vestel

გაიხსენეთ რამდენჯერ დაგისვრიათ საყვარელი ნივთი თუ ტანსაცმელი სხვადასხვა პროდუქტების ლაქებით. დარწმუნებულები ვართ ასეთი სიტუაცია არაერთხელ მომხდარა თქვენს ცხოვრებაში. ლაქები მართლაც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა მთავარია მათი მოვლა და გამკლავება ვიცოდეთ. სწორედ ამიტომ გვინდა რამდენიმე მარტივი და საინტერესო ხერხი გაგიზიაროთ, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ სხვადასხვა ტიპის ლაქებს. 

 

  1. ყავის ლაქები

თუ ყავას ყოველდღე სვამთ დიდი შანსია მისი ლაქები თქვენს ტასნაცმელზე გაჩნდეს. არ ინერვიულოთ - ეცადეთ მაქსიმალურად გაწუროთ თქვენი ტანსაცმელი, შემდეგ შეურიეთ თბილი წყალი, ჭურჭლის საპონი და თეთრი ძმარი.  გამოიყენეთ სუფთა თეთრი ქსოვილი და დაასველეთ ხსნარში ლაქის გასასუფთავებლად. 

  1. ღვინის ლაქები

ღვინის ლაქებისთვის ააერთი ლაქების მოსაშორებელ პროდუქტი არსებობს. თუმცა, თუ ხელთ არ გაქვთ რომელიმე პროდუქტი, გააკეთეთ საკუთარი ლაქების მოსაშორებელი წყალბადის ზეჟანგის თანაბარი ნაწილის და ჭურჭლის საპნის შერევით. 

  1. ზეთისა და ცხიმის ლაქები

ყველამ იცის რამდენად რთულია ტანსაცმლიდან ცხიმიანი ლაქების მოცილება. მათი ამოღების გასაღები ისაა, რომ პირველ რიგში დაასველოთ ცხიმი და დააყაროთ რაც შეიძლება მეტი ფხვნილი, როგორიცაა საცხობი სოდა, ბავშვის ფხვნილი ან სიმინდის სახამებელი.

  1. სახატავი საღებავები

სახატავი საღებავების მოხვედრისას იმოქმედე სწრაფად! როგორც კი წყლის დაფუძნებული საღებავი გაშრება, ის არ იშლება. თუ ჯერ კიდევ სველია, ჩამოიბანეთ საღებავი თბილი წყლის ქვეშ, შემდეგ კი გარეცხეთ ჩვეულებისამებრ. ზეთის შემცველი ლაქისა და საღებავებისთვის ლაქაზე წაისვით საღებავის გამათხელებლი, შემდეგ ჩამოიბანეთ, დაამუშავეთ ლაქების მოსაშორებელი საშუალებით და გარეცხეთ. 

  1. მელნის ლაქა

წაუსვით უბრალო თეთრი კბილის პასტა დასვრილ ზედაპირზე, შემდეგ კარგად დაამუშავეთ ქსოვილი ლაქის მოსაშორებლად. გადაავლეთ თბილი წყალი და გარეცხეთ დაბალ გრადუსზე. 

 

აუცილებელია თითოეულ ლაქასთან ადგილობრივი ჩარევის შემდეგ კარგად გაირეცხოს თქვენი ტანსაცმელი. გარეცხეთ დაბალ ბრუნზე და ცივი გავლების რეჟიმით. ვესტელის სარეცხი მანქანის მოდელ W812T2TDS აქვს 15 ძირითადი პროგრამა რომელიც დაგეხმარებათ ნებისმიერი ტიპის ქსოვილიდან მოაშოროთ არასასურველი ლაქები. იმედი გვაქვს ეს რჩევები თქვენი საყვარელი ტასნაცმელის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. 

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-05-27