vestel

ტელევიზორის განთავსება ოთახში ერთი შეხედვით უპრობლემო ოპერაციაა, თუმცა იმაზე მეტი შეცდომის დაშვება შეიძლება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ოთახის მოწყობისას მარტივია გაგვიტაცოს უამრავმა დეტალმა, დიზაინის კომპონენტმა თუ სხვა ფაქტორმა, რის შედეგადაც ხშირად ტელევიზორის განთავსებას დიდ ყურადღებას აღარ ვუთმობთ და ოთახის რომელიმე კუთეში ვუკრავთ თავს. ასეთმა გადაწყვეტილებამ შეიძლება მომავალში დისკომფორტი შეგვიქმნას და ჯობია თავიდანვე გააზრებულად დაიგეგმოს თქვენი ტექნიკის გამოყენების წესი.

 

პირველ რიგში გასათვალისწინებელია ტელევიზორის განთავსების სიმაღლე, დისტანცია და დახრა. ამის განსასაზღვრად აუცილებელია იცოდეთ რა სიმაღლეზე უნდა იჯდეთ, როდესაც ტელევიზორს უყურებთ. სტანდარტული შეცდომაა ტელევიზორის დადგმა ან დაკიდება ფეხზე დგომის პოზიციიდან, ასეთ დროს ტელევიზორს უმეტესად ვუყურებთ ქვემოდან ზემოთ, რაც თვალების, კისრის და თავის ტკივილს იწვევს. თუ ტელევიზორი აუცილებლად კედელზე შედარებით მაღლა უნდა დაიკიდოს, ამ დროს გადმოხარეთ ის ოდნავ წინ, ისე რომ საყურებელი წერტილიდან პირდაპირ ხედავდეთ ეკრანს თავის მაღლა აწევის გარეშე.

 

ტელევიზორის ზომა უნდა შეარჩიოთ ოთახის ფართობის და საყურებელი დისტანციის მიხედვით. დიდი ტელევიზორის მოთავსება პატარა სივრცეში არ არის კარგი გადაწყვეტილება და ანალოგიურად არასასიამოვნოა საპირისპირო შემთხვევაც. მაგალითად თუ 66სმ დიაგონალიან (26 ინჩი) ტელევიზორზე ვსაუბრობთ 1-1.5 მეტრი დისტანცია საკმარისი დაშორებაა კომფორტული ყურებისთვის. 102სმ (40 ინჩი) ტელევიზორის შემთხვევაში იგი საყურებელი ადგილიდან 1.5-2.8 მეტრის დიაპაზონში შეგიძლიათ მოათავსოთ, ხოლო თუ 165სმ (65 ინჩი) ტელევიზორზე შეაჩერებთ არჩევანს, რეკომენდებულია მინიმუმ 2.5მ დისტანციის დაცვა, ხოლო სასიამოვნო ყურებისთვის მაქსიმალური დაშორება ამ შემთხვევაში 4.3 მეტრამდეა.

თუ ოთახში გაქვთ ფანჯრები, აუცილებლად გაითვალისწინეთ შემომავალი შუქი ტელევიზორის კუთხის შერჩევისას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ფანჯარა დასავლეთით გადის. რეკომენდებულია არ მოათავსოთ ტელევიზორი მის პირდაპირ, რადგან ჩამავალი მზის ანარეკლებს ვერსად გაექცევით. ასევე შუქის მეტი კონტროლისთვის ნებისმიერი ტიპის ფარდა ან ჟალუზი წაგადგებათ ტელევიზორის ეკრანზე ანარეკლების შესამცირებლად.

 

ვესტელის ტელევიზორების ფართო ასორტიმენტიდან თქვენთვის სასურველს აუცილებლად იპოვით. DOLBY AUDIO-ს ხმის სისტემა და QLed-ის საუკეთესო გამოსახულება შენს კომფორტზე იდეალურად იზრუნებს. ეწვიეთ ჩვენს ონალაინ მაღაზიას: https://vestel.ge/categories/TVs 

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-10-11