ბლოგი 
რამდენიმე რამ რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, სანამ ტელევიზორს შევიძენთ
ტელევიზორის არჩევა ადრე ბევრად მარტივი ამოცანა იყო. თუმცა, ახალი აუდიო და ვიზუალური ტექნოლოგიებისა და ჭკვიანი ოპერაციული სისტემების გამოჩენის შემდეგ, ეს პროცესი უფრო მრავლისმომცველი გახდა. ტელევიზორის არჩევამდე, ყურადღება უნდა მიაქციოთ მის სხვადასხვა ფუნქციას. რადგან ახლა სადღესასწაულო შოპინგის სეზონი დაიწყო, გვინდა გაგიზიაროთ ის მთავარი პუნქტები, რომლებიც სმარტ ტელევიზორის არჩევაში დაგეხმარებათ.  ეკრანის ზომა  წინასწარ განსაზღვრეთ რომელი ზომის ტელევიზორი გჭრიდებათ, იმის მიხედვით რომელი ადგილის მიჩენასაც აპირებთ მისთვის, რომ სხვადასხვა ზომის ტელევიზორებზე დრო არ დაკარგოთ. გახსოვდეთ რომ ეკრანის ზომა ეკრანის დიაგონალის მიხედვით ითვლება. Smart TV ფუნქციები თუ ახალ ტელევიზორს ეძებ, თავის მაქსიმალურად განებივრება Smart TV-ის შეძენით შეგიძლია, რომელსაც გაცილებით მაღალი გარჩევადობა და სხვადასხვა ფუნქციები აქვს, როგორებიცაა: Wi-fi ან lan კაბელით ინტერნეტთან დაკავშირების შესაძლებლობა, სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენება ვიდეო და აუდიო სერვისებისთვის, სმართფონის ან ნოუთბუქის ეკრანის უსადენოდ გაზიარების შესაძლებლობა და სხვა.  დინამიკები / საუნდ სისტემა  ტელევიზორების უმეტესობას აქვს სტერეო დინამიკები. თუ ფილმების უდიდესი ფანი ან მელომანი ხართ, ამ შემთხვევისთვის სჯობს ყურადღება გაამახვილოთ რამდენიმე სხვადასხვა სახის განსაკუთრებით გამოსადეგ საუნდ სისტემაზე, მაგალითისთვის: DTS - ციფრული კინო თეატრის სისტემა. DTS TruSurround - გამოიყენება ფილმებისთვის, ასუფთავებს მაღალ სიხშირის ხმას, ქმნის მაღალი ბასის ეფექტს. ამასთან ერთად ხდის საუბარს უფრო მკაფიოს და გასაგებს. Dolby Atmos - ცდილობს უზრუნველყოს აუდიოს სამგანზომილებიანი ეფექტი. ბგერები მოდის არა მხოლოდ წინა, უკანა და გვერდითი უბნებიდან, არამედ ზემოდან, რაც მესამე განზომილებას ხდის უფრო რეალისტურს. და სხვა. პროგრამული უზრუნველყოფა და აპლიკაციები  სმარტ ტელევიზორებს სჭირდებათ ჭკვიანი ოპერაციული სისტემა სხვადასვხა აპლიკაციებთან თავსებადობისთვის. სწორედ ამიტომ, ტელევიზორის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის ოპერაციულ სისტემას. მაგალითად ოპერაციული სისტემა სმარტ ტვ - გულისხმობს თავის თავში ფუნქციებს რომელიც ფართოს ხდის გამოყენების არეალს. სმარტ ტელევიზორებთან ინტეგრირებულია აპლიკაციების მაგალითია: NETFLIX, AMAZON PRIME, YOUTUBE, VESTEL SMART CENTER, რითიც ხდება მაუსის და კლავიატურის დაკავშირება და ა.შ.  იმედი გვაქვს ეს რამდენიმე პუნქტი დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ სასურველი ტელევიზორი და მიიღოთ მაქსიმალური საყვარელი პროგრამების ყურების გამოცდილებისგან.

სტატიის ავტორი:
Vestel Georgia
2021-12-06

სრულად ნახვა
ბლოგი 
როგორ მოვემზადოთ Black Friday-სთვის
Black Friday-ს მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის. ამ დღეს შეგიძლია შეიძინო სასურველი პროდუქტები, დაზოგო ფინანსები და რაც მთავარია, გაახარო უფრო მეტი ადამიანი შენ ირგვლივ. იმისთვის, რომ შავ პარასკევს მომზადებულმა შეხვდე, რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გაითვალისწინო:   განსაზღვრე ბიუჯეტი წინასწარ განსაზღვრული ბიუჯეტით უფრო ნათლად დაინახავ თუ რამდენის დახარჯვის საშუალება გაქვს. გარდა ამისა, ეს დაგეხმარებათ სწორად გადაანაწილოთ პრიორიტეტები და შესაბამისად თითოეულ მათგანს სათანადო ბიუჯეტი დაუთმოთ.  წინასწარ დაათვალიერე სასურველი პროდუქცია მაღაზიაში  არ დაგავიწყდეს რომ შავი პარასკევისთვის მზადება მინიმუმ 1 კვირით ადრე უნდა დაიწყო. ამის ერთ-ერთი ნაბიჯია პროდუქციის წინასწარ დათვალიერება, რათა დარწმუნდე რისი ყიდვა გსურს და უშუალოდ შავი პარასკევის დროს შეყოვნებები თავიდან აირიდო. იპოვეთ საუკეთესო შეთავაზებები  გაეცანით თქვენი საყვარელი მაღაზიების რეკლამებს შავი პარაკევისთვის. მიყევით სიას და მოიძიეთ სხვადასხვა მაღაზიაში სასურველ ნივთებზე ფასდაკლებები.  აირჩიეთ ონლაინ შოპინგი დღეს მაღაზიების უმეტესობა ონალინ შოპინგზეა გადასული, რადგან ასე უფრო მარტივი და კომფორტულია მომხმარებლისთვის პროდუქციის გაცნობა. უპირატესობა მიანიჭეთ ონლაინ მაღაზიებს, ასე დაზოგავთ დროს, კარგად გაეცნობით სასურველ პროდუქტს და თავიდან აიცილებთ პროდუქციის ამოწურვას, რომელიც მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე სწრაფად იყიდება.    ვესტელის საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა საუკეთესო შათავაზებით კი ჩვენს ონლაინ მაღაზიაში შეგიძლიათ: https://bit.ly/3xkA0oq. თანაც, ჩვენთან განსაკუთრებული შემოთავაზებები მთელი წლის განმავლობაშია.   ეს მარტივი ხრიკები დაგეხმარება ისიამოვნო შავი პარასკევის შეთავაზებებით და შეიძინო ყველა სასურველი ნივთი. 

სტატიის ავტორი:
Vestel Georgia
2021-11-25

სრულად ნახვა
ბლოგი 
როგორ გავრეცხოთ შალის ნივთები სარეცხ მანქანაში
შემოდგომაა, თბილ და კომფორტულ ტანსაცმელს დავუბრუნდით და შალზეც ზრუნვაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. შალის ნაზ ქსოვილს განსაკუთრებით სჭირდება მოვლა. იმისათვის რომ, თქვენი საყვარელი ტანსაცმელი გარეცხვის შემდეგაც ახლებურად გამოიყურებოდეს საჭიროა რამდენიმე წესის გათვალისწინება. ჩვენ მოგიმზადეთ 5 რჩევა თუ როგორ გარეცხოთ შალის ნივთები სარეცხ მანქანაში:  1. გარეცხეთ შალის ტანსაცმელი დელიკატური/ხელით რეცხვის 30˚C რეჟიმში. შალის გარეცხვისას გამოიყენეთ რეცხვის სპეციალური რეჟიმი, რომელიც დელიკატურად მოუვლის თქვენს საყვარელ ტანსაცმელს და შეუნარჩუნებს მას პირვანდელ სახეს. თუ შალის რეცხვის სპეციალური რეჟიმი თქვენს მანქანას არ აქვს, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა დელიკატური რეჟიმი. 2. გამოიყენეთ ნეიტრალური, რბილი სარეცხი საშუალება სარეცხი საშუალებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეცხვის რეჟიმში. შეარჩიეთ ნეიტრალური სარეცხი საშუალებები, რომელიც სპეციალურად შალის ტანაცმელისთვის არის შექმნილი და ქსოვილს არ დააზიანებს. 3. გარეცხეთ შალის ტანსაცმელი გადმობრუნებულად შალის სამოსი ჯერ გადმოაბრუნეთ და შემდგომ მოათავსეთ მანქანაში. ამ ხერხით თქვენ გარე ქსოვილს არ დააზიანებთ და შეუნარჩუნებთ მას სირბილეს.  4. გაავლეთ წყალი კიდევ ერთხელ შალის გარეცხვისას სარეცხი მანქანა დააყენეთ ისე რეჟიმზე, რომელიც გარეცხვის შემდეგ კიიიიდევ ერთხელ, ზედმეტჯერ გაავლებს წყალს. ასე შალი მაქსიმალური ეფექტურობით გაირეცხება. 5. არ გარეცხოთ შალი ცხელი წყლით შალის მოვლისას ყოველთვის გამოიყენეთ ცივი ტემპერატურა. არ გარეცხოთ ის ცხელი წყლით, ეს ნაჭერს დააზიანებს.    იმედი გვაქვს ეს რჩევები დაგეხმარებათ საყვარელი ტანაცმლის სწორად მოვლაში.  

