vestel

რა უნდა ქნა, რო­დე­საც სა­ერ­თოდ არ გაქვს დრო (ან სურ­ვი­ლი), დი­ლი­დან გა­ზ­ქუ­რას­თან იტ­რი­ალო და ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ა­ხალ­წლო კერ­ძე­ბი მო­ამ­ზა­დო? ან, თუ მას­ტერ­შე­ფის კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი უნა­რე­ბი ისე­ვე შორ­საა შენ­გან, რო­გორც სან­ტა ლაპ­ლან­დი­ა­ში? მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც ძა­ლი­ან გინ­და, რომ სა­ა­ხალ­წლო მა­გი­და გემ­რი­ე­ლი და ლა­მა­ზი კერ­ძე­ბით გა­ა­წყო?

გა­მო­სა­ვა­ლი მარ­ტი­ვია: უნდა მო­ამ­ზა­დო მარ­ტი­ვი და სა­ინ­ტე­რე­სო სა­ა­ხალ­წლო კერ­ძე­ბი და წი­ნას­წარ მო­ი­ფიქ­რო მე­ნიუ. კრე­ა­ტი­უ­ლი მიდ­გო­მა ნამ­დვი­ლად სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია მათ­თვის, ვი­საც არ ჰყოფ­ნის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში დიდ­ხანს ფუს­ფუ­სის­თვის დრო და ნერ­ვე­ბი.

მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი, მარ­ტი­ვი და გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბით სა­ა­ხალ­წლო მე­ნი­უს შედ­გე­ნა­ში ჩვენ და­გეხ­მა­რე­ბით! გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას, რო­მე­ლიც ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და სტუმ­რე­ბის გა­ო­ცე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

 

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ახალი წლის სუფრა მსუყე და მრავალფეროვანი უნდა იყოს, გაგიზიარებთ რამოდენიმე კერძს. რომლებიც თქვენს ახალი წლის ღამეს მადისაღმძვრელსა და გემრიელს გახდის.

 

1. სა­ლა­თა შაშ­ხი­თა და შავი ქლი­ა­ვის ჩი­რით

ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი სა­ლა­თა, ორი­გი­ნა­ლუ­რი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი გე­მო­თი, რო­მე­ლიც სულ რა­ღაც 5 წუთ­ში მზად­დე­ბა და იდე­ა­ლუ­რად უხ­დე­ბა სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რას. მთა­ვა­რი ინ­გრე­დი­ენ­ტი, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სო გე­მოს ქმნის - შაშ­ხი და ქლი­ა­ვის ჩი­რია. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ შაშ­ხი სწო­რად შე­არ­ჩი­ოთ. 

 

მომ­ზა­დე­ბა:

შაშ­ხი და კიტ­რი და­ჭე­რით მოგ­რძო ნაჭ­რე­ბად. თეფ­შზე პირ­ველ ფე­ნად მო­ა­თავ­სეთ შაშ­ხი, შემ­დეგ - მა­ი­ო­ნე­ზი, კიტ­რი, ისევ მა­ი­ო­ნე­ზი. ზე­მო­დან მო­ა­ყა­რეთ სქ­ლად გა­ხე­ხი­ლი მო­ხარ­შუ­ლი კვერ­ცხი, მა­რი­ლი და პილ­პი­ლი. ისევ გა­ი­მე­ო­რეთ მა­ი­ო­ნე­ზის ფენა. შავი ქლი­ა­ვის ჩირი და­ჭე­რით წვრი­ლად და შემ­დეგ ფე­ნად გა­და­ა­ნა­წი­ლეთ. მო­ა­ხე­ხეთ ყვე­ლი (ჩე­და­რი, პარ­მე­ზა­ნი, ან სულ­გუ­ნი) და სა­დღე­სას­წა­უ­ლო სა­ლა­თაც მზა­დაა. მი­ირ­თვით მომ­ზა­დე­ბი­დან 20-30 წუ­თის შემ­დეგ, რომ კერძს გე­მო­ე­ბი კარ­გად გა­უჯ­დეს.

