vestel

მსოფლიოში წარმოებული საკვების თითქმის მესამედი იხარჯება სხვადასხვა მიზეზის გამო. საკვების ნარჩენები გავლენას ახდენს ბუნებაზე და თითოეულ ჩვენგანზე. გადაყრილი საკვები იგზავნება ნაგავსაყრელებზე, სადაც ლპება და გამოიმუშავებს მეთანს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკვების გადაყრა ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას და ხარჯავს უამრავ წყალს. ამ ბლოგში გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ყოველდღიური ჩვევები შეცვალოთ და დაიცვათ დედამიწა.

 

1. იყიდეთ ჭკვიანურად

ადამიანების უმეტესობა უფრო მეტ საკვებს ყიდულობს, ვიდრე სჭირდება. იმისათვის, რომ არ იყიდოთ ზედმეტი ხშირად ეწვიეთ სასურსათო მაღაზიას და მხოლოდ იმ მომენტისთვის საჭირო საკვები შეიძინეთ. გარდა ამისა, შეეცადეთ შეადგინოთ იმ ნივთების სია რომელთა შეძენაც გჭირდებათ. ეს დაგეხმარებათ შეამციროთ იმპულსური ყიდვა და საკვების ნარჩენები.

 

2. შეინახეთ საკვები სწორად

არასათანადო შენახვის პირობები იწვევს საკვების გაფუჭებას. ბევრმა ადამიანმა არ იცის როგორ შეინახოს ხილი და ბოსტნეული, მზა საკვები თუ ნახევარფაბრიკატები, რის გამოც ისინი ადვილად და მალე ფუჭდება. ვესტელის მაცივარის მოდელ RM 750TF3E-X-ს, აქვს სპეციალური Fresh ზონა ხილისა და ბოსტნეულისთვის, სადაც იდეალური ტემპერატურაა შექმნილი მათ შესანახად. 

Reduce Food Waste

3. მიირთვით ხილი და ბოსტნეული კანთან ერთად 

ძალიან ბევრი სასარგებლო ნივთიერება სწორედ პროდუქტის გარე ფენაშია მოთავსებული. მაგალითად, ვაშლის კანი შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოს, ვიტამინებს, მინერალებს და ანტიოქსიდანტებს. კანის ჭამა არა მხოლოდ სასარგებლოა, არამედ ის ასევე ამცირებს საკვების ნარჩენებს. 

4. გამოიყენეთ მაცივრის საყინულე

საკვების გაყინვა მისი შენარჩუნების ერთ-ერთი უმარტივესი გზაა. მაგალითად, მწვანილი, რომელიც ოდნავ რბილია და თქვენს საყვარელ სალათში ვერ გამოიყენებთ, შეგიძლიათ მოათავსოთ საყინულეში უსაფრთხო ჩანთებში ან კონტეინერებში და მოგვიანებით სმუზსა და სხვა რეცეპტებში გამოიყენოთ. შეგიძლიათ გაყინოთ ხილი და ბოსტნეული, ასევე წინასწარ მოამზადოთ სუპისა თუ სადილის ინგრედიენტები და მარტივად შეინახოთ საყინულეში.

ვესტელის მაცივარის მოდელი RM700BF3E/BL გამოირჩევა განსაკუთრებით დიდი საყინულის მოცულობით და სწრაფი გაყინვის ფუნქციით, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტების პირვანდელი სახის შენარჩუნებას. 

ეს რჩევები დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო და ფული და ამასთანავე იზრუნოთ ბუნებაზე. 

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-04-14