vestel

სახლის მცენარეები სასარგებლო თვისებებით გამოირჩევიან. ისინი ასუფთავებენ, ფილტრავენ ჰაერს და ქმნიან ახალ ჟანგბადს, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ძალიან ცხელა. მიუხედავად იმისა, რომ Vestel- ის კონდიციონერი IACHR67FMDN საუკეთესო ვარიანტია თქვენს სახლში სუფთა და ცივი ჰაერის შენარჩუნებისათვის, გვსურს წარმოგიდგინოთ რამდენიმე სასარგებლო მცენარე რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ სახლში: 

  1. ალოე - ალოეს მცენარე შესანიშნავი არჩევანია სახლისთვის. გარდა იმისა, რომ მას უცხო ფოთლები აქვს და სახლის ინტერიერს მეტად დახვეწილს ხდის, მისი მოვლა და გახარება ადვილია. ალოეს სასარგებლო თვისებები ყველასთვის ცნობილია, იგი შესანიშნავია ჭრილობის, დამწვრობისა და სხეულის დეტოქსიკაციისთვის.  ასე რომ, გრილი და სუფთა ჰაერის შესანარჩუნებლად  გარდა ამისა,  მის ფოთლებზე გაჩენილი ყავისფერი ლაქების დახმარებით შეგვიძლია ჰაერში მავნე ქიმიკატების არსებობა შევიტყოთ. 
  2. ჩვეულებრივი სურო - სურო კიდევ ერთი მარტივად მოსავლელი მცენარეა, უნიკალური თვისებებით. ნასას მეცნიერებმა შეაფასეს სურო, როგორც სახლის საუკეთესო მცენარე ჰაერის ფილტრაციისთვის. იგი ასევე არის ყველაზე ცნობილი სახლის მცენარე ჰაერში მავნე ნაერთის, ფორმალდეჰიდის, გაფილტვრისთვის. 
  3. ფიკუსი - ფიკუსები იდეალურად ასუფთავებენ ჰაერს. მცენარე მოითხოვს მინიმალურ მოვლას, ხარობს ცუდ განათებასა და გრილ კლიმატურ პირობებში. ფიკუსები ეფექტურად წმენდენ ჰაერს და სახლში სუფთა ჟანგბადის წარმოქმნას უწყობენ ხელს. 
  4. წითელწახნაგოვანი დრაცენა - ეს ულამაზესი მცენარე შესანიშნავია თქვენი სახლის გასაფორმებლად, თუმცა მას მეტად სასარგებლო თვისებებიც გააჩნია. ეს მცენარე იდეალურია ჰაერიდან ისეთი ტოქსინების გასასუფთავებლად, როგორიცაა ქსილენი, ტრიქლორეთილენი და ფორმალდეჰიდი. ეს ნივთიერებები საფრთხეს უქმნიან ჩვენს ჯანმრთელობას, ამიტომაც დრაცენა ამ მხრივ შესანიშნავ საქმეს გვიკეთებს. 
  5. გველის მცენარე - გველის მცენარე დრაცენას ერთგვარი სახეობაა, რომელიც არაჩვეულებრივი არჩევანია სახლისთვის, რადგან სხვა მცენარეებისგან განსხვავებით, ის ღამით აქტიურად გამოყოფს ჟანგბადს. ეს უცნაური ფორმის მცენარე თქვენი სახლის ინტერიერს კიდევ უფრო გაალამაზებს, თანაც მას არ სჭირდება ბევრი წყალი და სინათლე და მარტივია მოსავლელად. 

თუმცა, მცენარეებთან ერთად, გრილი და სუფთა ჰაერის შენარჩუნებაში Vestel-ის უახლესი  კონდიციონერები მარტივად დაგეხმარებათ. თანაც რიგ მოდელებზე მოქმედებს ფასდაკლება. ყველა კონდიციონერს კი, შეძენის შემთხვევაში უფასოდ დაგიმონტაჟებთ.

იმედი გვაქვს ეს რჩევები დაგეხმარებათ სასიამოვნო და გრილი ზაფხულის გატარებაში.

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2021-07-27