vestel

სადღესასწაულო ორომტრიალის შემდეგ სახლის საგულდაგულოდ დალაგების დრო დგება. მაცივარში საკმაოდ ბევრი შემორჩენილი საკვები გვრჩება, რომელიც კარგად გადახარისხებას საჭიროებს, თავად მოწყობილობა კი - სათანადო დასუფთავებას. ჩვენი მაცივრები ყოველთვის არ იღებენ იმ ყურადღებას, რასაც იმსახურებენ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ რამდენიმე ხერხი, რომელიც დაგეხმარებათ სადღესასწაულო პერიოდის შემდეგ მაცივრის სისუფთავის შენარჩუნებაში. 

  1. დაცალეთ მაცივარი.

პირველ რიგში, აუცილებელია მაცივრის ყველა საკვები პროდუქტისგან დაცლა. ბაქტერიას შეუძლია სწრაფად გამრავლდეს ოთახის ტემპერატურაზე, ამიტომ რძის პროდუქტები, ხორცი და სხვა მალფუჭებადი საკვები, მოათავსეთ ყველაზე გრილ ადგილას. 

  1. გარეცხეთ თაროები და გაასუფთავეთ შიდა სივრცე. 

გარეცხეთ ყველა თარო და უჯრა საგულდაგულოდ. თუ თაროები ან სხვა ნაწილები მინისგანაა დამზადებული, უმჯობესია, ოთახის ტემპერატურამდე გაათბოთ, რათა შემცირდეს ძალიან ცხელ წყალთან შეხებისას მათი დამსხვრევის რისკი. კარგად გაწმინდეთ სველი ტილოთი მაცივრის შიდა სივრცეც, თუმცა არ დაგავიწყდეთ შიდა სივრცის კარგად გააშრობა ქაღალდის პირსახოცების ან სუფთა ჩაის პირსახოცის გამოყენებით.

  1. გადაახარისხეთ საკვები

მაცივრის კარგად გაწმენდის შემდეგ, საჭიროა საკვების კარგად გადახარისხება. გადაყარეთ ვადაგასული საკვები, მორჩენილი საკვები კი გადაიტანეთ პატარა კონტეინერებში, რათა არ წაიღოს არასაჭიროდ დიდი სივრცე რომელიც შესაძლოა თავდაპირველად სჭირდებოდა, ახლა კი აღარ. 

  1. დაალაგეთ თანმიმდევრულად

დახარისხებული საკვები მაცივარში დაალაგეთ მალფუჭებადობის მიხედვით. ასევე მოათავსეთ შესაბამის განყოფილებაში ხილ-ბოსტნეული, ხორცი, თევზი თუ სხვა საკვები. 

  1. გაწმინდეთ გარე ზედაპირები

მას შემდეგ, რაც მაცივარი მთლიანად გასუფთავებული იქნება შიგნიდან, დროა გარე ზედაპირების გასუფთავებაზე გადავიდეთ. არ დატოვოთ მაცივრის გარეთ ის ადგილები, როგორიცაა სახელური და კარის გარსი, სადაც შეიძლება ხშირი შეხებისას მიკობები ყველაზე მეტი ოდენობით დაგროვდა. გასაწმენდად გამოიყენეთ სველი ნაჭერი ან შუშის საწმენდი სითხე. აღსანიშნია, რომ ვესტელის მაცივრებში, განსაკუთრებულად შემუშაბვებული დიზაინის წყალობით მარტივად იწმინდება ყველა კუთხე.

 

იმედი გვაქვს ეს რჩევები სადღესასწაულო პერიოდის შემდგომი დასუფთავებისას ინსტრუქციების მზა სიად გამოგადგებათ.

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-01-26