vestel

ახალ წელს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც ასოცირდება ოჯახთან, მეგობრებთან, საახალწლო დეკორაციებთან, უგემრიელეს კერძებთან და საჩუქრებთან. ამ დროს ძალიან კარგია, თუ ამ დეკორაციებს საკუთარი ხელით გააკეთებთ და სიმყუდროვეს და ორიგინალობას შემატებთ თქვენს სახლს. გაცილებით სახალისო იქნება პროცესი თუ ამ სამზადისში თქვენი ოჯახის წევრებიც ჩაერთვებიან. ჩვენი მხრიდან დახმარებას გაგიწევთ და წარმოგიდგენთ არაჩვეულებრივ იდეებს, თუ როგორ უნდა გაალამაზოთ სახლი საკუთარი ხელით დამზადებული საახალწლო ნივთებით და ამით, საზეიმო განწყობა და თბილი ატმოსფერო შექმნათ ოჯახში.

 

ახალი წლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი სუფრაა, რომელიც თითოეულ ოჯახში ინდივიდუალური და ორიგინალურია. თქვენი მაგიდის სერვირება, რომ მეტად ხალისიანი და საახლწლო იყოს, დანა-ჩანგლის თოვლის ბაბუის ფორმის ჩასადებები იდეალური არჩევანია. მისი თეთრი, უბრალო ფურცლებისგან დამზადება კი საინტერესო და სახალისო პროცესია. 

საოჯახო ბიბლიოთეკა თითქმის ყველასთან მოიძებნება. თუ თქვენს ოჯახში კითხვა, ლიტერატურა და წიგნები მნიშვნელოვან როლს იკავებს, ახალი წლის მთავარ ატრიბუტსაც დაამშვენებდა. წიგნებით აწყობილი ნაძვის ხე ახალი არ არის, მაგრამ მკითხველთათვის ყოველთვის სასიამოვნო და საინტერესოა. 

ღვინის ბოთლებს თქვენც ინახავთ? საახალწლო მორთულობებში მათი გამოყენება ნამდვილად კარგია იდეაა, რათა თქვენი სახლის დეკორაცია მრავალფეროვანი და ორიგინალური გახდეს. ისინი უბრალოდ სასურველი ფერით შეღებეთ, გამოიყენეთ ვაზებად. 

კიდევ ერთ სახალისო და საინტერესო იდეას შემოგთავაზებთ, რომელიც უმარტივესად შეიძლება შესრულდეს, თანაც თქვენი პატარების ჩართულობა პროცესს მეტად ოჯახურსა და თბილს გახდის. აქციეთ თქვენი მაცივარი თოვლის ბაბუად. უცნაურად ჟღერს არა? მხოლოდ და მხოლოდ, ფერადი ფუცლები, ქაღალდი და მაკრატელი დაგჭირდებათ.

მაშინაც კი, თუ ახალ წელს მარტო ხვდებით, ნუ დაიზარებთ სახლის სადღესასწაულო დეკორაციებით მორთვას. მინიმუმ, კარზე მარადმწვანე ტოტის ჩამოკიდება მაინც შეგიძლიათ – ეს, შინ დაბრუნებისას, თქვენც კარგ განწყობას შეგიქმნით და გულგრილს არც მეზობლებს დატოვებს!

ყურადღების გარეშე, რა თქმა უნდა, არც ექსტერიერი უნდა დაგვრჩეს – თუ თქვენს სახლს გარედან უამრავი საახალწლო ნათურით მორთავთ, სადღესასწაულო განწყობას არა მხოლოდ ოჯახის წევრებს, არამედ ქუჩაში მიმავალ უცნობ ადამიანებსაც შეუქმნით.

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-12-21