vestel

ცივი სეზონი უკვე აქაა და შესაბამისი მომზადებაც სჭირდება. დღეს მოგიყვებით 4 მარტივ ხერხზე, რომელიც ამ სამზადისში დაგეხმარებათ:

  1. შემოდგომა-ზამთრის სამზარეულოს ინსტრუმენტები მარტივად მისადგომი  გახადეთ.

დროა საჭირო ნივთები ჩამოიღოთ თაროებიდან და ხელმისაწვდომ ადგილას მოათავსოთ. სკოლაში ლანჩის წასაღებად გადანახული კონტეინერები, ღუმელი და ყველაფერი რაც ცხელი ვახშმის მოსამზადებლად გვჭირდება, შეგვიძლია ახლოს მოვათავსოთ. ცივი ყავის მოსამზადებლად საჭირო ნივთები კი გადავინახოთ. ასე საჭმლის მოზადების პროცესს უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს გახდით. 

  1. გაასუფთავეთ მაცივარი და საყინულე 

მაცივრის დასუფთავება ზედმეტ ნარჩენებს მოგაცილებთ და გამოგინთავისუფლებთ ადგილს ახალი, ჯანსაღი საკვებისთვის. სანამ ამ შემოდგომის საჭირო ნივთებს შეაგროვებ, გამოიღე მაცივრიდან ყველა ძველი ნივთი და გაწმინდე თაროები. 

  1. გადაყარეთ ნებისმიერი არასაჭირო ნივთი თუ პროდუქტი

თვეების განმავლობაში სამზარეულოში უამრავი არასაჭირო ნივთი იყრის თავს. ახლა კი დროა ზედმეტი პროდუქტებისგან გათავისუფლდეთ. გადაყარეთ ვადაგასული, გაფუჭებული პროდუქტები, ხოლო ისინი, რომლებსაც თავად არ გამოიყენებთ სხვას მიეცით. რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ შემოდგომის ყველა წამყვანი არომატიზატორი - დარიჩინი, მუსკატის კაკალი, ჯანჯაფილი, მიხაკი და ა.შ. - გადმოიტანოთ თქვენი სანელებლების თაროს წინა ნაწილში.

  1. დაალაგეთ საცხობი ფორმები ხელმისაწვდომ ადგილას 

შემოდგომა გემრიელი ნამცხვრების გამოცხობის სეზონია. სწორედ ამიტომ, დარწმუნდით, რომ თქვენი საცხობი ინგრედიენტები, ხელსაწყოები და აქსესუარები ხელსაყრელ ადგილას არის განთავსებული რათა სწრაფად და მარტივად შეძლოთ მათი გამოყენება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყუთები ნივთების დასაორგანიზებლად. ასე მე იპოვით საგნებს ბევრად უფრო სწრაფად არეულობის გარეშე.  

იმედი გვაქვს ეს რჩევები დაგეხმარებათ ცივი სეზონების უფრო ხალისიანად გადაგორებაში.

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2021-10-22