vestel

ინგრედიენტები:

ქოქოსის ფანტელი - 15.00 გ

ნეკერჩხლის სიროფი - 20.00 გ

ჟელატინი - 10.00 გ

რძე - 100.00 მლ

ხაჭო - 300.00 გ

კაკაო - 10.00 გ

ბანანი - 100.00 გ

ორცხობილა - 60.00 გ

ორცხობილა კარგად დააქუცმაცეთ საფქვავში. დაუმატეთ კაკაო და დაჭყლეტილი ბანანი. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და ეს მასა გადაიტანეთ ფორმაში. ძირზე თანაბრად გადაანაწილეთ და შეინახეთ მაცივარში 1 საათის განმავლობაში. ვესტელის მაცივრის მოდელი RS455  გამოირჩევა განსაკუთრებულად სწრაფი გაციების ფუნქციით, რაც დაგეხმარებათ მარტივად და კომფორტულად მოამზადოთ გემრიელი საკვები და დესერტები. 

სანამ ორცხობილა კარგად გაცივდება ჟელატინს დაუმატეთ რძე. გაფუების შემდეგ გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში. 

დაბლენდერეთ ხაჭო და დაუმატეთ ჟელატინიანი რძე, ნეკერჩხლის სიროფი და გადაიტანეთ ორცხობილიან ფორმაში. მოათავსეთ მაცივარში 2 საათის გამავლობაში. ბოლოს მოაყარეთ ქოქოსის ფანტელები თავზე და გემრიელად მიირთვით!

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-05-16