სტატიის ავტორი:
Vestel Georgia
2021-11-15

სრულად ნახვა
ბლოგი 
ჭურჭლის რეცხვისას გასათვალისწინებელი ხრიკები
ჭურჭლის რეცხვის პროცესს ჭურჭლის სარეცხი მანქანა გაცილებით ამარტივებს, თუმცა მაქსიმალური კომფორტისთვის და მაქსიმალური შედეგის მისაღებად მაინც არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომელიც უკვე გამარტივებულ პროცესს კიდევ უფრო მარტივს და შედეგიანს გახდის!   1. პატარა ნივთები გადაიტანეთ სამრეცხაო ჩანთის განყოფილებაში პაწაწინა ნივთები, როგორიცაა ბოთლის სახურავი, ბავშვის ჭურჭელი და საწოვარა, შეიძლება დაიკარგოს სარეცხ ციკლში, განსაკუთრებით მაშინ თუ ისინი მოთავსებულია ვერცხლის კალათაში ან ზედა თაროზე. იმის ნაცვლად, რომ ასეთი ნივთები პირდაპირ მოათავსოთ სარეცხ მანქნაში, ჩადეთ ისინი სამრეცხაო ჩანთაში ზედა თაროზე. ბადისებრი ტომარა დაიცავს მათ დაკარგვისგან.  2. შეუქმენით სივრცე თქვენს ჩანგლებსა და კოვზებს ჭურჭლის სარეცხი მანქანის ჩატვირთვისას, დარწმუნდით, რომ მონაცვლეობითაა დანა-ჩანგლისა და კოვზების პოზიცია (ზოგი სახელურებით მაღლა და ზოგი სახელურებით ქვემოთ) ისე, რომ ისინი ერთმანეთზე არ მიეწყოს რაც საპნის ქაფისათვის მათ მიუვალს გახდის. რაც მეტი სივრცე იქნება მათ შორის, მით მარიტვად გაირეცხება.   3. გარეცხეთ ჭურჭელი საჭმლის მომზადების პარალელურად  გარეცხეთ ქვაბები და ტაფები საჭმლის მომზადების დასრულებისთანავე. საკვების ნარჩენები გაცილებით ადვილად იშლება, თუკი ჭურჭელი ჯერ კიდევ თბილია, თანაც როდესაც ყველაფერს დაასრულებთ ბევრად ნაკლები ჭურჭელი გექნებათ გასარეცხი.  4. გარეცხეთ სწორი თანმიმდევრობით არსებობს ჭუჭყიანი ჭურჭლის გარეცხვის სწორი და არასწორი გზა. თქვენ უნდა დაიწყოთ ყველაზე სუფთიდან და ბოლოს უნდა გარეცხოთ ყველაზე დაბინძურებული ჭურჭელი. გარეცხეთ თავდაპირველად ჭიქები, რათა დარწმუნდეთ, რომ ცხიმი არ გადადის მათზე. შემდეგ გარეცხეთ თეფშები და ჯამები, ბოლოს კი - ქვაბები და ტაფები.    5. არ გადატვირთოთ მანქანა და რაც მთავარია არ უნდა გადატვირთოთ მანქანა! თუ მასში ჭურჭლის ზედმეტ რაოდენობას მოათავსებთ, ყველა მათგანი ბევრად მიუდგომებელი გახდება, რაც მათ იდეალურ წმენდას ბევრად გაართულებს.

სტატიის ავტორი:
Vestel Georgia
2021-10-24

სრულად ნახვა
ბლოგი 
4 მარტივი გზა თუ როგორ მოვამზადოთ სამზარეულო შემოდგომისა და ზამთრისთვის
ცივი სეზონი უკვე აქაა და შესაბამისი მომზადებაც სჭირდება. დღეს მოგიყვებით 4 მარტივ ხერხზე, რომელიც ამ სამზადისში დაგეხმარებათ: შემოდგომა-ზამთრის სამზარეულოს ინსტრუმენტები მარტივად მისადგომი  გახადეთ. დროა საჭირო ნივთები ჩამოიღოთ თაროებიდან და ხელმისაწვდომ ადგილას მოათავსოთ. სკოლაში ლანჩის წასაღებად გადანახული კონტეინერები, ღუმელი და ყველაფერი რაც ცხელი ვახშმის მოსამზადებლად გვჭირდება, შეგვიძლია ახლოს მოვათავსოთ. ცივი ყავის მოსამზადებლად საჭირო ნივთები კი გადავინახოთ. ასე საჭმლის მოზადების პროცესს უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს გახდით.  გაასუფთავეთ მაცივარი და საყინულე  მაცივრის დასუფთავება ზედმეტ ნარჩენებს მოგაცილებთ და გამოგინთავისუფლებთ ადგილს ახალი, ჯანსაღი საკვებისთვის. სანამ ამ შემოდგომის საჭირო ნივთებს შეაგროვებ, გამოიღე მაცივრიდან ყველა ძველი ნივთი და გაწმინდე თაროები.  გადაყარეთ ნებისმიერი არასაჭირო ნივთი თუ პროდუქტი თვეების განმავლობაში სამზარეულოში უამრავი არასაჭირო ნივთი იყრის თავს. ახლა კი დროა ზედმეტი პროდუქტებისგან გათავისუფლდეთ. გადაყარეთ ვადაგასული, გაფუჭებული პროდუქტები, ხოლო ისინი, რომლებსაც თავად არ გამოიყენებთ სხვას მიეცით. რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ შემოდგომის ყველა წამყვანი არომატიზატორი - დარიჩინი, მუსკატის კაკალი, ჯანჯაფილი, მიხაკი და ა.შ. - გადმოიტანოთ თქვენი სანელებლების თაროს წინა ნაწილში. დაალაგეთ საცხობი ფორმები ხელმისაწვდომ ადგილას  შემოდგომა გემრიელი ნამცხვრების გამოცხობის სეზონია. სწორედ ამიტომ, დარწმუნდით, რომ თქვენი საცხობი ინგრედიენტები, ხელსაწყოები და აქსესუარები ხელსაყრელ ადგილას არის განთავსებული რათა სწრაფად და მარტივად შეძლოთ მათი გამოყენება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყუთები ნივთების დასაორგანიზებლად. ასე მე იპოვით საგნებს ბევრად უფრო სწრაფად არეულობის გარეშე.   იმედი გვაქვს ეს რჩევები დაგეხმარებათ ცივი სეზონების უფრო ხალისიანად გადაგორებაში.

სტატიის ავტორი:
Vestel Georgia
2021-10-22

სრულად ნახვა
ბლოგი 
5 ხრიკი, რომელიც საკვების მომზადებისას ცხოვრებას გაგიმარტივებთ
ვახშმის მზადება ბევრისთვის - საყვარელი, ბევრისთვის კი საძულველი პროცესია. თუმცა არ აქვს მნიშნველობა ამ ორიდან რომელში იცანით საკუთარი თავი - ეს ხრიკები თქვენთვის პროცესს ყველა შემთხვევაში ბევრად მარტივს და სახალისოს გახდის. გამოიყენეთ ხის კოვზი გადადუღების თავიდან ასარიდებლად. თუ საჭმლის მომზადების პროცესში ქვაბი გადადუღებას დაიწყებს, სწრაფად მოათავსეთ ხის კოვზი მის თავზე - ეს მეთოდი თავიდან აგაცილებთ ზედმეტ დუღილს, და საკვებსაც უფრო მარტივად გაამზადებთ. გამოიყენეთ სპირტი უჟანგავი ფოლადის გასაწმენდად.  სპირტი კარგად აშორებს ჩამჯდარ ჭუჭყს და უზრუნველყოფს ზედაპირის იდეალურ სისუფთავეს. ჩვენს ჩასაშენებელ ღუმელს AFX – 8785 უჟანგავი ფოლადის ზედაპირი აქვს. გააცხელეთ ჭურჭლის სარეცხი ნაჭერი მიკროტალღურ ღუმელში თევზის სუნის მოსაშორებლად.  თუ სულ ცოტა ხნის წინ თევზიანი ვახშამი მიკროტალღურ ღუმელში გაიცხელეთ და სუნი აღარ შორდება, მოათავსეთ ცოტაოდენი ჭურჭლის სარეცხი საშუალება ტილო/ნაჭერზე და გაათბეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ კი დატოვეთ შიგნით ნახევარი საათით და ბოლოს გაწმინდეთ ღუმლის კედლები. თევზის სუნს ოოოდნავადაც ვეღარ იგრძნობთ.  გამოიყენეთ მარილი კვერცხის ნარჩენების გასაწმენდად თუ ვახშმის მზადებისას კვერცხი დაგივარდათ (ხდება ხოლმე. ეჰჰ), იატაკის თუ მაგიდის მოწმენდისას, მორჩენილ ნაწილაკებს მოაყარეთ მარილი. მარილი კვერცხის ცილას უმარტივესად ისრუტავს! გარეცხეთ კარტოფილი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში  ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენება - ეს რთულად მოსახელთებელი ბოსტნეულის გარეცხვის საუკეთესო გზაა, რათა მოაშოროთ მას ყოველგვარი ჭუჭყი.  ჩართეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა სარეცხი საშუალების გარეშე, ჩვეულებრივი რეცხვის რეჟიმზე.     იმედი გვაქვს ეს რჩევები ცხოვრებას გაგიმარტივებთ და საკვების მზადებას თქვენთვის ბევრად სახალისოს გახდის.

სტატიის ავტორი:
Vestel Georgia
2021-10-15

სრულად ნახვა
ბლოგი 
რა შევცვალოთ ჩვენს სამზარეულო ჩვევებში სანამ პანდემიაა
პანდემიამ ჩვენი ყოველდღიური ჩვევები საკმაოდ შეცვალა. თითოეული ჩვენგანი გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობს ჰიგიენას თუ სიჯანსაღეს და ვცდილობთ ახალი, ადაპტირებული ჩვევები ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში დავამკვიდროთ. დღეს შემოგთავაზებთ 4 ჩვევას რომლის შენარჩუნება თუ დამკვიდრებაც პანდემიაში შეგვიძლია. მეტი ყურადღება დავუთმოთ ჰიგიენას თქვენი ჭურჭლის მიკრობების უმეტესობის მოსაკლავად, თქვენ გჭირდებათ წყალი, რომელიც დაახლოებით 60°C ან მეტია. ეს ტემპერატურა ადვილად მიიღწევა ჭურჭლის სარეცხ მანქანებში და ამ რეჟიმზე ჭურჭლის გარეცხვა მის მიკრობებისგან გათავისფულებას კიდევ უფრო მარტივს გახდის. ვესტელის ჭურჭლის სარეცხ მანქანას DWA4510B3X კი აქვს "ჰიგიენური რეცხვის" პროგრამა და “სუპერ 50” პროგრამა განსაკუთრებულად ჰიგიენური რეცხვისთვის. რასაც გვერდს ვერ ავუვლიდით - ვიკვებოთ ჯანსაღად პანდემიის პირობებში ჯანსაღი იმუნიტეტი და ორგანიზმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამიტომ გააკეთეთ სწორი არჩევანი, არაჯანსაღი საკვები ჩაანაცვლეთ ნატურალური, გემირელი და ვიტამინებით სავსეს გემირელობებით.  თუ გსურთ რაიმე ტკბილი? - მიირთვით ხილი. მარიალი საკვები გინდათ? ამ შემტხვევაში თხილეული კარგი აჩევანია. და რა თქმა უნდა, რაციონიდან არ უნდა შევიზღუდოთ ბოსტნეულიც. ასე ორგანიზმსს მიაწოდებთ ჯანსაღ პროდუქტს და თან დაიკმაყოფილებთ სასუსნავის მოთხოვნილებას.  მოვამზადოთ სახლში  დატვირთული დღის განმავლობაში ადამიანები ნაკლებად ახერხებდნენ სახლში კერძების მომზადებას. თუმცა დღეს არსებულმა ყოველდღიურობამ ყველაფერი შეცვალა. სახლში საკვების მომზადება შეამცირებს თქვენს საჭიროებას გახვიდეთ რესტორანსა თუ კაფეში და შეგიწყობთ ხელს შეამციროთ კონტაქტი ხალხის დიდ მასასთან. მიიჩინეთ საკუთარი ჭურჭელი  თუ დიდ ოჯახში ცხოვრობთ, არც ისე ცუდი იდეაა მიიჩინოთ საკუთარი ჭურჭელი და ოჯახის სხვა წევრებსაც მისცეთ ეს რეკომენდაცია. ეს დაგეხმარებათ შეამციროთ ერთმანეთთან რესპირატორული კონტაქტი და იგრძნოთ თავი მეტად უსაფრთხოდ. მოხმარების შემდგომ კი გარეცხეთ ჭურჭელი მალევე და საფუძვლიანად.    იმედი გვაქვს ეს რჩევები არც ისე რთული შესასრულებელი აღმოჩნდება. გისურვებთ ჯანმრთელობასა და სიჯანსაღეს!

