. გაწმინდეთ მანქანის კარები

ცოტაოდენი ძმრითა თუ წყლით დასველებული ტილოთი აუცილებლად გაწმინდეთ სარეცხი მანქანის კარები. 

სარეცხ მანქანაში ხშირად ხვდება ტანსაცმლის, სხვადასხვა ნაჭრის, საკვებისა თუ მასალის ნაწილაკები ამიტომ წმენდა მნიშვნელოვანია, თუმცა ნუ გამოიყენებთ, სახეხს ან სხვა საწმენდ საშუალებას ვინაიდან ეს კარების ზედაპირს გაკაწრავს და დააზიანებს.

  1. ჯაგრისით გაწმინდეთ კარების რბილი ნაწილი

კარების რბილი/რეზინის ნაწილი შეგიძლიათ მარტივად გაწმინდოთ ჯაგრისით. ეს მას მარტივად მოაშორებს ჭუჭყს, სარეცხისგან დარჩენილ ზედმეტ ნარჩენებსა და ნადებს.

  1. მოახდინეთ შიდა ნაწილის დეზინფექცია ძმრით

ამისათვის ტხევადი სარეცხი საშუალებისათვის გამოყოფილი ადგილი აავსეთ ჭიქა-ნახევარი ძმრით და სარეცხი მანქანა (ტანსაცმლის გარეშე) დააყეენთ წმენდის ან ნებისმიერ ცხელ რეჟიმზე. ძმარი მოახდენს შიდა ნაწილების დეზინფექციას და საპნის თუ სარეცხი საშუალების მორჩენილ ნაწილაკებსაც მარტივად გაუმკლავდება.

  1. იდეალური სისუფთავისთვის საქმეში ჩართეთ სოდაც

ჩაყარეთ 1/3 ჭიქა სოდა სარეცხი საშუალების ადგილას და ჩართეთ სარეცხი მანქანა ცხელ რეჟიმზე. ეს ეფექტურად ებრძვის სარეცხი საშუალებებისა და ტანსაცმლის ნარჩენებს. თუმცა გახსოვდეთ! არ აურიოთ ერთმანეთში ძმარი და სოდა, ერთად მოხმარებისას ისინი ერთმანეთს გაანეიტრალებენ. ამის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთ თვეს სოდა, მეორე თვეს კი ძმარი, ან - პირიქით. 

  1. სარეცხი საშუალებების უჯრა გაწმინდეთ ცხელი წყლითა და საპნით

გამოაღეთ ან სრულად მოაცილეთ მანქანას სარეცხი საშუალებების უჯრა. ვესტელის სარეცხი მანქანების შემთხვევაში სარეცხი საშუალებების უჯრა სრულად მოცილებადია, რაც გაგიმარტივებთ მის გაწმენდას, ვინაიდან ის სჯობს ცოტა ხანს დატოვოთ საპნიან ცხელ წყალში. შემდგომ ჯაგრისით გახეხეთ ნებისმიერი ნადები, რაც შეიძლება ჰქონდეს და ბოლოს - გაავლეთ წყალი. 

ასე მარტივად თქვენი სარეცხი მანქანა უკვე თავდაპირველ სიწკრიალეს უბრუნდება. 

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2021-08-25