vestel

სარეცხი მანქანა იმ ტექნიკათაგან ერთ-ერთია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას აქტიურად გვიმარტივებს. ამიტომ, მისი შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, მითუმეტეს რომ სავარაუდოდ თქვენი არჩევანით წლების განმავლობაში იცხოვრებთ.

სარეცხი მანქანის შერჩევისას, მნიშვნელოვანია თავდაპირველად თქვენი საჭიროებები განსაზღვროთ და შემდგომ მიიღოთ გადაწყვეტილება. 

ჩვენ შევაგროვეთ 5 რჩევა, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც სარცეხ მანქანას ყიდულობთ.

  1. მიაქციე ყურადღება ტვირთამწეობას
  • თუ დიდი ოჯახი გყავს, დაგჭირდება სარეცხი მანქანა, რომელსაც შეუძლია უფრო დიდი დატვირთვა მიიღოს, განსხვავებით პატარა ოჯახის მქონე ან მარტო მცხოვრები ადამიანისგან, რომელ შემთხვევაშიც მცირე ტვირთამწეობის სარეცხი მანქანაც საკმარისია და თანხაც დაიზოგება.
  1. ყველაზე დიდი ყურადღება მიაქციეთ გარეცხვის პარამეტრებს
  • ბევრი სრულად ავტომატური სარეცხი მანქანა გთავაზობთ სხვადასხვა პროგრამებს სხვადასხვა ტიპის სარეცხისთვის, მაგალითად, დელიკატური, თეთრეულის, ჯინსების, შალის რეცხვა და სხვა. შეარჩიეთ სარეცხის მანქანა იმის მიხედვით, თუ რა პარამტერები გჭირდებათ ყველაზე მეტად საკუტარი კომფორტისთვის. და სანამ, თქვენს კომფორტზე ვსსაუბრობთ, თუ რეცხვის ხმაური ყველაზე მეტად გაწუხებთ ხოლმე, არსებობს მოდელები, რომლებიც ამ პრობლემასაც გადაგიჭრიან. ასეთი მოდელია WB812G - ვესტელის სარეცხებში ყველაზე ჩუმი მოდელი, რომლის ხმაურის დონეზეც მხოლოდ 39 DB-ია.
  1. ყურადრება მიაქციეთ როგორია მოდელის ბრუნვის ციკლი.
  • ქსოვილისა და ტანსაცმლის ტიპების მიხედვით, რომლის გარეცხვაც გსურთ, მნიშვნელოვანია ტრიალის ციკლი, რომელიც აღინიშნება წუთში რევოლუციებით (ბრუნვები). დელიკატების ტრიალი მხოლოდ 300-500 ბრუნის ციკლზე უნდა მოხდეს, ხოლო უფრო ძლიერი ნივთების შემთხვევაში შესაძლებელია 1000 ბრუნი წამში. მნიშვნელოვანია თქვენს მანქანას სხვადასხვა ბრუნვის ციკლის შესრულება შეეძლოს. ამის ცოდნა დაგეხმარებათ საუკეთესოდ შეარჩიოთ სარეცხი მანქანა თქვენი საჭიროებების მიხედვით. მაგალითად თუ ძირითადად მძიმე მატერიის ქსოვილებს რეცხავთ, თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი იქნება სარეცხი მანქანა W1014 TDS - რომლის მონაცემია: 1400 ბრუნი წამში და შეუძლია ნებისმიერ მძიმე ქსოვილს იდეალურად გაუმკლავდეს. 
  1. გაითვალისწინეთ, რომ სარეცხი მანქანა სჯობს იყოს ენერგოეფექტური 
  • რამდენად ეფექტურია თქვენი სარეცხი მანქანა, როდესაც საქმე ეხება ენერგიისა და წყლის დაზოგვას? ეკონომიური სარეცხი მანქანა ნიშნავს დანაზოგს გრძელვადიან პერსპექტივაში. ყურადღება მიაქციეთ ნიშნულს, სარეცხი მანქანები ფასდებიან A+++-დან (ყველაზე ეფექტური),  D-მდე (ყველაზე ნაკლებად ეფექტური). A+++-ის მქონე სარეცხი მანქანა ყველაზე მეტად უზრუნველყოფს გარემოს დაცვას. ამის კარგი მაგალითია სარეცხი მანქანა WB914L - ყველაზე ხელსაყრელი მოდელი Pyrojet ტექნოლოგიით. 
  1. დასვით კითხვა - აქვს თუ არა სარეცხ მანქანას საშრობი?
  • თუ დაკავებული ცხოვრებით ცხოვრობთ და დრო არ გაქვთ გააშროთ სარეცხი, სარეცხ მანქანაში ჩამონტაჟებული საშრობი შესაძლოა თქვენთვის ზედგამოჭრილი ვარიანტი იყოს. ეს დაგიზოგავთ დროსაც და ენერგიასაც. ამის გაკეთებას თქვენ შეძლებთ Vestel-ის D 914 GDS (სარეცხი მანქანა საშრობით) მოდელით.

იმედი გვაქვს მოცემული რჩევები დაგეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და ცხოვრებასაც გაგიმარტივებს.

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2021-06-28