სახლში გემრიელად და ჯანსაღად გამომხცვარი ორცობილები ბევრ შოკოლადს სჯობს. სწორედ ამიტომ გვინდა გაგიზაიროთ ხრაშუნა ორცხობილების რეცეპტი, რომელიც საუკეთესო სასუსნაო იქნება მთელი ოჯახისთვის.
ინგრედიენტები
1 1/2 ც. ნუშის ფქვილი
1 1/2 ც. უნივერსალური ფქვილი
1/4 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი
1/4 ჩ.კ. დაფქული მიხაკი
1/4 ჩ.კ. მარილი
1 დიდი კვერცხი
2 ჩ.კ. სუფთა ვანილის ექსტრაქტი
60გრ კარაქი
100 გრ შაქარი
ჟოლოს ჯემი
2 ს.კ. შაქრის პუდრა, დეკორაციისთვის
- საშუალო ზომის თასში აურიეთ ნუშის ფქვილი, ჩვეულებრივი ფქვილი, დარიჩინი, მიხაკი და მარილი. პატარა თასში ათქვიფეთ კვერცხი და ვანილი.
- დიდ თასში, ხელის მიქსერის გამოყენებით, ათქვიფეთ კარაქი და შაქარი, სანამ არ გახდება მსუბუქი და ფუმფულა, 3-დან 4 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ კვერცხის მასა და ათქვიფეთ. დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები და ათქვიფეთ ერთიანი მასის მიღებამდე.
- გაყავით ცომი შუაზე და მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდის 2 დიდ ფურცელზე. რულეტივით გააბრტყელეთ ცომის თითოეული ნაჭერი. გაბრტყელებული ცომი მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე ან საჭრელ დაფაზე და დააყოვნეთ მაცივარში გასაცივებლად 2 საათით. (ან შედგით საყინულეში 30 წუთით).
- გააცხელეთ ღუმელი 375°-ზე და მოათავსეთ საცხობზე დიდი პერგამენტის ქაღალდი. გაციებულ ცომზე ამოჭერით თქვენთვის სასურველი ფორმის ორცხობილები.
- მოათავსეთ ორცხობილები საცხობ ფირფიტაზე ერთმანეთისგან დაახლოებით 1 სანტიმეტრის დაშორებით. გამოაცხვეთ 7-დან 9 წუთის განმავლობაში, სანამ ოდნავ ოქროსფერი არ გახდება. მნიშვნელოვანია ცხობისას შეარჩიოთ სწორი რეჟიმი რათა თანაბრად გამოცხვეს ორცხობილები. ვესტელის ჩასაშენებელი ღუმელის მოდელი BO-7684 G, გამოირჩევა უნიკალური ცხობის რეჟიმით, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ორცხობილების სიფაფუკეს.
შეგიძლიათ მიირთვათ პირდაპირ გემრიელი ორცხობილები ან გაუკეთოთ გემრიელი შიგთავსი. შეგიძლიათ, მიკროტალღურისთვის განკუთვნილ უსაფრთხო თასში შეურიოთ 1 ჩაის კოვზი წყალი ცოტაოდენ ჯემში. აცხვეთ დაბალ ტემპერატურაზე 30 წამის განმავლობაში. მოათავსეთ ჯემი ორცხობილაზე და დააფარეთ მეორე ორცხობილა. მოაყარეთ ცოტაოდენი შაქრის პუდრა და გემრიელად მიირთვით.
სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-02-22