vestel

სახლში გემრიელად და ჯანსაღად გამომხცვარი ორცობილები ბევრ შოკოლადს სჯობს. სწორედ ამიტომ გვინდა გაგიზაიროთ ხრაშუნა ორცხობილების რეცეპტი, რომელიც საუკეთესო სასუსნაო იქნება მთელი ოჯახისთვის. 

ინგრედიენტები

1 1/2 ც. ნუშის ფქვილი

1 1/2 ც. უნივერსალური ფქვილი

1/4 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი

1/4 ჩ.კ. დაფქული მიხაკი

1/4 ჩ.კ. მარილი

1 დიდი კვერცხი

2 ჩ.კ. სუფთა ვანილის ექსტრაქტი

60გრ კარაქი

100 გრ შაქარი

ჟოლოს ჯემი

2 ს.კ. შაქრის პუდრა, დეკორაციისთვის

 

  1. საშუალო ზომის თასში აურიეთ ნუშის ფქვილი, ჩვეულებრივი ფქვილი, დარიჩინი, მიხაკი და მარილი. პატარა თასში ათქვიფეთ კვერცხი და ვანილი.
  2. დიდ თასში, ხელის მიქსერის გამოყენებით, ათქვიფეთ კარაქი და შაქარი, სანამ არ გახდება მსუბუქი და ფუმფულა, 3-დან 4 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ კვერცხის მასა და ათქვიფეთ. დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები და ათქვიფეთ ერთიანი მასის მიღებამდე.
  3. გაყავით ცომი შუაზე და მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდის 2 დიდ ფურცელზე. რულეტივით გააბრტყელეთ ცომის თითოეული ნაჭერი. გაბრტყელებული ცომი მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე ან საჭრელ დაფაზე და დააყოვნეთ მაცივარში გასაცივებლად 2 საათით. (ან შედგით საყინულეში 30 წუთით).
  4. გააცხელეთ ღუმელი 375°-ზე და მოათავსეთ საცხობზე დიდი პერგამენტის ქაღალდი. გაციებულ ცომზე ამოჭერით თქვენთვის სასურველი ფორმის ორცხობილები. 
  5. მოათავსეთ ორცხობილები საცხობ ფირფიტაზე ერთმანეთისგან დაახლოებით 1 სანტიმეტრის დაშორებით. გამოაცხვეთ 7-დან 9 წუთის განმავლობაში, სანამ ოდნავ ოქროსფერი არ გახდება. მნიშვნელოვანია ცხობისას შეარჩიოთ სწორი რეჟიმი რათა თანაბრად გამოცხვეს ორცხობილები. ვესტელის ჩასაშენებელი ღუმელის მოდელი BO-7684 G, გამოირჩევა უნიკალური ცხობის რეჟიმით, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ორცხობილების სიფაფუკეს. 

შეგიძლიათ მიირთვათ პირდაპირ გემრიელი ორცხობილები ან გაუკეთოთ გემრიელი შიგთავსი. შეგიძლიათ, მიკროტალღურისთვის განკუთვნილ უსაფრთხო თასში შეურიოთ 1 ჩაის კოვზი წყალი ცოტაოდენ ჯემში. აცხვეთ დაბალ ტემპერატურაზე 30 წამის განმავლობაში. მოათავსეთ ჯემი ორცხობილაზე და დააფარეთ მეორე ორცხობილა. მოაყარეთ ცოტაოდენი შაქრის პუდრა და გემრიელად მიირთვით. 

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-02-22