vestel

ვახშმის მზადება ბევრისთვის - საყვარელი, ბევრისთვის კი საძულველი პროცესია. თუმცა არ აქვს მნიშნველობა ამ ორიდან რომელში იცანით საკუთარი თავი - ეს ხრიკები თქვენთვის პროცესს ყველა შემთხვევაში ბევრად მარტივს და სახალისოს გახდის.

  1. გამოიყენეთ ხის კოვზი გადადუღების თავიდან ასარიდებლად.

თუ საჭმლის მომზადების პროცესში ქვაბი გადადუღებას დაიწყებს, სწრაფად მოათავსეთ ხის კოვზი მის თავზე - ეს მეთოდი თავიდან აგაცილებთ ზედმეტ დუღილს, და საკვებსაც უფრო მარტივად გაამზადებთ.

  1. გამოიყენეთ სპირტი უჟანგავი ფოლადის გასაწმენდად. 

სპირტი კარგად აშორებს ჩამჯდარ ჭუჭყს და უზრუნველყოფს ზედაპირის იდეალურ სისუფთავეს. ჩვენს ჩასაშენებელ ღუმელს AFX – 8785 უჟანგავი ფოლადის ზედაპირი აქვს.

  1. გააცხელეთ ჭურჭლის სარეცხი ნაჭერი მიკროტალღურ ღუმელში თევზის სუნის მოსაშორებლად. 

თუ სულ ცოტა ხნის წინ თევზიანი ვახშამი მიკროტალღურ ღუმელში გაიცხელეთ და სუნი აღარ შორდება, მოათავსეთ ცოტაოდენი ჭურჭლის სარეცხი საშუალება ტილო/ნაჭერზე და გაათბეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ კი დატოვეთ შიგნით ნახევარი საათით და ბოლოს გაწმინდეთ ღუმლის კედლები. თევზის სუნს ოოოდნავადაც ვეღარ იგრძნობთ. 

  1. გამოიყენეთ მარილი კვერცხის ნარჩენების გასაწმენდად

თუ ვახშმის მზადებისას კვერცხი დაგივარდათ (ხდება ხოლმე. ეჰჰ), იატაკის თუ მაგიდის მოწმენდისას, მორჩენილ ნაწილაკებს მოაყარეთ მარილი. მარილი კვერცხის ცილას უმარტივესად ისრუტავს!

  1. გარეცხეთ კარტოფილი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში 

ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენება - ეს რთულად მოსახელთებელი ბოსტნეულის გარეცხვის საუკეთესო გზაა, რათა მოაშოროთ მას ყოველგვარი ჭუჭყი. 

ჩართეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა სარეცხი საშუალების გარეშე, ჩვეულებრივი რეცხვის რეჟიმზე.  

 

იმედი გვაქვს ეს რჩევები ცხოვრებას გაგიმარტივებთ და საკვების მზადებას თქვენთვის ბევრად სახალისოს გახდის.

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2021-10-15