2. ყვე­ლის და ხორ­ცის დაფა

ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი და სწრა­ფი მე­თო­დი, და­ა­ნაყ­რო მო­უ­ლოდ­ნე­ლი სტუმ­რე­ბი - ყვე­ლის და ხორ­ცის და­ფაა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უხ­დე­ბა სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რას და გან­სა­კუთ­რე­ბით ღვი­ნოს. ძეხ­ვე­უ­ლი და შაშ­ხე­ბი ძა­ლი­ან თხლად უნდა და­იჭ­რას. შე­არ­ჩი­ეთ სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ძეხ­ვე­უ­ლი და შაშ­ხი. რა თქმა უნდა, შე­გიძ­ლი­ათ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი უკვე დაჭ­რი­ლი სა­ხით, შე­ფუთ­ვი­თაც შე­ი­ძი­ნოთ. ყვე­ლი შე­გიძ­ლი­ათ დაჭ­რათ პა­ტა­რა კუ­ბე­ბად. და­ფას ასე­ვე მო­უხ­დე­ბა თაფ­ლი, თხი­ლე­უ­ლი და ხილი (ყუ­რძე­ნი, მსხა­ლი, მარ­წყვი).

 

3. რუ­ლე­ტი წი­თე­ლი თევ­ზით

მარ­ტი­ვი, ლა­მა­ზი და ნოყი­ე­რი კერ­ძია. დაგ­ჭირ­დე­ბათ

 1 თხე­ლი ლა­ვა­ში 

 250 გ. მდნა­რი ყვე­ლი

 200 გ. ნორ­ვე­გი­უ­ლი ორა­გუ­ლი

 20 გ. ოხ­რა­ხუ­ში

 20 გ. მწვა­ნე ხახ­ვი

 20 გ. სა­ლა­თის ფო­თო­ლი

 15 მლ. ლი­მო­ნის წვე­ნი

 

მომ­ზა­დე­ბა:

გა­რე­ცხეთ და გა­აშ­რეთ მწვა­ნი­ლი. ოხ­რა­ხუ­ში და მწვა­ნე ხახ­ვი და­ჭე­რით წვრი­ლად და შე­უ­რი­ეთ მდნარ ყველს. მასა კარ­გად აუ­რი­ეთ და და­უ­მა­ტეთ ლი­მო­ნის წვე­ნი. ლა­ვაშს წა­უს­ვით მი­ღე­ბუ­ლი მასა, და­ფი­ნეთ ნორ­ვე­გი­უ­ლი ორა­გუ­ლის თხე­ლი ნაჭ­რე­ბი, ზე­მო­დან და­ა­დეთ მშრა­ლი სა­ლა­თის ფოთ­ლე­ბი. გა­და­ახ­ვი­ეთ რუ­ლე­ტის ფორ­მა­ზე და და­ჭე­რით პორ­ცი­ე­ბად. იმის­თვის, რომ რუ­ლე­ტე­ბი არ და­ი­შა­ლოს, შე­გიძ­ლი­ათ მწვა­ნე ხახ­ვის ფო­ჩე­ბით შეკ­რათ.

4. ხი­ზი­ლა­ლის აპე­ტა­ი­ზე­რი

ხი­ზი­ლა­ლის აპე­ტა­ი­ზე­რი უცხო, ლა­მა­ზი და ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია. მის მო­სამ­ზა­დებ­ლად სულ რამ­დე­ნი­მე ინ­გრე­დი­ენ­ტია სა­ჭი­რო: ხი­ზი­ლა­ლა, ავო­კა­დო, პური, კიტ­რი და კრემ-ყვე­ლი.

 

მომ­ზა­დე­ბა:

და­აბ­ლენ­დერეთ ავო­კა­დო და მო­ა­თავ­სეთ პა­ტა­რა, გამჭვირ­ვა­ლე შუ­შის ჭურ­ჭელ­ში. მო­ა­ყა­რეთ ზე­მო­დან ხი­ზი­ლა­ლა. ცალ­კე, გა­ხუ­ხეთ პური (სა­სურ­ვე­ლია მრგვლად იყოს დაჭ­რი­ლი). გა­ხუ­ხულ პურს გა­და­უს­ვით კრემ ყვე­ლი, და­ა­წყვეთ კიტ­რის თხე­ლი ნაჭ­რე­ბი და ასე რამ­დე­ნი­მე ფე­ნად გა­ა­კე­თეთ. გა­ა­ფორ­მეთ სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა გემ­რი­ე­ლი და ჯან­სა­ღი აპე­ტა­ი­ზე­რით.

