vestel

სკოლა უკვე დაიწყო და ყოველი მშობელის დღის წესრიგში დადგა მთავარი საკითხი, თუ რა უნდა ჭამოს ბავშვმა მთელი დღის განმავლობაში.  დაბალანსებული საკვებისა და სასმლის მიღება მოზარდის ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. სკოლაში კი ხშირად ვერ ხერხდება საჭირო პროდუქტების მიღება. 

ჯანსაღი საკვებისა და სასმელის წაღება საუკეთესო გამოსავალია, რათა მთელი დღის განმავლობაში ბავშვმა დაბალანსებულად იკვებოს. დღეს არსებობს უამრავი შესაძლებლობა თქვენი შვილების შეუქმნათ საინტერესო, გემრიელი და სასაგრებლო ლანჩ ბოქსები. ამ ბლოგში ჩვენ გაგიზიარებთ იმ საკვებს, რომელიც აუცილებლად უნდა მიირთვას მოზარდმა დღის განმავლობაში. 

 

  1. კვერცხი და ავოკადო 

კვერცხი სასარგებლო პროდუქტია ორგანიზმისთვის, სავსეა ცილებით და ხელს უწყობს ორგანიზმის სწორ ფუნქციონირებას. ფოლიუმის მჟავა, რომელსაც კვერცხის გული შეიცავს, ნერვულ უჯრედებს იცავს და ტვინის გამართულად მუშაობას უწყობს ხელს. ავოკადო წარმოადგენს ვიტამინ C,E,K და B6-ის მნიშვნელოვან წყაროს. შეიცავს ლუთეინს და ზააქსანტინს, რომლებიც ხელს უწყობენ მხედველობის გაუმჯობესებას. ბავშვის ყოველდღიურ რაციონში შეგიძლიათ სხვადასხვა სახით მოათავსოთ კვერცხი: შემწვარი ან მოხარშული და გააფორმოთ გემრიელი ავოკადოს ნაჭრებით. 

 

  1. სეზონური ხილი 

ხილი მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენი ყოველდღიური კვების რაციონში. ხილი შეიცავს ადვილად შესათვისებელ ნახშირწყლებს (გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას), ორგანულ (ვაშლის, ლიმონის, ყურძნის) მჟავებს, მინერალურ (კალიუმის, კალციუმის, რკინის, ფოსფორის) მარილებს С,B,P და სხვა ვიტამინებს. ხილი ამ ნივთიერებათა საუკეთესო ბუნებრივი მარაგია. სწორედ სასარგებლო ნაერთთა სხვადასხვა, ბუნებრივი კომბინაციაა მიზეზი, რომ ხილს არა მხოლოდ, კვებითი, არამედ სამკურნალო ღირებულებაც აქვს. ბავშვის ყოველდღიურ რაციონში ხილის შეტანა აუცილებელია, რადგან მან მიიღოს დღიური საჭირო ვიტამინები. 

3. ხორცი 

ბავშვის კვებაში მნიშნველოვანი ადგილი უკავია ხორცს. ის წარმოადგენს სრულფასოვანი ცილების, ცხიმების, B ჯგუფის ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების უმნიშვნელოვანეს წყაროს.

 

  1. ბოსტნეული  

დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ბოსტნეულის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის მიმოქცევის, მეტაბოლიზმის, მხედველობის და ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის.  შეგიძლიათ თქვენს შვილებს სხვადასხვა სახის ბოსტნეული შეთავაზოთ კვირის განმავლობაში, როგორიცაა სტაფილო, პომიდორი, ბროკოლი, სიმინდი, ისპანახი და სხვა. 

 

  1. ტკბილეული

ყველა ბავშვისთვის ტკბილეული ყველაზე საყვარელი სასუსნავია, ამიტომ მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში მცირე რაოდენობით მივაწოდოთ. შეგიძლიათ ლანჩ ბოქსი გემრიელი საბავშვო შოკოლადებით ან ორცხობილებით შეავსოთ. 

 

ამ რჩევების დახმარებით შეძლებთ უფრო მარტივად მოამზადოთ გემრიელი ლანჩ ბოქასები თქვენი შვილებისთვის. 

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-10-05