vestel

თქვენს სახლში ჰაერის გაგრილებასა და გათბობისთვის არჩევანი უნდა გააკეთოთ ყველაზე ენერგოეფექტურ, ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიურ კონდიციონერზე. გარდა ჩამოთვლილი დეტალებისა, მნიშვნელოვანია კონდიციონერმა შეგინარჩუნოთ კომფორტული გარემო, სუფთა და ხარისხიანი ჰაერითა და ჩუმი მუშაობით.

 

ინვერტორული ტექნოლოგია არის მთავარი არჩევანი სახლის მფლობელებისთვის მისი უმაღლესი ენერგოეფექტურობის, გაგრილებისა და გათბობის მუდმივი შესაძლებლობების და შემცირებული ხმაურის გამო. ალბათ გაინტერესებთ, როგორ მუშაობს ინვერტორული სისტემები და რატომ სჯობს ისინი არაინვერტორულ ერთეულებს?

 

ინვერტორულ და არაინვერტორულ კონდიციონერს შორის მთავარი განსხვავება მდგომარეობს მისი კომპრესორის ძრავის დიზაინში. ეს არის ყუთი, რომელიც დგას თქვენი სახლის ან ბინის გარეთ. ინვერტორული კონდიციონერი იყენებს მიკროპროცესორებს მისი კომპრესორის ძრავის სიჩქარის გასაკონტროლებლად. როგორც კი ოთახი გაცივდება ან გათბება, ინვერტორული კონდიციონერი ამცირებს ძრავის სიჩქარეს ენერგიის დაზოგვისა და სასურველი ტემპერატურის შესანარჩუნებლად. არა ინვერტორულ კონდიციონერს კი არ აქვს იმის ფუნქცია, რომ აკონტროლოს ძრავის მოძრაობის ტემპი.

ვესტელის ინვერტორული კონდიციონერის მოდელი IACHA35FMDN გამოირჩევა განსაკუთრებული ფუნციებითა და მახასიათებლებით: 

  • ციფრული LED ეკრანი
  • იონიზაციის ფუნქცია
  • მტვრისა და მიკრო ნაწილებისგან დამცავი ფილტრები
  • სხვადასხვა სიმძლავრით ჰაერის დაბერვა
  • ტურბო რეჟიმი
  • ტაიმერი
  • ღამის რეჟიმი
  • ჩუმი მუშაობა

 

ინვერტორული კონდიციონერი თქვენს სახლს აქცევს კომფორტულ სივრცედ და დაგაზოგინებთ ელექტროენერგიის ხარჯებს. ეწვიეთ ვესტელის ონლაინ მაღაზიას, შეარჩიეთ სასურველი კონდიციონერი, ისარგებლეთ ფასდაკლებებითა და უფასო მონტაჟით.

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-08-08