5. დე­სერ­ტი: ზე­ფი­რის ტორ­ტი ცხო­ბის გა­რე­შე

მარ­ტი­ვი სა­ა­ხალ­წლო კერ­ძე­ბი - არ ნიშ­ნავს მხო­ლოდ ხემსს და სა­ლა­თებს. არის ბევ­რი ლა­მა­ზი, გემ­რი­ე­ლი და მარ­ტი­ვი დე­სერ­ტის რე­ცეპ­ტი, რო­გორც მა­გა­ლი­თად, ზე­ფი­რის ტორ­ტი ცხო­ბის გა­რე­შე. მის მო­სამ­ზა­დებ­ლად დაგ­ჭირ­დე­ბათ

3 მზა ბის­კვი­ტის ფირ­ფი­ტა, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ მა­ღა­ზი­ა­ში იყი­დოთ

300-400 გ. ზე­ფი­რი

300 გ. ვაფ­ლის ჩხი­რი

500 მლ. ცხი­მი­ა­ნი ნა­ღე­ბი (33%) ასათ­ქვე­ფად

100 გ. შაქ­რის პუდ­რი

მარ­მე­ლა­დი და ხილი

მო­სარ­თა­ვად შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ სხვა­დას­ხვა კან­ფე­ტე­ბი.

 

მომ­ზა­დე­ბა:

გა­ცი­ე­ბუ­ლი ნა­ღე­ბი ათ­ქვი­ფეთ შაქ­რის პუდ­რას­თან ერ­თად, რომ მი­ი­ღოთ სქე­ლი და მყა­რი კრე­მის მასა. პირ­ველ ბის­კვი­ტის ფე­ნას წა­უს­ვით კრე­მი, შემ­დეგ და­დეთ მას­ზე შუ­ა­ზე გაჭ­რი­ლი ზე­ფი­რე­ბი. ღია ად­გი­ლე­ბი კრე­მით შე­ავ­სეთ. და­ა­ფა­რეთ ბის­კვი­ტის მე­ო­რე ფენა, ისევ კრე­მი და ზე­ფი­რის ფენა. ზე­მო­დან და­ა­დეთ მე­სა­მე ბის­კვი­ტის ფენა და ყვე­ლა მხრი­დან წა­უს­ვით კრე­მი. გვერ­დებ­ზე მჭიდ­როდ მი­ა­კა­რით ვაფ­ლის ჩხი­რე­ბი, რომ ღო­ბის მსგავ­სი ვი­ზუ­ა­ლი მი­ი­ღოთ. ტორ­ტი მორ­თეთ ხი­ლით და კან­ფე­ტე­ბით.

თუ სახ­ლში ბავ­შვე­ბი გყავთ, შე­გიძ­ლი­ათ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად იზ­რუ­ნოთ მათ სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა­ზე და გა­ა­კე­თოთ ორი­გი­ნა­ლუ­რი დე­სერ­ტი ორ­ცხო­ბი­ლე­ბით.

 

ამის­თვის დაგ­ჭირ­დე­ბათ ჩი­ტის რძე, ორ­ცხო­ბი­ლე­ბი, ჟე­ლი­ბო­ნის და­თუ­ნი­ე­ბი, ფე­რა­დი კან­ფე­ტე­ბი, შაქ­რის პუდ­რი მო­სარ­თა­ვად და ცოტა გამ­დნა­რი თეთ­რი შო­კო­ლა­დი.

თქვენი ახალი წლის სუფრისთვის კერძების გამზადება Vestel-ის ჩასაშენებელ ღუმელებსა თუ გაზქურებზე, გაცილებით სასიამოვნო და მარტივი პროცესია.

 

მრა­ვალ ახალ წელს და­ეს­წა­რით!

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-12-21