vestel

ზაფხულისთვის გემრიელი გამაგრილებელი სასმლის შექმნა ძალიან მარტივი და სახალისოა. 

ამ რეცეპტის დახმარებით შეგიძლია მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად გემრიელი ლიმონათი დაამზადო და ცხელ დღეებში გაგრილდე. ამისთვის სულ რამდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდება: 

 

1/4 ჭიქა შაქარი

2 ჭიქა მდუღარე წყალი

1/2 კგ ახალი მარწყვი 

5 ნაჭერი საზამთრო 

1 ბოთლი გაზირებული წყალი

1/2 ლიმონის წვენი

ყინულის კუბები

თავდაპირველად, მდუღარე წყალში გახსენი შაქარი.

მოათავსე მარწყვი და საზამთრო ბლენდერში და კარგად დააბლენდერეთ.

თხელი ბადისებური საწურის დახმარებით გადაწურეთ მიღებული მასა ჭურჭელში.

დაამტეთ გაზირებული წყალი, ლიმონის წვენი და შაქრიანი წყალი. 

 

მოათავსეთ მაცივარში ნახევარი საათის განმავლობაში, რათა არომატები კარგად შეერიოს ერთმანეთს. შემდეგ გაანაწილეთ ჭიქებში ყინულის კუბებთან ერთად. შეგიძლიათ გააფორმოთ პიტნით, ლიმონის ნაჭრით ან მაწყვით. თუ ამ დოზებს ზუსტად დაიცავთ მიიღებთ გემრიელ, გამაგრილებელ და დაბალკალორიულ ლიმონათს. 

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-07-14