vestel

საყინულე მაცივრის ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული სივრცეა. რამხელაც არ უნდა იყოს საყინულე თქვენს ოჯახში დამეთანხმებით, რომ მასში ადგილი ძირითადად არ მოიძებნება. მთელი თქვენი საკვების კომპაქტურად საყინულეში განთავსების მცდელობა შეიძლება თქვენთვის დიდი გამოწვევაც იყოს. თუმცა ეს ასე არა არის, ჩვენი რჩევებით საკმაოდ მარტივად ისწავლით როგორ გაზარდოთ საყინულე სივრცე და გონივრულად გამოიყენოთ იგი.

 

თავდაპირველად, უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ თქვენი საყინულე სივრცის მაქსიმალურად გაზრდა დაგეხმარებათ იყოთ უფრო ეფექტური და ორგანიზებული, არამედ ის ასევე დაგეხმარებათ თქვენმა საყინულემ უფრო ეფექტურად იმუშაოს. არასწორად დატვირთული საყინულე ვერ მუშაობს ეფექტურად, რაც ზრდის ელექტრო ენერგიის გადასახადებს, რადგან მოწყობილობას უფრო მეტი მუშაობა უწევს იმისათვის, რომ ყველაფერი ცივად შეინარჩუნოს.

 

  1. გამოიყენეთ საყინულე ჩანთები.

საყინულე ჩანთები საუკეთესო საშუალებაა კომპაქტურად და ლამაზად შეინახოთ თქვენი პროდუქტები საყინულეში. მოათავსეთ ჩანთებში ხილი, ბოსტნეული, ხორცი ან ნებისმიერი საკვები და დაალაგეთ ისინი კომფორტულად ერთმანეთის მიყოლებით. 

 

  1. შეინახეთ მსგავსი საკვები ერთად. 

მსგავს საკვების ერთად შენახვით გაგიადვილდებათ ცხოვრება, რადგან მარტივად იპოვით იმას რაც გჭირდებათ. თქვენ არ მოგიწევთ საყინულეების ყველაზე უკან, ცივ სიღრმეებში ძებნა, რადგან თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, სად არის ყველაფერი.

  1. დაყავით საყინულე ზონებად.

როდესაც საყინულეს აწყობთ, შექმენით ზონები. ერთ ნაწილში მოათავსეთ გაყინული ბოსტნეული, მეორეში კი ხორცი. ზოგიერთ მაიცივარს თავად აქვს გამოყოფილი სექციები, რომელიც ერთმანეთისგან ტემპერატურითაც განსხვავდება. ვესტელის მაცივრის მოდელი RM700BF3E/BL გამოირჩევა სწრაფი გაყინვის ფუნქციით და ყველაზე ტევადი საყინულით. მის საყინულეში გამოყოფილია 3 ზონა სადაც თქვენი პროდუქტები ერთმანეთისგან გამოყოფილად თავსდება. 

 

ეს რჩევები დაგეხმარებათ კომფორტულად გამოიყენოთ საყინულის სივრცე, დაზოგოდ დიდი დრო და ენერგია პროდუქტების ძებნის პროცესში. ამასთანავე, იზრუნოთ თქვენი ტექნიკის ენერგოეფექტურობის ხარისხზე. 

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-08-23