vestel

ორ თებერვალს მთელს მსოფლიოში ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელსაც საქართველოც უერთდება.

 

მკითხველს შევახსენებთ, რომ 1971 წელს ირანის ქალაქ რამსარში მიიღეს კონვენცია „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ. მას შემდეგ ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე, 2 თებერვალი, ყოველწლიურად აღინიშნება. რამსარის კონვენცია ერთადერთი საერთაშორისო შეთანხმებაა, რომელიც აწესრიგებს კონკრეტულ ეკოსისტემას განსაზღვრავს  ეროვნულ ქმედებებს  და საერთაშორისო  თანამშრომლობის საკითხებს ჭარბტენიანი ტერიტორიების რესურსების კონსერვაციისა და გონივრული გამოყენების უზრუნველსაყოფად. 

1997 წლის შემდეგ,  ყოველწლიურად, სახელმწიფო სამსახურები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლები მონაწილეობენ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში, რაც ეხება ჭარბტენიანი ტერიტორიებისა და ზოგადად რამსარის კონვენციის მნიშვნელობას. 

 

ჭარბტენიანი ტერიტორიები ასრულებს ძირითად ეკოლოგიურ ფუნქციებს, არეგულირებს წყლის რეჟიმს და ბიომრავალფეროვნების წყაროებს სახეობების, გენეტიკისა და ეკოსისტემის დონეზე. გამოირჩევა დიდი ეკონომიკური, სამეცნიერო, კულტურული და რეკრეაციული მნიშვნელობით, ასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს კლიმატის ცვლილების შედეგების შემსუბუქებისა და ადაპტაციისათვის. მისი მზარდი ხელყოფა აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს გარემოს და ეკოსისტემას ამიტომ უნდა მოხდეს მისი აღდგენა სადაც ეს შესაძლებელია და მისი კონსერვაცია გონივრული გამოყენების მიზნით.

 

ეს არის ეკოლოგიური ბალანსის მქონე ბუნებრივი ეკოსისტემა, რომელიც დაფუძნებულია ხშირად ან მუდმივად დატბორილ ნიადაგებზე. ეს ეკოსისტემები შეიძლება გამოჩნდეს ისეთ ადგილებში, სადაც არის სუფთა ან მარილიანი წყალი. ამ მახასიათებლების გამო, ჭაობებს შეუძლიათ შეინარჩუნონ დიდი რაოდენობით ბიომრავალფეროვნება.

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2023-02-02