vestel

სამრეცხაო ოთახი ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი სივრცეა ჩვენს სახლში. მისი კომფორტულად და ლამაზად მოწყობა კი ერთ-ერთი მთავარი საკითხია თანაც ისე, რომ მაქსიმალურად აითვისოთ სივრცე და ეფექტური გახადოთ სამუშაოსთვის. ამ ბლოგში გვინდა გაგიზიროთ რამდენიმე საინტერესო ხერხი პატარა, მაგრამ ხშირად მივიწყებული ოთახის კომფორტულ სივრცედ გადასაქცევად:

 

უმჯობესია თავიდან აიცილოთ ბევრი სხვადასხვა ნივთის დაწყობა პირდაპირ თქვენი სარეცხი მანქანისა და საშრობის თავზე. თუ თქვენი სარეცხი მანქანა და საშრობი ერთმანეთის გვერდით არის, ჩასვით ისინი ხის კარადაში, რათა შექმნათ კომფორტული დამატებითი სივრცე სხვადასხვა ნივთის მოსათავსებლად.

 

კალათები საუკეთესო საშუალებაა დააორგანიზოთ თქვენი სარეცხი ფერების მიხედვით. გამოიყენეთ ტრენდული მოწნული კალათები ინტერიერის გასაფორმებლად.

 

შუშის კონტეინერები, დიდი თუ პატარა, შესანიშნავი საშუალებაა სარეცხი საშუალებების შესანახად. ამ ხერხით მათი შენახვა უფრო მარტივი და კომფორტული გახდება, თანაც შეგიძლიათ ისინი ღია თაროზე ლამაზად მოათავსოთ.

საუთაო დაფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთია, თუმცა ხშირად საკმაოდ არაკომფორტულია შესანახად. ასეთ დროს, კედლის დასაკეცი დაფა იდეალური გამოსავალია მცირე სივრცის კომფორტულად მოსაწყობად. თქვენი დაფის დამალვის გარდა, საუთაო დაფის კარადის ჩაშენებულ თაროებზე შეგიძლიათ პატარა ნივთების შენახვა.

 

თუ სამრეცხაო ოთახში საკმარისი სივრცე არ გაქვს შეგიძლია შენი ტექნიკა ჭკვიანურად განალაგო. გამოიყენე ხის კარადა და მოათავსე სარეცხის მანქანის თავზე საშრობი. ეს ხერხი დაგეხმარება დაზოგო სივრცე და თავისუფლად მოათავსო ყველა საჭირო ნივთი სამრეცხაო ოთახში. 

 

ეს რჩევები დაგეხმარება შენს სახლში კიდევ ერთი სივრცის კომფორტულად მოწყობაში. რაც მთავარია არ დაგავიწყდეს, რომ Black Friday-ზე ვესტელში განსაკუთრებული ფასები დაგხვდება სარეცხი მანქანისა და საშრობის მოდელებზე (სარეცხი მანქანა W912T2T; საშრობი TDH8GPT2) . შეარჩიე ტექნიკა შენი სახლისთვის!

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-11-24