vestel

შემოდგომის დადგომასთან ერთად კულინარიის მოყვარულების მენიუ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება. დღეს სწორედ საშემოდგომო განწყობის ახალ რეცეპტს შემოგთავაზებთ. რაც მთავარია, მისი მომზადება ძალიან მარტივია:

 

ინგრედიენტები: 

225გრ ფქვილი

2 ჩ.კ გამაფხვიერებელი

1 ს.კ დაფქვილი დარიჩინი 

100გრ შაქარი

50გრ ყავისფერი შაქარი

200გ გოგრის პიურე

2 დიდი კვერცხი

125გრ გამდნარი კარაქი 

 

დაიწყეთ მშრალი ინგრედიენტების შერევა: მოათავსეთ თასში ფქვილი, გამაფხვიერებელი, დარიჩინი და ორივე შაქარი. შეურიეთ კარგად ერთმანეთში ყევლა ინგრედიენტი. 

ცალკე თასში ათქვიფეთ გოგრის პიურე (კარგად მოხარშული დაჭყლეტილი გოგრა) და კვერცხი, შემდეგ ის დაამატეთ მშრალ ინგრედიენტებს გამდნარ კარაქთან ერთად. ათქვიფეთ 1-2 წუთის განმავლობაში სანამ ერთიანი მასა არ მიიღება. 

გააცხელეთ ღუმელი 200C/180 გრადუსსზე. გადაანაწილეთ მიღებული მასა მაფინის საცხობ ფორმაში და მოათავსეთ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში. მაფინები უნდა გამოცხვეს იქამდე, სანამ არ გახდება ოქროსფერი. მას შემდეგ რაც გამოცხვება, ამოიღეთ საცხობი ფორმიდან გააგრილეთ და გემრიელად მიირთვით. 

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2021-09-20