vestel

სახლში სამზარეულოს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ის ყოველთვის თბილი, მეგობრული და კომფორტული უნდა იყოს. სწორედ ამიტომ სეზონის შესაბამისად აუცილებელია პატარა თუ დიდი ცვლილებები შევიტანოთ მის ინტერიტერში. ამ ბლოგში გაგიზაირებთ რამდენიმე საინტერესო რჩევას თუ როგორ მოვაწყოთ სამზარეული გაზაფხულისთვის. 

  1. შეიტანეთ მეტი ფერი სამზარეულოს დეკორაციებით. 

ფერებით თამაში საშუალებას გვაძლევს ჩვენი ხაისათისა თუ სურვილებისამებრ შევცვალოთ პატარა დეტალები და ახალი სიცოცხლე შევიტანოთ სამზარეულოში. შეგიძლიათ გამოცვალოთ ნიჟარის წინ დასაფენი მატი, ითამაშოთ ავეჯის ტექსტურით და სკამებს შეუცვალოთ დასაფენი. ასე სივრცე უფრო კომფროტული და თბილი გამოჩნდება.

  1. გამოიყენეთ სამზარეულოს პირსახოცები. 

სამზარეულოს პირსაცოხებს შეგვიძლია სრულიად სხვა ხასითი შემოვატანინოთ ოთახში. აირჩიეთ კონტრასტული ფერები თუ თქვენი სამზარეულო სადა და ერთი ფერისაა. გადატვირთული სამზარეულოს დროს აჯობებს უპირატესობა მიანიჭოთ სადა ტონალობებს. 

  1. გამოიყენეთ ორგანაიზერები.

ქილებს გამოყენება განსაკუთრებით ტრენდული გახდა. ის დეკორსაც ალამაზებს და ბევრად კომფორტულს ხდის იმ პროდუქტების გამოყენებას რომელიც ძალიან ხშირად გვჭირდება ყოველდღიურად. 

  1. ცოცხალი მცენარეები როგორც დეკორის ნაწილი.

გაზაფხულზე ბუნება იწყებს გამოღვიძებას, ჩვენც შეგვიძლია ცოცხალი ელემენტები შევმატოთ ჩვენს სამზარეულოს. მოათავსეთ ყვავილები სამზარეულოში და შექმენით ერთიანი კომპოზიცია სხვა დეკორაციებთან ერთად, როგორიცაა წიგნები, სანთლები თუ სხვა. 

  1. გამოიყენეთ ჭურჭელი დეკორაციის ნაწილად. 

ხელნაკეთი ჭურჭლი არაჩვეულებრივი საშუალებაა თქვენი სამზარეულოს ინტერიერში განსაკუთრებული ხასიათის შესატანად. 

  1. მოარგეთ თქვენი ტექნიკა ინტერიერს. 

სამზარეულოში მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს ტექნიკას. შეარჩიეთ იგი იმის მიხედვით, თუ როგორი სტილიც გაქვთ არჩეული თქვენი სამზარეულოსთვის. ვესტელში თქვენ ნახავთ როგორც თანამედრო ტიპის, ასევე ვინტაჟურ და ფერად ტექნიკას. თავად შეგიძლიათ შეარჩიოთ რომელი მოუხდება თქვენს ინტერიერს: გამორჩეული დიზაინის მქონე წითელი მაცივარის მოდელი RN480 BFR3EI-RE თუ ნაზი კრემისფერი RN480 BFR3EI-BG.

იმედია ეს რჩევები დაგეხმარებათ თქვენს სამზარეულოში შეიტანოთ უფრო მეტი სიხალისე და სითბო. 

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-03-23