vestel

ქართველებისთვის აღდგომა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ამ დღისთვის თითოეული ოჯახი საგანგებოდ ემზადება და რა თქმა უნდა, ასევე საგანგებოდ არის გაწყობილი ჩვენი სუფრაც.

 

პირველი რაზეც აუცილებლად უნდა იზრუნო, შენი სუფრის გემრიელი და თბილი ხაჭაპურით მომარაგებაა. ეს იქნება გურული, იმერული, მეგრული და სხვა კუთხისათვის დამახასიათებელი ვარიაცია, ხაჭაპური ქართული სუფრის გამორჩეული წევრია. შეიძლება ითქვას, სავიზიტო ბარათიც კი.

ნებისმიერ ქართულ ოჯახში ალბათ წარმოუდგენელია სადღესასწაულო სუფრა ნიგვზიანი ხარჩოს გარეშე, რომელსაც ძალიან უხდება შებოლილი ყველი ან სულგუნი და ღომი.

სააღდგომო და მით უმეტეს ქართულ-დასავლური სუფრის ნამდვილი მონაპოვარია სხვადახვა ფხალეული.

 

ისევე, როგორც წითლად მოხარშული კვერცხი, პასკაც სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია.

 

აქვე გიზიარებთ პასკის გამორჩეულ რეცეპტსა და მომზადების წესს

მომზადების წესი

პირველი დღე

ოდნავ თბილ რძეში გახსენით 5 გრ საფუარი, 2 ჩკ შაქარი და 500გრ ფქვილი.მოურიეთ ხის კოვზით კარგად და გააჩერეთ დაახლოებით 1-2 საათი. შედეთ მაცივარში მეორე დღის საღამომდე.

სანელებლებიც ამ დღეს მოამზადეთ. მოაცალეთ კანი ლიმონს და დაავლენდერეთ ცოტა შაქარში. პატარა შუშის ქილაში ჩაასხით 50 გრ რომი, დაბლენდერებულ ლიმონის კანს და ყველა სუნელს, შაფრანის გარდა. მოუჭირეთ კარგად თავზე საცობს. დრო და დრო ხელით შეანჯღრიეთ ხოლმე რომ მასა აერიოს ერთმანეთს.

შაფრანი დანაყეთ, დაუმატეთ 0.5 ჩკ შაქარს და ცოტა ადუღებული წყალს. თავზე დააფარეთ და შეფუთეთ.

კარგად გარეცხილ და გამშრალებულ ქიშმიშს დაასხით დარჩენილი რომი, დაუმატეთ ფორთოხლის ცუკატებს.

მეორე დღე

საღამოს დაიწყეთ ცომის მომზადება. მთლიანი კვერცხებისგან გააკეთეთ გოგლი მოგლი. მაცივრიდან გამოიღეთ საფუარი და შეურიეთ გათქვეფილ კვერცხს. თუ ხელით ზელთ მაშინ საფუარი ერთი საათით ადრე მაინც გამოიღეთ მაცივრიდან და ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურაზე, ხოლო თუ საზელ მანქანაში ზელთ პირიქით, ყველაფერი ცივი. ამ დროს დაუმატეთ სუნელების ნაყენი, შაფრანს, ნაღებს, მარილს, ლიმონის წვენს, თაფლს. საფუარი ფქვილში აურიეთ და ისე დაუმატეთ. კარგად გადაზილეთ ხელით და გააჩერეთ 30-40 წთ. მერე დაიწყეთ მოზელვა. შემდეგ დადგით მთელი ღამე გასაფუებლად ოთახის ტემპერატურაზე.

რაც შეეხება კარაქის დამატებას, უმჯობესია ჯერ კარგად დამუშავდეს ცომი და შემდეგ ნაწილ ნაწილ შეურიოთ კარაქი.

მესამე დღე

დილით ჩაზილეთ ცომი ზეთიანი ხელით. გააჩერეთ 1 საათი და აურიეთ ქიშმიშს, რომელსაც აქვს გარეული ცოტა ფქვილი, ეს იმიტომ რომ ცომს კარგად მიეკროს. ისევ გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში.

ბოლოს, დავყოთ ცომი სასურველ წონაზე, მოვაგუნდაოთ და ჩავდოთ ფორმებში. ვაცდით კარგად ამოსვლას. ვაცხობთ 150 გრადუსზე.

 

ინგრედიენტები

 

  • რძე - 750 გრ
  • კვერცხი - 10 ც
  • ფქვილი - 2250 გრ
  • კარაქი - 500 გრ
  • ნაღები 35 % - 200 გრ
  • შაქარი - 800 გრ
  • ქიშმიში - 700 გრ
  • ფორთოხლის ცუკატები - 100 გრ
  • მარილი - 30 გრ
  • თაფლი - 70 გრ
  • სველი საფუარი - 50 გრ
  • ლიმონის ცედრა - 3 ც
  • კონიაკი - 100 გრ
  • შაფრანი - 0.15 გრ
  • მიხაკი
  • დარიჩინი
  • ვანილის ჩხირი - 1 ჩკ

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2023-04-12