სტატიის ავტორი:
Vestel Georgia
2021-09-28

სრულად ნახვა
 
როგორ შევინახოთ სეზონური ტანსაცმელი სწორად - 4 რჩევა
თბილი ამინდები ნელ-ნელა გრილით იცვლება და დროა ჩვენც ახალი სეზონისთვის მზადება დავიწყოთ. მნიშვნელოვანია სეზონური ტანსაცმელი ისე შევინახოთ, რომ 1 წლის შემდეგაც ისინი ისევ ახალივით გამოიყურებოდნენ.  გთავაზობთ 4 მარტივ რჩევას, რომელიც ამაში დაგეხმარებათ: სანამ შეინახავთ, დარმუნდით, რომ თქვენი ტანსაცმელი სუფთაა  შენახვამდე აუცილებლად დარწმუნდით - გარეცხილ-გასუფთავებულია თუ არა ტანსაცმელი - თუ რამე ლაქა ატყვია ცხადია სჯობს დროულად ამოიყვანოთ, ვინაიდან შენახვის შემდგომ ამის შანსი ნაკლები იქნება. ასევე სუფთა, ახალგარეცხილი ტანსაცმელი, სასიამოვნო სურნელს შეინარჩუნებს. სისუფთავის შესანარჩუნებლად არაფერი ზედმეტი არ არის საჭირო. უბრალოდ გარეცხეთ ისინი სარეცხ მანქანაში - W8104 გამოიყენეთ ნაჭრის ყუთები ან კონტეინერები ყოველთვის გამოიყენეთ შესანახი კონტეინერები ან ნაჭრის ყუთები მუყაოს ყუთების ნაცვლად. მუყაოს ყუთები ნაკლებ რეზისტენტული არიან წყლის, ნესტის თუ სხვა სახის დაზიანების მიმართ. აუცილებელია თქვენს კონტეინერებში ცოტაოდენი ადგილი დატოვოთ ჰაერის მიმოქცევისთვის.  ისწავლეთ რომელი ტანსაცმელი დაკეცოთ, რომელი - დაკიდოთ და როგორ გააკეთოთ ეს სწორად ნებისმიერი ნივთი, რომელსაც შეუძლია დაკარგოს ფორმა ეს იქნება: ნაქსოვი, სინთეტიკა თუ აბრეშუმი, უნდა დაიკეცოს. გარე ტანსაცმელი კი შეგიძლიათ ჩამოკიდოთ, თუმცა არა მავთულის საკიდებზე. გამოიყენეთ ხის ან ბალიშის საკიდები, რომლებიც არ დააზიანებენ ტანსაცმელს.        4. შეინახეთ ტანისამოსი ბნელ, გრილ, მშრალ ადგილას. ყოველთვის შეინახეთ ტანისამოსი ბნელ, გრილ, მშრალ ადგილას; მოარიდეტ იგი ტენიანობას, რადგან ასე იგი მარტივად გაფუჭდება. შესანიშნავი ადგილია კარადის ზედა თარო თქვენი სეზონური გარდერობის შესანახად. იმედია სეზონისთვის მზადებაში ეს ბლოგი ოდნავ მაინც დაგეხმარებათ. ბედნიერ შემოდგომას გისურვებთ!

სტატიის ავტორი:
Vestel Georgia
2021-09-23

სრულად ნახვა
ბლოგი 
გოგრის მაფინების რეცეპტი
შემოდგომის დადგომასთან ერთად კულინარიის მოყვარულების მენიუ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება. დღეს სწორედ საშემოდგომო განწყობის ახალ რეცეპტს შემოგთავაზებთ. რაც მთავარია, მისი მომზადება ძალიან მარტივია:   ინგრედიენტები:  225გრ ფქვილი 2 ჩ.კ გამაფხვიერებელი 1 ს.კ დაფქვილი დარიჩინი  100გრ შაქარი 50გრ ყავისფერი შაქარი 200გ გოგრის პიურე 2 დიდი კვერცხი 125გრ გამდნარი კარაქი    დაიწყეთ მშრალი ინგრედიენტების შერევა: მოათავსეთ თასში ფქვილი, გამაფხვიერებელი, დარიჩინი და ორივე შაქარი. შეურიეთ კარგად ერთმანეთში ყევლა ინგრედიენტი.  ცალკე თასში ათქვიფეთ გოგრის პიურე (კარგად მოხარშული დაჭყლეტილი გოგრა) და კვერცხი, შემდეგ ის დაამატეთ მშრალ ინგრედიენტებს გამდნარ კარაქთან ერთად. ათქვიფეთ 1-2 წუთის განმავლობაში სანამ ერთიანი მასა არ მიიღება.  გააცხელეთ ღუმელი 200C/180 გრადუსსზე. გადაანაწილეთ მიღებული მასა მაფინის საცხობ ფორმაში და მოათავსეთ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში. მაფინები უნდა გამოცხვეს იქამდე, სანამ არ გახდება ოქროსფერი. მას შემდეგ რაც გამოცხვება, ამოიღეთ საცხობი ფორმიდან გააგრილეთ და გემრიელად მიირთვით. 

სტატიის ავტორი:
Vestel Georgia
2021-09-20

სრულად ნახვა
ბლოგი 
როგორ მოვამზადოთ სახლში სმუზი მარტივად
ცხელი ზაფხულის დღეებში გამაგრილებელი სასმელი ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტულებაა. შეგიძლია სახლში მარტივად მოამზადო ჯანსაღი სმუზი ნატურალური ხილისგან და მოიწყო ნამდვილი დასვენება. გიზიარებთ მარწყვის უგემრიელესი სმუზის რეცეპტს:    2 ჭიქა გაყინული/ჩვეულებრივი მარწყვი 1 ცალი ბანანი ¼ ჭიქა იოგურტი  1 ჭიქა რძე (შეგიძლიათ გამოიყენოთ ნუშის რძე ან შვრიის რძეც) 1 ½ სუფრის კოვზი ნეკერჩხლის სიროფი, თაფლი ან აგავას სიროფი.  ½ ჭიქა ყინული. სურვილისამებრ:  ¼ ჩაის კოვზი ვანილი, ახალი პიტნის ფოთლები ან რეჰანის ფოთლები. მოათავსეთ მარწყვი ბლენდერში, დაუმატეთ ბანანი, იოგურტი და რძე. დატეხეთ ყინულის კუბებიც და ჩაამატეთ ბლენდერში. ჩართეთ ბლენდერი და ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე. შემდეგ გაანაწილეთ ჭიქებში და ცოტაოდენი ხნით მოათავსეთ მაცივრის საყინულეში. ამისათვის იდეალურია Vestel-ის მაცივარი NF500EX -16°c დან -24°c მდე გაყინვით, რომელიც სმუზს მარტივად შეუნარჩუნებს სიგრილეს, ისე რომ გემოსაც არ დაუკარგავს.   გემრიელად მიირთვით. 

სტატიის ავტორი:
Vestel Georgia
2021-08-27

სრულად ნახვა
ბლოგი 
როგორ გამოვიყენოთ სამზარეულოს პატარა სივრცე გონივრულად
იმისთვის რომ სამზარეულო მაქსიმალურად კომპაქტურად იყოს აღჭურვილი სულაც არ არის საჭირო დიდი სივრცის ქონა. მთავარია ყველაფერი სწორად და ჭკვიანურად განვალაგოთ. ამისთვის გთავაზობთ 5 მარტივ ხრიკს რომელიც თქვენი პატარა სამზარეულოს ჭკვიანურად მოწყობაში დაგეხმარებათ.    არ დააყენოთ კუნძული სამზარეულოში სამზარეულოს კუნძული ძალიან დიდ სივრცეს იჭერს სამზარეულოში, მის ნაცვლად უმჯობესია გამოიყენოთ სასადილო მაგიდა (კარგი იქნება თუ იმავე ფერის იქნება, როგორიც კედელია), ასე სივრცე უფრო დიდი გამოჩნდება და თანაც ნაკლებ გადატვირთული.    გამოიყენეთ ჩასაშენებელი ტექნიკა ჩასაშენებელი ტექნიკა ძალიან დიდ სივრცეს ზოგავს სამზარეულოში და ვიზუალურადაც სასიამოვნო. ამიტომ ისეთი ტექნიკის შემთხვევაში როგორიც არის სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა და სხვა, სჯობს ჩასაშენებელი ვარიანტი განიხილოთ. მსგავსი ტექნიკის ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი Vestel-ში დიდი ხანია ხელმისაწვდომია და შეძენა ახლავეც შეგიძლიათ.  ტექნიკის შერჩევისასვე გაითვალისწინე მისი ზომა გარდა იმისა რომ ტექნიკის მონაცემები კარგად უნდა ერგებოდეს თქვენს მოთხოვნებს, პატარა სივრცის სამზარეულოსთვის მნიშვნელოვანია მაცივრის ზომები გავითვალისწინოთ. ეს ყველამ ვიცით, თმცა მარტივია მხედველობიდან გამოგვრჩეს, როდესაც ახალი ნივთის შესაძენად უამრავ ვარიანტს ვათვალიერებთ. Vestel-ის ტექნიკის ახალი თუ ძველი კოლექცია ამ ფაქტორს აუცილებლად ითვალისწინებს და სამზარეულოში დიდი სივრცისა თუ პატარა სივრცის ქონის მიუხედავად შესაბამის ვარიანტს აუცილებლად გთავაზობთ.    გამოიყენეთ კედლის სივრცე  კედელზე სხვადასხვა ნივთის ჩამოკიდება ძალიან დიდ სივრცეს ზოგავს პატარა სამზარეულოში. ჩამოკიდეთ დანები, ჭურჭელი, სამზარეულოს პირსახოცი და სხვა ნივთები კედელზე და  დაზოგეთ სივრცე ეფექტურად.    გადაინახეთ ნივთები, რომლებსაც აღარ იყენებთ  სამზარეულოში უამრავი ნივთია, რომელსაც ძალიან იშვიათად ან სულაც არ ვიყენებთ - მრაბები, რომლებსაც ჯერ არ იყენებთ, დანების ნაკრები, რომელსაც აქტიურად არ ხმარობთ, სასუსნავების ჯამები და სხვა. ასეთ ნივთები ყოველთვის გადაინახეთ უჯრებში, რომ მაგიდებსა თუ თაროებზე ადგილი ნაკლებად დაიკავოს და ვიზუალურადაც მეტი სივრცე შეიქმნას.   სივრცის დაზოგვა ცხოვრებას გაგიმარტივებთ და საკუთარ სამზრეულოსაც მეტად შეგაყვარებთ. იმედი გვაქვს ეს რჩევები ამაში გამოგადგებათ. 

