vestel

თუ გსურთ ჯანსაღი კვების დაწყება ერთ-ერთი მთავარი და საუკეთესო რჩევაა სახლში მეტი კერძი მოამზადოთ. ამ ხერხით თქვენ გააკონტროლებთ ინგრედიენტებს და კერძის კალორიულობას. სწრაფი კვების ობიექტებისა თუ რესტორნის კერძები როგორც წესი ყოველთვის უფრო კალორიულია ვიდრე ის, რასაც თავად მოამზადებთ. ქვემოთ მოცემული 7 მარტივი ხერხი სახლში ჯანსაღი კერძების მომზადებას სასიამოვნოს გახდის და პროცესს გაადვილებთ. 

1. შეადგინეთ გეგმა

გეგმის გარეშე, ადვილია თქვენი კვების რაციონის არევა. ამიტომ თავდაპირველად აუცილებელია შეადგინოთ კონკრეტული გეგმა. ზოგიერთი ადამიანისთვის კვების დაგეგმვა ნიშნავს კვირის დეტალურ მენიუს და საყიდლების სიის ჩამოწერას. სხვისთვის კი ეს შეიძლება უბრალოდ დღის კვების გადანაწილება იყოს. გეგმის ქონა გეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რის გაკეთებას აპირებთ და როგორ უნდა წარმართოთ ჯანსაღი კვების რაციონი. 

2. მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული

ადამიანების 80%-ზე მეტი არ ჭამს საკმარის ხილს დაბოსტნეულს. ამ დროს კი იგი მდიდარია ანთების საწინააღმდეგო ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებით, მინერალებითა და ბოჭკოებით. რეკომენდირებულია მივირთვათ ხილი და ბოსტნეული ყოველდღე. მათი დახმარებით ჯანსაღი კვება ბევრად უფრო მარტივია. დილით შეგიძლიათ მოამზადოთ ხილის სმუზი, ლანჩზე სალათი, ვახშმისას კი ბოსტნეულთან ერთად გემრიელი კერძი. შეეცადეთ ყოველ ჭამაზე თქვენი თეფშის ნახევარს ხილი და ბოსტნეული შეადგენდეს. 

3. შეურიეთ ცილები

ხორცი ცილის შესანიშნავი წყაროა, მაგრამ მას ხშირად ძალიან დიდ ულუფებად მიირთმევენ. შეეცადეთ სხვადასხვა სახეობის ხორცი შეურიოთ ერთმანეთში კვირის განმავლობაში. მიირთვით მცირე რაოდენობით თევზი, საქონლისა და ქათმის ხორცი. შეავსეთ თქვენი თეფშის დარჩენილი ნაწილი ჯანსაღი ბოსტნეულით და მარცვლეულით. 

4. მიირთვით ჯანსაღი ცხიმები

ცხიმი არ არის ცუდი და ის აუცილებელიცაა. ცხიმი არის ორგანიზმის შემავსებელი, ის ასევე გეხმარებათ საკვები ნივთიერებების ათვისებაში, კერძოდ ვიტამინების A, D, E და K. ადამიანების უმეტესობას სჯერა რომ ჯანსაღი დიეტის დროს ცხიმი არ უნდა მიირთვა, რაც რა თქმა უნდა მითია.

5. არ გამოიყენოთ ცხიმი 

ეცადეთ თქვენი საკვები მოამზადოთ ნაკლები ცხიმით. თუ ზეთის გამოყენება გჭირდებათ, სცადეთ მოსამზადებელი სპრეები ან შეწვით ხორცი თუ ბოსტნეული ღუმელში. ვესტელის ჩასაშენებელი ღუმელის მოდელ BO-7684 G აქვს ზედა და ქვედა წვა და ვენტილაცია, რომელიც ერთად მუშაობს, რისი მეშვეობითაც თანაბრად ნაწილდება ღუმელში ტემპერატურა. 3D ფუნქცია უცხიმოდ წვავს ყველაფერს. 

6. შეზღუდეთ შაქარი და მარილი

ყოველდღიურად ჩვენ შაქრისა და ნატრიუმის რეკომენდებულ რაოდენობაზე მეტს ვიღებთ. დროთა განმავლობაში, რომელიმე მათგანის ზედმეტად ჭამამ შეიძლება ჯანმრთელობის ისეთი პირობების რისკის ქვეშ დაგაყენოთ, როგორიცაა მაღალი წნევა ან გულის დაავადება. ეცადეთ ნელ-ნელა შეამციროთ დოზები და ბოლოს საერთოდ ამოიღოთ მარილი და შაქარი ხმარებიდან.

 

იმედია ეს რჩევები დახემარებათ ჯანსაღი კვების დაწყებაში ზემდეტი სტრესისა და ნერვიულობის გარეშე. 

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-03-28