vestel

შემოდგომის გრილი სეზონზე არაფერი სჯობს საყვარელი წიგნის კითხვისას ან ფილმის ყურებისას, ცხელი, არომატული და გემრიელი გოგრის სანელებლების ლატეს. იდეალური ლატეს შესაქმნელად და იმისათვის, რომ საყვარელი სასმლის დაგემოვნება დღის ნებისმეირ მონაკვეთში შეძლოთ გვინდა გაგიზიაროთ მარტივი და სწრაფი გოგრის სანელებლების ლატეს რეცეპტი. 

 

ინგრედიენტები: 

  • რძე - გამოიყენეთ სტანდარტული რძე, თუმცა ქოქოსის ან ნუშის რძეც ასევე გემრიელია.
  • გოგრის პიურე - შეგიძლიათ გამოიყენოთ დაკონსერვებული პიურე ან თავად მოამზადოთ იგი.
  • შაქარი - შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი შაქარი, ყავისფერი შაქარი, ნეკერჩხლის სიროფი ან თაფლი. 
  • ვანილისა და გოგრის სანელებლები - ვანილის ექსტრაქტი ლატეს ძალიან გემრიელს ხდის, გოგრის სანელებლები კი გოგრის გემოს უფრო ააქტიურებს. 
  • ცხელი ყავა 
  • ათქვეფილი კრემი - სურვიელბისამებრ

 

დაიწყეთ ღუმელზე რძის, გოგრის პიურის, შაქრის, გოგრის სანელებლების და ძალიან ცოტა ვანილის ექსტრაქტის წამოდუღება.

დოზირებისაც გაითვალისიწნეთ რამდენი ჭიქა გსურთ რომ გამოვიდეს თქვენი გოგრის სანელებლების ლატე. 

 

მიღებული მასა შეურიეთ უკვე მოდუღებულ ყავას და სურვილებისამებრ დაუმატეთ ათქვეფილი ნაღები. 

 

ვუალა, გემრიელად მიირთვით თქვენი მომზადებული გოგრის სანელებლების ლატე. 

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-11-08