სტატიის ავტორი:
Vestel Georgia
2021-08-26

სრულად ნახვა
ბლოგი 
როგორ შვინარჩუნოთ სარეცხი მანქანის სისუფთავე, 5 მარტივი ხრიკი
სარეცხი მანქანა ის ტექნიკაა რომელიც ძირითად შემთხვევაში “თავს თვითონ მიხედავს” და თავად გაიწმინდება. განსაკუთრებით ვესტელის სარეცხი მანქანები აღჭურვილია წმენდის სისტემით, რომელიც მაქსიმალურად გიცავთ ბაქტერიებისა თუ ვირუსებისგან, (მათ შორის Covid ვირუსისგან - კონკრეტული ფუნქციების შემთხვევში). თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად სარეცხი მანქანის შიდა ნაწილი ბევრი სხვადასხვა მიზეზით ჭუჭყიანდება - მაგალითად დროის განმავლობაში დაგროვილი მტვრით, ჭუჭყიანი წყლით რომელიც სარეცხის გარეცხვისგან მორჩა და სხვა. სწორედ ამიტომ სარეცხ მანქანას, როგორც სხვა ყველა ტექნიკას, მაინც სჭირდება მოვლა და გაწმენდა. დღეს ამის 5 მარტივ ხერხს გასწავლით. გაწმინდეთ მანქანის კარები ცოტაოდენი ძმრითა თუ წყლით დასველებული ტილოთი აუცილებლად გაწმინდეთ სარეცხი მანქანის კარები.  სარეცხ მანქანაში ხშირად ხვდება ტანსაცმლის, სხვადასხვა ნაჭრის, საკვებისა თუ მასალის ნაწილაკები ამიტომ წმენდა მნიშვნელოვანია, თუმცა ნუ გამოიყენებთ, სახეხს ან სხვა საწმენდ საშუალებას ვინაიდან ეს კარების ზედაპირს გაკაწრავს და დააზიანებს. ჯაგრისით გაწმინდეთ კარების რბილი ნაწილი კარების რბილი/რეზინის ნაწილი შეგიძლიათ მარტივად გაწმინდოთ ჯაგრისით. ეს მას მარტივად მოაშორებს ჭუჭყს, სარეცხისგან დარჩენილ ზედმეტ ნარჩენებსა და ნადებს. მოახდინეთ შიდა ნაწილის დეზინფექცია ძმრით ამისათვის ტხევადი სარეცხი საშუალებისათვის გამოყოფილი ადგილი აავსეთ ჭიქა-ნახევარი ძმრით და სარეცხი მანქანა (ტანსაცმლის გარეშე) დააყეენთ წმენდის ან ნებისმიერ ცხელ რეჟიმზე. ძმარი მოახდენს შიდა ნაწილების დეზინფექციას და საპნის თუ სარეცხი საშუალების მორჩენილ ნაწილაკებსაც მარტივად გაუმკლავდება. იდეალური სისუფთავისთვის საქმეში ჩართეთ სოდაც ჩაყარეთ 1/3 ჭიქა სოდა სარეცხი საშუალების ადგილას და ჩართეთ სარეცხი მანქანა ცხელ რეჟიმზე. ეს ეფექტურად ებრძვის სარეცხი საშუალებებისა და ტანსაცმლის ნარჩენებს. თუმცა გახსოვდეთ! არ აურიოთ ერთმანეთში ძმარი და სოდა, ერთად მოხმარებისას ისინი ერთმანეთს გაანეიტრალებენ. ამის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთ თვეს სოდა, მეორე თვეს კი ძმარი, ან - პირიქით.  სარეცხი საშუალებების უჯრა გაწმინდეთ ცხელი წყლითა და საპნით გამოაღეთ ან სრულად მოაცილეთ მანქანას სარეცხი საშუალებების უჯრა. ვესტელის სარეცხი მანქანების შემთხვევაში სარეცხი საშუალებების უჯრა სრულად მოცილებადია, რაც გაგიმარტივებთ მის გაწმენდას, ვინაიდან ის სჯობს ცოტა ხანს დატოვოთ საპნიან ცხელ წყალში. შემდგომ ჯაგრისით გახეხეთ ნებისმიერი ნადები, რაც შეიძლება ჰქონდეს და ბოლოს - გაავლეთ წყალი.  ასე მარტივად თქვენი სარეცხი მანქანა უკვე თავდაპირველ სიწკრიალეს უბრუნდება. 

სტატიის ავტორი:
Vestel Georgia
2021-08-25

სრულად ნახვა
ბლოგი 
როგორ მოვამზადოთ ნაყინი სახლში
სახლში დამზადებული და მაცივრიდან ახალგამოღებული ნაყინი საუკეთესო გაგრილების საშუალებაა ზაფხულის ნებისმიერ პერიოდში. ნაყინის ამ რეცეპტს შეიძლება ვუწოდოთ უმარტივესი და საუკეთესო სახლის პირობებში.  სულ რაღაც ხუთი მარტივი ინგრედიენტის საშუალებით, გლუვი და კრემისებური ვანილის ნაყინი თქვენს მაცივარში იქნება. რაც ყველაზე მთავარია ნაყინის დამზადება შესაძლებელია აპარატის გარეშე, დაგჭირდებათ მხოლოდ რამდენიმე სახის ჭურჭელი და მაცივარი!  მოდით, დავიწყოთ! ინგრედიენტები შემდეგია:  1¾ ჭიქა ნაღები 1¼ ჭიქა რძე ¾ ჭიქა შაქარი ⅛ ჩაის კოვზი მარილი  1 სუფრის კოვზი ვანილის ექსტრაქტი  სურვილისამებრ: 2 ჭიქა დანამატი - რბილი ბრაუნი, ფუნთუშები ან დაფშვნილი ორცხობილა.  ჩაასხით ნაღები ქვაბში და დაუმატეთ შაქარი, მარილი. დაამატეთ ცოტა ან ნახევარი ვანილის ექსტრაქტი, კარგ იქნება ვანილის ჯოხსაც თუ ჩააგდებთ გემოსთვის. დადგით ნარევი საშუალო ცეცხლზე და მოურიეთ სანამ შაქარი დაიშლება. გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ დარჩენილი ნაღები, რძე და ვანილის ექსტრაქტი. აურიეთ, რომ მასა შეერწყას ერთმანეთს. შემდგომ კი შედგით Vestel-ის მაცივარში გასაცივებლად. საუკეთესო მოდელი ამისთვის საუკეთესო გაყინვის სისტემით არის Vestel-ის მაცივარი NFC350 A+ და Vestel-ის მაცივარი NF500EX. გემრიელად მიირთვით! ნახევარ საათში მასა გამოიღეთ მაცივრიდან და მოურიეთ. ამოიღეთ ვანილის ჯოხი (თუ გამოიყენებთ), მზა ნაყინი გადაიტანეთ სასურველ ფორმებში და მოათავსეთ საყინულეში.  ერთი საათის შემდეგ შეგიძლიათ სურვილებისამებრ გააფორმოთ ნაყინი და ისიამოვნოთ გემრიელი დესერტით!

სტატიის ავტორი:
Vestel Georgia
2021-07-29

სრულად ნახვა
ბლოგი 
5 გზა ზაფხულში სიგრილის შესანარჩუნებლად
წლევანდელი ზაფხული ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ზაფხულია და გაგრილებაზე ყველა თითქმის უწყვეტად ვფიქრობთ. ამიტომ რამდენიმე ჭკვიანი და მარტივი ხერხის ნაკრები მოგიმზადეთ, რომლებიც თქვენი სახლის სიგრილის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.  დახურეთ ფარდები ეცადეთ ყოველთვის დახუროთ ყველა ოთახში ფარდები, განსაკუთრებით ჩრდილოეთით და დასავლეთით მდებარე ფანჯრებზე, რათა მზის სხივებმა ნაკლებად შემოაღწიოს და დღის განმავლობაში სახლში სიგრილე შენარჩუნდეს.   Dehumidifying ფუნქცია თუ გაქვთ კონდინციონერი და მას აქტიურად იყენებთ, არ გამოგრჩეთ Dehumidifying ფუნქცია, ვინაიდან იგი ოთახში ტენიანობის დონეს ამცირებს, რაც დახუთულობის შეგრძნებას მარტივად ხსნის. ეს ფუნქცია აქვთ რიგ ახალ მოდელებს, როგორიცაა მაგალითად კონდიციონერი VESTEL IACHR67FMDN, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო კონდინციონერია ზაფხულში ამ ცხელი ტემპერატურის დასაბალანსებლად. შეარჩიეთ გრილი ქსოვილი  ბამბის ქსოვილები საუკეთესოდ სუნთქავს და ხელს უწყობს თქვენი სხეულის გაგრილებას. ატარეთ მსუბუქი, თავისუფალი ტანსაცმელი, რომელიც ბუნებრივი ქსოვილებისგან იქნება დამზადებული ბამბის მსგავსად. ასევე თქვენი საწოლისთვის თეთრეულიც სჯობს ნატურალური ქსოვილისგან შექმნილი შეარჩიოთ.  შეცვალეთ ნათურები თუ სახლის გაგრილებას გიჭირთ და არ იცით რატომ, ეს ყოველივე შესაძლოა ნათურების დამსახურებაც იყოს. არაენერგოეფექტური ნათურები წარმოქმნიან უამრავ სითბოს, ამიტომ მათი ენერგო ეფექტურით ჩანაცვლება დაგეხმარებათ თქვენი სახლის გაგრილებასა და ენერგიის ხარჯების დაზოგვაში.  დახურეთ კარები  გამოუყენებელი ოთახების დახურვა ხელს შეუშლის ცხელ პერიოდში გრილი ჰაერის გაჟღენთას სახლის იმ ადგილებში სადაც დღის განმავლობაში ნაკლებად ხართ. საღამოს საათებში კარგია გაანიავოთ მთლიანი სახლი ბუნებრივი გზით.  გისურვებთ გრილ და ბედნიერ ზაფხულს!  ხოლო მათ ვინც კონდიციონერის ძიებაშია, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი წინა ბლოგი 6 მნიშვნელოვან რამეზე კონდციონიოერებზე უნდა იცოდეთ კონდინციონერის შეძენამდე.

