vestel

ცხელი ზაფხულის დღეებში გამაგრილებელი სასმელი ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტულებაა. შეგიძლია სახლში მარტივად მოამზადო ჯანსაღი სმუზი ნატურალური ხილისგან და მოიწყო ნამდვილი დასვენება. გიზიარებთ მარწყვის უგემრიელესი სმუზის რეცეპტს: 

 

2 ჭიქა გაყინული/ჩვეულებრივი მარწყვი

1 ცალი ბანანი

¼ ჭიქა იოგურტი 

1 ჭიქა რძე (შეგიძლიათ გამოიყენოთ ნუშის რძე ან შვრიის რძეც)

1 ½ სუფრის კოვზი ნეკერჩხლის სიროფი, თაფლი ან აგავას სიროფი. 

½ ჭიქა ყინული.

სურვილისამებრ:  ¼ ჩაის კოვზი ვანილი, ახალი პიტნის ფოთლები ან რეჰანის ფოთლები.

მოათავსეთ მარწყვი ბლენდერში, დაუმატეთ ბანანი, იოგურტი და რძე. დატეხეთ ყინულის კუბებიც და ჩაამატეთ ბლენდერში. ჩართეთ ბლენდერი და ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე. შემდეგ გაანაწილეთ ჭიქებში და ცოტაოდენი ხნით მოათავსეთ მაცივრის საყინულეში. ამისათვის იდეალურია Vestel-ის მაცივარი NF500EX -16°c დან -24°c მდე გაყინვით, რომელიც სმუზს მარტივად შეუნარჩუნებს სიგრილეს, ისე რომ გემოსაც არ დაუკარგავს.

 

გემრიელად მიირთვით. 

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2021-08-27