სტატიის ავტორი:
Vestel Georgia
2021-07-28

სრულად ნახვა
ბლოგი 
5 მცენარე, რომელიც სახლში სუფთა და გრილი ჰაერის შენარჩუნებაში დაგეხმარება
სახლის მცენარეები სასარგებლო თვისებებით გამოირჩევიან. ისინი ასუფთავებენ, ფილტრავენ ჰაერს და ქმნიან ახალ ჟანგბადს, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ძალიან ცხელა. მიუხედავად იმისა, რომ Vestel- ის კონდიციონერი IACHR67FMDN საუკეთესო ვარიანტია თქვენს სახლში სუფთა და ცივი ჰაერის შენარჩუნებისათვის, გვსურს წარმოგიდგინოთ რამდენიმე სასარგებლო მცენარე რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ სახლში:  ალოე - ალოეს მცენარე შესანიშნავი არჩევანია სახლისთვის. გარდა იმისა, რომ მას უცხო ფოთლები აქვს და სახლის ინტერიერს მეტად დახვეწილს ხდის, მისი მოვლა და გახარება ადვილია. ალოეს სასარგებლო თვისებები ყველასთვის ცნობილია, იგი შესანიშნავია ჭრილობის, დამწვრობისა და სხეულის დეტოქსიკაციისთვის.  ასე რომ, გრილი და სუფთა ჰაერის შესანარჩუნებლად  გარდა ამისა,  მის ფოთლებზე გაჩენილი ყავისფერი ლაქების დახმარებით შეგვიძლია ჰაერში მავნე ქიმიკატების არსებობა შევიტყოთ.  ჩვეულებრივი სურო - სურო კიდევ ერთი მარტივად მოსავლელი მცენარეა, უნიკალური თვისებებით. ნასას მეცნიერებმა შეაფასეს სურო, როგორც სახლის საუკეთესო მცენარე ჰაერის ფილტრაციისთვის. იგი ასევე არის ყველაზე ცნობილი სახლის მცენარე ჰაერში მავნე ნაერთის, ფორმალდეჰიდის, გაფილტვრისთვის.  ფიკუსი - ფიკუსები იდეალურად ასუფთავებენ ჰაერს. მცენარე მოითხოვს მინიმალურ მოვლას, ხარობს ცუდ განათებასა და გრილ კლიმატურ პირობებში. ფიკუსები ეფექტურად წმენდენ ჰაერს და სახლში სუფთა ჟანგბადის წარმოქმნას უწყობენ ხელს.  წითელწახნაგოვანი დრაცენა - ეს ულამაზესი მცენარე შესანიშნავია თქვენი სახლის გასაფორმებლად, თუმცა მას მეტად სასარგებლო თვისებებიც გააჩნია. ეს მცენარე იდეალურია ჰაერიდან ისეთი ტოქსინების გასასუფთავებლად, როგორიცაა ქსილენი, ტრიქლორეთილენი და ფორმალდეჰიდი. ეს ნივთიერებები საფრთხეს უქმნიან ჩვენს ჯანმრთელობას, ამიტომაც დრაცენა ამ მხრივ შესანიშნავ საქმეს გვიკეთებს.  გველის მცენარე - გველის მცენარე დრაცენას ერთგვარი სახეობაა, რომელიც არაჩვეულებრივი არჩევანია სახლისთვის, რადგან სხვა მცენარეებისგან განსხვავებით, ის ღამით აქტიურად გამოყოფს ჟანგბადს. ეს უცნაური ფორმის მცენარე თქვენი სახლის ინტერიერს კიდევ უფრო გაალამაზებს, თანაც მას არ სჭირდება ბევრი წყალი და სინათლე და მარტივია მოსავლელად.  თუმცა, მცენარეებთან ერთად, გრილი და სუფთა ჰაერის შენარჩუნებაში Vestel-ის უახლესი  კონდიციონერები მარტივად დაგეხმარებათ. თანაც რიგ მოდელებზე მოქმედებს ფასდაკლება. ყველა კონდიციონერს კი, შეძენის შემთხვევაში უფასოდ დაგიმონტაჟებთ. იმედი გვაქვს ეს რჩევები დაგეხმარებათ სასიამოვნო და გრილი ზაფხულის გატარებაში.

სტატიის ავტორი:
Vestel Georgia
2021-07-27

სრულად ნახვა
ბლოგი 
როგორ გამოვიყენოთ სივრცე მაცივარში გონივრულად და ეკონომიურად
ზაფხული ის პერიოდია, როდესაც ყველაფერი გრილ მდგომარეობაში გვირჩევნია და მაცივრებიც ყველაზე გადავსებულია. ამიტომ სივრცის მაქსიმალურად გონივრულად ათვისება ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. მოდი, განვიხილოთ რამდენიმე ხრიკი, რომელიც მაცივარში სივრცის დაზოგვაში დაგეხმარებათ: 1. დაალაგეთ მსგავსი ნივთები ერთად, ისე რომ ყველაფრის დანახვა ერთი შეხედვით შეგეძლოთ კარგად დალაგებული ნივთები თქვენს მაცივარში უფრო მეტი სივრცის დატოვების საშუალებას იძლევა. ერთანირი ნივთები მიყოლებით მოათავსეთ თაორებზე, ასე მოიგებთ სივრცეს და დაზოგავთ დროს მათ მოსაძებნად.  და თუ ეს ყველაფერი თაროს ძალიან დატვირთავს, გახსოვდეთ რომ შედარებით ახალ მოდელებში არსებობს ფუნქცია V-shelf tech, რომელიც გულისხმობს რომ ყველა თარო მოქნილია და არ იმტვრევა, რაც ნიშნავს რომ მეტ პროდუქტსაც ბევრად მშვიდად დააწყობთ ზედ და სივრეც მეტი გექნებათ. თანაც აქვს ორ-ნაწილიანი თაროს მექანიზმი, რომლის გამოცურებაც კიდევ მეტ სივრცეს გიქმნით.  V-ლიფტიანი კარის განყოფილება. vestel-ის მაცივრის მოდელი: NF480EX   დაუთმეთ ერთი კონტეინერი იმ საკვებს, რომელთა ვადის ამოწურვის დროც მალე დგება და განათავსეთ ის მაცივრის წინა მხარეს, გამოსაჩენ ადგილას.  რამდენჯერ გადაგიგდიათ საკვები მხოლოდ იმიტომ, რომ მაცივრის შეუმჩნეევლ ადგილას ყოფნისგან ვადა გაუვიდა? განათავსეთ მოკლევადიანი ნივთები ერთად და რაც მთავარია შესამჩნევ ადგილას, რათა მისი გამოყენება მალევე შეძლოთ.  დაათარიღეთ ყველაფერი  მიუთითეთ და დაათარიღეთ ყველაფერი, მათ შორის ახალი ნივთებისა და ნარჩენების ჩათვლით. თითქოს ეს სივრცესთან პირდაპირ კავშირში არ არის, თუმცა ყველა ნივთის მარკირებით და დათარიღებით თქვენ თქვენდა უნებურად ბევრად მალე მოიხმართ ამ პროდუქტს და მოკლევადიანი საკვების ადგილსაც მალე გამოანთავისუფლებთ.  პროდუქტის ნაწილი შეგიძლიათ თაროზე ფურცლის საჭერით ჩამოკიდოთ მსუბუქი პროდუქტი შეგიძლიათ დანაყოფებიან თაროზე ფურცლის საჭერებით ჩამოკიდოთ რათა თაროდან თარომდე დარჩენილი სივრცეც გამოუყენებელი არ დარჩეს. გამოიყენეთ გამყოფები თქვენს უჯრებში ქვედა უჯრაში მეტი ადგილის მიღება შეგიძლიათ, თუ გამყოფებს დაამატებთ. გამყოფები გეხმარებათ ორგანიზებაში და და თანაც უზრუნველყოფს რომ პროდუქტების ერთმანეთთან მიბჯენის თავიდან არიდების პარალელურად სივრცე მაინც მაქსიმალურად ავითვისოთ.  იმედი გვაქვს ეს რჩევები დაგეხმარებათ იქონიოთ ბევრად გრილი და სასიამოვნო ზაფხული.

სტატიის ავტორი:
Vestel Georgia
2021-06-29

სრულად ნახვა
ბლოგი 
5 რჩევა, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც სარცეხ მანქანას ყიდულობთ
სარეცხი მანქანა იმ ტექნიკათაგან ერთ-ერთია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას აქტიურად გვიმარტივებს. ამიტომ, მისი შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, მითუმეტეს რომ სავარაუდოდ თქვენი არჩევანით წლების განმავლობაში იცხოვრებთ. სარეცხი მანქანის შერჩევისას, მნიშვნელოვანია თავდაპირველად თქვენი საჭიროებები განსაზღვროთ და შემდგომ მიიღოთ გადაწყვეტილება.  ჩვენ შევაგროვეთ 5 რჩევა, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც სარცეხ მანქანას ყიდულობთ. მიაქციე ყურადღება ტვირთამწეობას თუ დიდი ოჯახი გყავს, დაგჭირდება სარეცხი მანქანა, რომელსაც შეუძლია უფრო დიდი დატვირთვა მიიღოს, განსხვავებით პატარა ოჯახის მქონე ან მარტო მცხოვრები ადამიანისგან, რომელ შემთხვევაშიც მცირე ტვირთამწეობის სარეცხი მანქანაც საკმარისია და თანხაც დაიზოგება. ყველაზე დიდი ყურადღება მიაქციეთ გარეცხვის პარამეტრებს ბევრი სრულად ავტომატური სარეცხი მანქანა გთავაზობთ სხვადასხვა პროგრამებს სხვადასხვა ტიპის სარეცხისთვის, მაგალითად, დელიკატური, თეთრეულის, ჯინსების, შალის რეცხვა და სხვა. შეარჩიეთ სარეცხის მანქანა იმის მიხედვით, თუ რა პარამტერები გჭირდებათ ყველაზე მეტად საკუტარი კომფორტისთვის. და სანამ, თქვენს კომფორტზე ვსსაუბრობთ, თუ რეცხვის ხმაური ყველაზე მეტად გაწუხებთ ხოლმე, არსებობს მოდელები, რომლებიც ამ პრობლემასაც გადაგიჭრიან. ასეთი მოდელია WB812G - ვესტელის სარეცხებში ყველაზე ჩუმი მოდელი, რომლის ხმაურის დონეზეც მხოლოდ 39 DB-ია. ყურადრება მიაქციეთ როგორია მოდელის ბრუნვის ციკლი. ქსოვილისა და ტანსაცმლის ტიპების მიხედვით, რომლის გარეცხვაც გსურთ, მნიშვნელოვანია ტრიალის ციკლი, რომელიც აღინიშნება წუთში რევოლუციებით (ბრუნვები). დელიკატების ტრიალი მხოლოდ 300-500 ბრუნის ციკლზე უნდა მოხდეს, ხოლო უფრო ძლიერი ნივთების შემთხვევაში შესაძლებელია 1000 ბრუნი წამში. მნიშვნელოვანია თქვენს მანქანას სხვადასხვა ბრუნვის ციკლის შესრულება შეეძლოს. ამის ცოდნა დაგეხმარებათ საუკეთესოდ შეარჩიოთ სარეცხი მანქანა თქვენი საჭიროებების მიხედვით. მაგალითად თუ ძირითადად მძიმე მატერიის ქსოვილებს რეცხავთ, თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი იქნება სარეცხი მანქანა W1014 TDS - რომლის მონაცემია: 1400 ბრუნი წამში და შეუძლია ნებისმიერ მძიმე ქსოვილს იდეალურად გაუმკლავდეს.  გაითვალისწინეთ, რომ სარეცხი მანქანა სჯობს იყოს ენერგოეფექტური  რამდენად ეფექტურია თქვენი სარეცხი მანქანა, როდესაც საქმე ეხება ენერგიისა და წყლის დაზოგვას? ეკონომიური სარეცხი მანქანა ნიშნავს დანაზოგს გრძელვადიან პერსპექტივაში. ყურადღება მიაქციეთ ნიშნულს, სარეცხი მანქანები ფასდებიან A+++-დან (ყველაზე ეფექტური),  D-მდე (ყველაზე ნაკლებად ეფექტური). A+++-ის მქონე სარეცხი მანქანა ყველაზე მეტად უზრუნველყოფს გარემოს დაცვას. ამის კარგი მაგალითია სარეცხი მანქანა WB914L - ყველაზე ხელსაყრელი მოდელი Pyrojet ტექნოლოგიით.  დასვით კითხვა - აქვს თუ არა სარეცხ მანქანას საშრობი? თუ დაკავებული ცხოვრებით ცხოვრობთ და დრო არ გაქვთ გააშროთ სარეცხი, სარეცხ მანქანაში ჩამონტაჟებული საშრობი შესაძლოა თქვენთვის ზედგამოჭრილი ვარიანტი იყოს. ეს დაგიზოგავთ დროსაც და ენერგიასაც. ამის გაკეთებას თქვენ შეძლებთ Vestel-ის D 914 GDS (სარეცხი მანქანა საშრობით) მოდელით. იმედი გვაქვს მოცემული რჩევები დაგეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და ცხოვრებასაც გაგიმარტივებს.

სტატიის ავტორი:
Vestel Georgia
2021-06-28

სრულად ნახვა
ბლოგი 
6 მნიშვნელოვანი რამ, რაც კონდიცირების სისტემაზე უნდა იცოდე
ზაფხულის ცხელ დღეებში კონდიციონერი ყველასთვის სასურველი მეგობარია. თუმცა იმისთვის, რომ მან საკუთარი მოვალეობა კარგად შეასრულოს და ამასთანავე ნაკლები ელექტროენერგია დახარჯოს, მნიშვნელოვანია სწორად მოვუაროთ მას და რამდენიმე მთავარი ასპექტიც გავითვალისწინოთ. მოცემულ ასპექტებს სწორედ ამ ბლოგში გაგაცნობთ. არ გამოგრჩეთ ღამის რეჟიმის ფუნქცია არ გამოგრჩეთ, რომ კონდიციონერების ნაწილს აქვს ღამის რეჟიმში მუშაობის ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც იგი გარკვეული დროის შემდეგ აგდებს ბრუნს და ტემპერატურას და ბოლოს ითიშება. ეს დაგეხმარებათ იძინოთ მშვიდად და უსაფრთხოდ, იდეალურ ტემპერატურაში. განათავსეთ ნათურები და სხვა სითბოს მწარმოებელი მოწყობილობები შორს თერმოსტატისგან  თქვენს თერმოსტატთან სითბოს გამომამუშავებელი მოწყობილობების ქონა მას ეტყვის, რომ თქვენს სახლში ჰაერი თბილია და უფრო მეტად უნდა გაცივდეს, რაც სისტემის მუშაობას უფრო დიდხანს და უფრო მეტი დატვირთვით განაპირობებს და გადატვირთავს მას. დახურეთ ფარდები და ჟალუზები დღის სიცხეში  როდესაც თქვენს სახლში პირდაპირ მზე ხვდება ფანჯრებს, ფარდების ან ჟალუზების დახურვით შეიძლება ამ სითბოს შეკავებაში დაგვეხმაროს და კონდიციონერის ძალისხმევაც დავზოგოთ.  გახსოვდეთ, რომ მშვიდად შეგიძლიათ ჩართული დატოვოთ კონდენციონერი, მაშინაც როდესაც სახლში არ ხართ ინვერტერი კონდიციონერები ოთახში ბევრი ადამიანის ყოფნისას მეტ ენერგიას ხარჯავენ. ხოლო როდესაც ადამიანები ტოვებენ მოცემულ სივრცეს, კონდიციონერიც ნაკლები ინტენსივობით მუშაობს, ენერგიასაც ნაკლებად ხარჯავს და ოთახსაც იცავს გადაცივებისგან. ამიტომ თუ სადმე გასვლისას კონდიცირება ჩართული დაგრჩათ, ბევრსაც ნუ ინერვიუელბთ. დახურე გამოუყენებელი სივრცეები  იმისთვის რომ ცივი ჰაერის მასა მთელს სახლში არ გაიფანტოს, დახურე ის ოთახები სადაც არ გიწევს მუდმივად ყოფნა. ასე სახლის სიგრილეს უფრო დიდხანს და სტაბილურად შეინარჩუნებ.  გამოიყენე ენერგოეფექტური პარამეტრები  ისარგებლეთ თქვენი ენერგოეფექტურობის პარამეტრებით. კონდიციონერს აქვს ისეთი პარამეტრები, რომლებზეც შესაძლოა აქამდე არც კი გსმენია, თუმცა ტექნიკის საერთო ეფექტურობას და ენერგიის მოხმარების შემცირებას საკმაოდ აუმჯობესებს. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტური მოდელია Flora Inverter, რომელსაც აქვს ტურბო რეჟიმიც, ტაიმერიც, ღამის რეჟიმიც და სხვა.    იმედი გვაქვს, სანამ ამინდი დღითიდღე ნელ-ნელა თბება და ყოველი ჩვენგანი კონდინციონერების აქტიურად გამოყენებას ვიწყებთ, მოცემული რჩევები ცოტა მაინც დაგეხმარებათ ჯანმრთელად შეინახოთ კონდიცირების სისტემა და მშვიდად და გრილად გაატაროთ ზაფხული.  

სტატიის ავტორი:
Vestel Georgia
2021-06-23

სრულად ნახვა
აქციები 
განსაკუთრებული საზაფხულო შეთავაზება კონდიციონერებზე
არ გამოტოვო ცხელი ზაფხულის მთავარი შეთავაზება! შეიძინე ჩვენი კონდიციონერები და ჩვენ დაგიმონტაჟებთ უფასოდ

სტატიის ავტორი:
Vestel Georgia
2021-06-17

სრულად ნახვა
ბლოგი 
8 ხრიკი, რომელიც სამზარეულოში ფუსფუსს უფრო სასიამოვნოს გახდის
სამზარეულოში ფუსფუსთან ყველას თავისი დამოკიდებულება აქვს - ზოგს უყვარს, ზოგი ცდილობს მუდამ თავიდან აირიდოს ეს საქმე, ზოგს კი მის გარეშე საერთოდაც არ შეუძლია. თუმცა, რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს სამზარეულოსთან, არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომელიც ფუსფუსის პროცესსაც მეტად სახალისოს გახდის და ცხოვრებასაც გაგიმარტივებთ.  გაყინეთ ყავა ამაზე შესაძლოა უკვე გიფიქრიათ კიდეც, და თუ ასეა - დროა აუცილებლად სცადოთ! ყავის საყვარელი მიქსის ყინულის ფორმებში გაყინვა ერთდორულად დროის დაზოგვის კარგი ხერხი და თან ყველაზე არომატული ცივი ყავის ნებისმიერ დროს მომზადების საშუალებაა. ყავის მიქსით გაკეთებულ ყინულის კუბებს ნებისმიერ დროს გაალღვობთ ცოტაოდენ წყალთან ერთად და ყავაც მზადაა. გაახანგრძლივეთ თქვენი ბანანის სიცოცხლე ღეროების შეფუთვით  იმისთვის, რომ ბანანი ყვითლად უფრო დიდხანს შეინახოთ, თითოეული ღერო გაახვიეთ პოლიეთილენის ცელოფანში. ეს ხელს უწყობს ბუნებრივად წარმოიქმნას ეთილენის აირი მხოლოდ ნაყოფის ღეროში, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მთელს ბანანზე გავრცელდება და დაჩქარდება დამწიფების პროცესი.  თუმცა, არსებობს ამის უფრო მარტივი გზაც - Vestel-ის მაცივრების ერთ-ერთი უახლესი ფუნქცია Maxi Fresh სწორედ ამისთვის არის ზედგამოჭრილი - Maxi Fresh მექანიზმი ეთილენის გავრცელებას უშლის ხელს, რისი მეშვეობითაც ხილი უფრო დიდხანს ინარჩუნებს სიახლეს. ცივი საკვებისა და სასმელებისთვის გამოიყენეთ გაყინული ჭურჭელი  ისევე, როგორც ცივი ლუდის გემო საუკეთესოა და უფრო ცივი რჩება გაციებულ ჭიქაში, ჯამი ნაყინიც კიდევ უფრო გემრიელი იქნება, თუ მას გაყინულ ჭურჭელში მიირთმევთ. ამიტომ, შეინახეთ ჭურჭელი საყინულეში მთელი ღამით, სანამ მის გამოყენებას გადაწყვეტთ.  გაარჩიეთ ნიორი კონტეინერში მისი შენჯღრევით თუ ცხოვრების გამარტივება გსურთ, მოათავსეთ ნივრის კბილები სახურავიან კონტეინერში. კარგად შენჯღრევის შემდეგ კანი სრულად მოძვრება ნიორს და მზად იქნება გამოსაყენებლად.  შეამოწმეთ კვერცხის ვარგისიანობა წყალში თუ არ ენდობით თქვენს კვერცხის კოლოფზე მითითებულ თარიღს, ვარგისიანობის კიდევ ერთ საზომად ჭიქა წყალი გამოდგება. შეავსეთ მაღალი ჭიქა წყლით, შემდეგ კი ფრთხილად ჩადეთ კვერცხი შიგნით. თუ იგი ჩაიძირება და ფსკერთან გაჩერდა, კვერცხი ახალია, ხოლო თუ მან ტივტივი დაიწყო წყლის ზედაპირზე, რაც ნიშნავს რომ მის შიგნით უკვე გარკვეული გაზები გამოიყო, ესე იგი ვადაგასულია.   გაათბეთ პიცა ტაფაზე  თუ პიცის ნაჭერს ათბობთ, გამოიყენეთ ტაფა. დადგით ტაფა საშუალო ცეცხლზე ერთი წუთით, დაამატეთ ორიოდე წვეთი წყალი ორთქლისთვის და დაახურეთ სახურავი. ეს დაგეხმარებათ იდეალურად გაათბოთ პიცა მისი ძალიან გამოშრობისა და ღუმელის ჩართვის გარეშე. ამისათვის ჩვენი Vestel Solo Cooker GURME-ს 8-რეჟიმიანი გაზქურა იდეალური ვარიანტია. დასრისეთ ლიმონი მარტივად გასაწურად თუ თქვენი ლიმონი ქვასავით მაგარია ხოლმე, როდესაც მის დაწურვას ცდილობთ, შეგიძლიათ ამ ხრიკს მიმართოთ: სანამ მათ შუაზე გაჭრით, ხელის გულით აგორავეთ ის ხის დაფაზე. ეს დაარბილებს ნაყოფს და შემდგომში წვენის გამოყოფას გაამარტივებს.  საუკეთესო კვერცხის შესაწვავად გამოიყენეთ მაფინის ფორმა  თუ ძალიან გემრიელი კვერცხის შეწვა გინდათ, მაფინის თითოეული ჭიქა შეავსეთ სუფრის კოვზი წყლით, შემდეგ კი თითოეულ ღრუში მოათავსეთ კვერცხი. აცხვეთ 350 გრადუსზე 10-დან 13 წუთის განმავლობაში. გემოვნების მიხედვით დაამატეთ ავოკადო, ბულგარული, პომიდორი ან ნებისმიერი ბოსტნეული.  იმედი გვაქვს დღეიდან სამზარეულოში ფუსფუსი თქვენთვის კიდევ უფრო მარტივი და სახალისო გახდება.

სტატიის ავტორი:
Vestel Georgia
2021-06-07

სრულად ნახვა
ბლოგი 
10 ნივთი, რომელიც არასდროს უნდა მოათავსო ჭურჭლის სარეცხ მანქანაში
ჭურჭლის სარეცხი მანქანა ის ტექნიკაა, რომელიც სამზარეულოში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ხელით რეცხვის ნაცვლად, შესაძელებლია საქმე მას მივანდოთ და თავად დავზოგოთ ეს დრო და ენერგია. თუმცა, ჭურჭლის სარეცხი მანქანის ქონით გამოწვეული კომფორტი, შეგვიძლია კიდევ უფრო დიდ კომფორტად ვაქციოთ თუ მას აბსოლუტურად სწორად გამოვიყენებთ და თავიდან ავირიდებთ იმ პატარ-პატარა შეცდომებს, რომლებსაც ამ ტექნიკის გამოყენებისას ხშირად უშვებენ ხოლმე. სწორედ ამ მიზნით, ახლავე მოგიყვებით რა 10 ნივთი არ უნდა მოათავსოთ თქვენს სარეცხ მანქანაში არასდროს: ხის კოვზები, თასები და საჭრელი დაფები ხის ნივთები ჭურჭლის მანქანაში არ თავსდება, ვინაიდან ჩალბობითა და მაღალ გრადუსზე გარეცხვით ისინი ზიანდება და შემდგომში შეიძლება სხვა ჭურჭელიც დააზიანოს. ამასთან მას შეუძლია მოაშოროს ხის ჭურჭელს ნატურალური ზეთები, რომელიც ხის ნივთების გამოსაშრობად გამოიყენება. ზეთის მოშორება კი ნივთის გაბზარვას და გაფუჭებას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ სჯობს ისინი სარეცხ მანქანაში არ მოვათავსოთ. გაწმინდეთ ისინი თბილი წყლით და არ გააჩეროთ სისველეში დიდხანს.  თუჯის ჭურჭელი თუჯის ტაფები საკმაოდ გამძლეა თუ მათ სწორად მოვუვლით. იმისთვის, რომ თუჯი არ დაიჟანგოს და საკვები არ მიეკრას, მასზე ზეთს ვათავსებთ ხოლმე. ჭურჭლის სარეცხი მანქანა კი მას ამ ზეთისგან სრულად წმენდს და ტაფას გამოუსადეგარს ხდის. მაშინაც კი, თუ თქვენი თუჯის ჭურჭელი ძალიან დასვრილია და ფიქრობთ, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა მისი გაწმენდის მარტივი გზაა, თავი აარიდეთ ამ პროცედურას. ალუმინის ტაფები და ჭურჭელი  თუ ოდესმე ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ერთჯერად ალუმინის კონტეინერს ჩადებთ, ნახავთ რა მოხდება - ალუმინი დაიწყებს დნობას და ფორმის ცვლილებას.  იგივე შეიძლება დაემართოს თქვენს ალუმინის ქვაბებს, ტაფებსა და საცხობ ფორმებს. თუ ალუმინი არ არის ანოდირებული, მკაცრმა სარეცხმა სასუალებამ შეიძლება მისი კოროზია გამოიწვიოს. ამიტომ, ალუმინის ჭურჭელთან მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ! პრინტიანი ან ხელით მოხატული ჭურჭელი  ბოლო დროს მინის ჭურჭელზე კომერციული ბეჭდვის ტექნიკა ბევრად გაუმჯობესებულია, თუმცა მათი მოთავსება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მაინც არ არის ყოველთვის კარგი იდეა. ძლიერმა სარეცხმა საშუალებამ და წყლის ჭავლმა შესაძლოა ჭურჭელს რამდენიმე გარეცხვაში საღებაცი მოახილოს და ხელთ აღარც ისე ლამაზი ჭურჭელი შეგრჩეთ.       5. თხელი პლასტმასის კონტეინერები  ძალიან მაღალი ტემპერატურა პლასტმასის დნობასა ან გახრწნას იწვევს. ამიტომ თხელი პლასტმასის კონტეინერები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოსათავსებლად ასევე ცუდი კანდიდატია. თუმცა, თუ მაინც გესაჭიროებათ მსგავსი ჭურჭლის სწრაფად და ტექნიკის დახმარებით გარეცხვა, აუცილებლად დააკვირდით თუ აქვს მინიშნება, რომ შესაძლებელია მისი ჭურჭლის მანქანაში გარეცხვა და ამის შემდგომაც მხოლოდ დაბალ გრადუსზე გარეცხეთ. გარეცხვის შემდგომ კი ამოიღეთ ისინი ჭურჭლის სარეცხი მანქანიდან, რათა ჰაერთან-შეხებით თავად გაშრეს. სამზარეულოს დანები დანები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოთავსება საკმაოდ დიდი შეცდომაა.  სარეცხი საშუალებები ხშირად აბლაგვებს დანის პირს და უკარგავს მას თავდაპირველ ფუნქციას. გარდა ამისა, ცხელი წყალი და სითბო ალღობს და ფორმას უცვლის დანის სახელურებს.  მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ვესტელის მაღალი სეგმენტის ჭურჭლის სარეცხ მანქანებს (მაგალითად  Vestel D 414 X-ს) აქვს მესამე კალათა, რაც სამზარეულოს დანების რეცხვის საშუალებასაც იძლევა. ეს არის დამატებითი ზედა თარო რომელშიც იდება დანა-ჩანგლები, პატარა ლამბაქები და ყავის ჭიქები. ვინტაჟური ჭურჭელი და ფაქიზი შუშა ვინტაჟური, ფაქიზი ჭურჭელი და ხელით ნაწრთობი მინა ძალიან მგრძნობიარეა სითბოს მიმართ, ამიტომ მათი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოთავსება არც ისე კარგი იდეაა. ამასთან, ძლიერი სარეცხი საშუალებები მათ ბრწყინვალებას უკარგავს.  თუმცა, ზოგიერთ თანამედროვე მოდელს (მაგალითად, ზემოთხსენებულ D414-ს) აქვს ორთქლით წმენდის ფუნქცია - ეს ფუნქცია არბილებს ჭუჭყს და მაღალი ტემპერატურისა და პირდაპირი ორთქლის მეშვეობით ხდება შედარებით ნაზი ჭურჭელის გარეცხვა.  სპილენძის ტაფები და კათხები   სპილენძის ტაფები და კათხები კლასიკური და ლამაზია, მაგრამ მოითხოვს დამატებით ძალისხმევას, რომ ისინი მბზინვარე და ნათელი იყოს. არ გაირთულოთ საქმე მათი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოთავსებით. ჭურჭლის სარეცხი ფხვნილის მკაცრი ქიმიკატები უარყოფითად მოქმედებენ მათზე და უკარგავენ ბრწყინვალებას.  უკრობი ტაფები ყველა ქვაბი და ტაფა, რომელსაც არ აქვს წებოვანი საფარი, არ უნდა მოვათავსოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. ცხელმა წყალმა შესაძლოა ჭურჭლის გახრწნა გამოიწვიოს, ხოლო მძლავრმა ჭავლმა შესაძლოა გატეხოს არაწებოვანი საფარი.  ქაღალდის ეტიკეტებიანი ჭურჭელი ჭურჭლის სარეცხ მანქანებს შეუძლიათ გაასუფთაონ და მოაშორონ ქაღალდის ეტიკეტები. ქაღალდის ამ ნაჭრებს შეუძლიათ ჭურჭლის სარეცხი მანქანის სადრენაჟოში მოთავსება ან სხვა ჭურჭელზე მიკრობა. არეულობის თავიდან ასაცილებლად არ გარეცხოთ ქაღალდის ეტიკეტებიანი ჭურჭელი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.  იმედი გვაქვს, ეს რჩევები თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანასთან ურთიერთობას უფრო კომფორტულს გახდის. 

სტატიის ავტორი:

2021-06-02

სრულად ნახვა
ბლოგი 
როგორ გავანაწილოთ პროდუქტები მაცივარში
ჯანსაღი პროდუქტების შეძენა და მომზადება ყოველდღიური ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრესი ნაწილია. ამ დროს არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ უნდა გავანაწილოთ და შევინახოთ შეძენილი პროდუქტი მაცივარში სწორად და მაქსმალურად ეფექტურად. მაცივრის ყოველ ნაწილს თავისი ინდივიდუალური დანიშნულება და სპეციფიკა აქვს. სწორედ ამის მიხედვით შეგვიძლია განვსაზღვროთ რომელი პროდუქტის განთავსება რომელ განყოფილებაშია უმჯობესი.  რა თავსდება საყინულეში? მოდი, დავიწყოთ საყინულით. საყინულე მაცივრის ერთ-ერთი ყველაზე ინდივიდუალური განყოფილებაა. საყინულის მთავარი მიზანი, ცხადია, პროდუქტის მაქსიმალურად გაყინვა და გრძელვადიანად შენახვაა. ამიტომ ყველაფერი, რაც გვინდა რომ გაყინულ კონდიციაში შენარჩუნდეს, იქნება ეს რაიმე სახის ხილი, ბოსტნეული, ხორცი თუ თავად ყინული, მოცემულ განყოფილებაში უნდა განვათავსოთ. საყინულეში ასევე შეგვიძლია შევინახოთ გარკვეული სახის ცომები - ფენოვანი, მზა პიცა და სხვა (თუმცა არა საფუარიანი ცომი - საფუარიანი ცომი საყინულეში გაფუჭდება). ამასთან, გაითვალისწინეთ - საყინულეში ნებისმიერი პროდუქტი მჭიდრო შეფუთვით უნდა მოთავსდეს, რათა დავიცვათ ის გაფუჭებისგან. ამასთან, უმჯობესია თავიდან ავირიდოთ მინისა თუ ალუმინის ჭურჭლის გამოყენება, რომელიც შესაძლოა დაიმსხვრეს ან გაიბზაროს.  ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია მოცემული განყოფილება დრო და დრო გამოვრთოთ და გავწმინდოთ. ზედა და შუა თაროები ზედა და შუა თაროებზე მუდამ უმჯობესია განვათავსოთ მზა საკვები; მაგალითად: რძის ნაწარმი, ნახევარფაბრიკატები და წინა დღის მორჩენილი ვახშამიც. ეს ყველაფერი შენახული უნდა იყოს კარგად მოხუფულ კონტეინერებში, რათა დავიცვათ გაფუჭებისგან. ამასთან, მნიშვნელოვანია მსგავსი საკვების უმი პროდუქტებისაგან მოშორებით განთავსება, რათა სხვადასხვა მავნე ბაქტერიამ მათთან არ მიაღწიოს. ზედა თაროზევე შეგვიძლია მოვათავსოთ გაზიანი სასმელი თუ წვენებიც. ქვედა თარო ქვედა თაროზე საუკეთესო ვარიანტში უმი საქონლისა თუ ფრინველის ხორცი, ან თევზი შეგვიძლია განვათავსოთ. ცხადია ესეც კარგად-მოხუფულ კონტეინერებში უნდა მოთავსდეს, რათა ერთმანეთს არ შეეხოს და თავიდან ავირიდოთ მათი სისველის გადასვლაც სხვა უმ პროდუქტებზე.  ბოსტნეულის განყოფილება ხილი და ბოსტნეული უმჯობესია მოვათავსოთ ბოსტნეულის განყოფილებაში. განყოფილებაში მოთავსებამდე უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს კარგად გარეცხილი შენახვამდე. ამასთან, მსგავსი პროდუქტი უნდა შევახვიოთ ქაღალდის ან პოლიეთილენის პარკში და დავუტოვოთ ჰაერის გამტარობა, რათა თავიდან ავირიდოთ პროდუქტის გაფუჭება. კონკრეტულად სალათის ფოთლებისა თუ მწვანილის შენახვის საუკეთესო გზა კი მათი ნოტიო ხელსახოცში გახვევა და თაროს შუა ან წინა ნაწილში მოთავსებაა, რათა მეტ ხანს გაძლოს და დავიცვათ გამოშრობისაგან. ეს იმიტომ, რომ მაცივრის უკანა კედლებზე ტემპერატურა ყველაზე დაბალია, და მათთან შეხებამ შესაძლოა მწვანილი საჭიროზე მეტად გაგვიყინოს და გაგვიფუჭოს. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც უნდა გავითვალისწინოთ არის შემდეგი: ყველა ხილისა და ბოსტნეულის ერთმანეთის მახლობლად მოთავსება არც ისე კარგი იდეაა. უამრავ ხილი, მათ შორის ვაშლი, ატამი, ქლიავ, მსხალი, ნესვი თუ სხვა, ეთილენს გამოყოფს, რაც მათ დამწიფებაში ეხმარება, შესაბამისად მოცემული სახის ხილის მოთავსებამ შესაძლოა დამწიფებისა და გაფუჭების პროცესი ბოსტნეულშიც დააჩქაროს. ამის ასარიდებლად უმჯობესია ხილი და ბოსტნეული მუდამ ერთმანეთისაგან განცალკევებით შევინახოთ. Vestel-ის ზოგიერთ თანამედროვე მაცივარში კი სპეციალურად ამ სახის პროდუქტებისთვის არსებობს მაქსიფრეშის მექანიზმი, რომელიც ხილ-ბოსტნეულის სიჯანსაღის მაქსიმალურად შენარჩუნებას უზრუნველყოფს. კარების განყოფილება კარების განყოფილება მაცივრის ყველაზე თბილი და მარტივად მისადგომი ნაწილია, ამიტომ ამ ადგილას ჯობია განვათავსოთ ის საკვები თუ სასმელი რომელიც ყველაზე ნაკლებ მალფუჭებადი და სითბოს მიმართ ყველაზე რეზისტენტულია. ეს შეიძლება იყოს საწებლები, სასმელი, და სხვა.  თუ თქვენც ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ხართ, რომელიც კვერცხსა და რძის ნაწარმს კარებთან ათავსებს, რათა ხშირად გამოყენებადობის გამო მარტივად მისწვდეს, გირჩევთ რომ ამ ხერხს აღარ მიმართოთ - რძის ნაწარმი უმჯობესია ზედა ან შუა თაროებზე დავტოვოთ, სადაც მათთვის ზედგამოჭრილი ტემპერატურაა და მალე გაფუჭების ნაკლები შანსია. და რადგან ეს მარტივად მისადგომი განყოფილება ასე ძალიან გვიყვარს, შეგვიძლია აქვე განვათავსოთ პროდუქტი, რომლის ყველაზე მალე მოხმარებასაც ვაპირებთ. თანაც თანამედროვე მაცივრების V-lift ტექნოლოგიის გამოყენებით შეგვიძლია მოცემული თარო დავაყენოთ ზუსტად იმ სიმაღლეზე, რომელიც მოგვიხერხდება. V-lift ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ კარების თაროს მდებარეობა არეგულიროთ და მოირგოთ საკუთარ თავზე. მსგავსი ტექნოლოგიის მაცივრები უკვე არის გაყიდვაში და მათი შეძენა ონლაინაც შესაძლებელია. V-ლიფტიანი კარის განყოფილება. vestel-ის მაცივრის მოდელი: NF480EX   პატარა ბონუს-ფაქტიც მაცივრის შიგთავსზე: ახალი მაცივრების ნაწილს (Vestel-ის პროდუქციიდან: მაცივარი NF480EX, მაცივარი NF480A+ და სხვა) NATURAL ION ტექნოლოგია აქვს, რაც იმას გულისხმობს რომ ამ ტექნოლოგიის მეშვეობით უარყოფითი იონები ჰაერში უსიამოვნო სუნს და მტვრის ნაწილაკებს ანეიტრალებს, და ხილისა და ბოსტნეულის შენახვის პერიოდი 2-ჯერ უფრო იზრდება! და რაც მთავარია! ნებისმიერი თაროს შემთხვევაში, არ დაგავიწყდეთ რომ მაცივრის შიდა ტემპერატურა უნდა მერყეობდეს 2-დან 8 გრადუსამდე, რათა მავნე ბაქტერიების გავრცელება თავიდან მაქსიმალურად ავირიდოთ.  

სტატიის ავტორი:
Vestel Georgia
2021-05-20

სრულად ნახვა
 
მიიღე ფასდაკლება მეორე და მესამე შენაძენზე!
1-დან 17 მაისის ჩათვლით, აირჩიე შენთვის სასურველი მსხვილი ტექნიკა და მიიღე ნებისმიერ მეორე შენაძენზე რეალური 10%-იანი, ხოლო ყოველ მეასამე შენაძენძე 15%-იანი ფასდაკლება. დაზოგე ფინანსები ვესტელთან ერთად

სტატიის ავტორი:
Vestel Georgia
2021-05-04

სრულად ნახვა
აქციები 
მიიღე 15% ფასდაკლება მეორე შენაძენზე
ძველი ტექნიკის ერთიანად განაახლება გადაწყვიტე? იქნებ ახალი სახლისთვის ეძებ ხარისხიან საყოფაცხოვრებო ტექნიკას? აირჩიე შენთვის სასურველი მსხვილი ტექნიკა და მიიღე ნებისმიერ მეორე შენაძენზე რეალური 15%-იანი ფასდაკლება. დაზოგე ფინანსები ვესტელთან ერთად

სტატიის ავტორი:
Vestel Georgia
2021-04-02

სრულად ნახვა
აქციები 
სპეციალური ფასდაკლება აპრილში!
ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ შენზე და გამორჩეულ ფასებს გთავაზობთ   მოცემული ორი გაზქურიდან ერთ-ერთის შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად გამწოვი გადმოგეცემა გაზქურა F66G31W + გამწოვი AD-6001 B - 949 ლარი (ნაცვლად 1148₾) გაზქურა F66E31X + გამწოვი AD-6001 S - 999 ლარი (ნაცვლად 1249₾) გემირელი კერძების მოსამზადებლად ხომ მხოლოდ ინგრედიენტები არაა საკმარისი.  მრავალფუნქციური გაზქურა თითოეულ კერძს განსაკუთრებულად გემრიელს გახდის.  დაზოგე ფინანსები  ვესტელთან ერთად 

სტატიის ავტორი:
Vestel Georgia
2021-04-01

სრულად ნახვა