ჩვენ შესახებ

ვესტელმა საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება 1984 წელს დაიწყო.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ის ინვესტიციების მუდმივ განხორციელებას უწყობს ხელს, რათა მომხმარებელთა ცვალებად მოთხოვნებზე მორგების მიზნით, აწარმოოს ინოვაციური და სრულყოფილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
ვესტელი - ის ბრენდია, რომელიც ზრუნავს თქვენს დროსა და ენერგიაზე და გთავაზობთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, ყოველდღიური საშინაო საქმეების მოსაგვარებლად.
ჩვენი მიზანია პროდუქციის უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფა და უწყვეტი განვითარება, რასაც კვლევებში მუდმივი ინვესტირებით ვაღწევთ.
მდგრადი განვითარების მიზნით, მომხმარებელს ვთავაზობთ მოთხოვნად საყოფაცხოვრებო ტექნიკას ხელმისაწვდომ ფასად, რადგან გვჯერა, რომ ხარისხიც და ტექნოლოგიებიც თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი, ვესტელის საწარმოები 1.1 მილიონ კვადრატულ მეტრს იკავებს, სადაც დასაქმებულია 16 000-ზე მეტი რაოდენობის ადამიანი.
ჩვენი წლიური წარმოება 35 მილიონ ერთეულს აჭარბებს, ხოლო წარმოებული ტექნიკის ექსპორტს მსოფლიოს 140 ქვეყანაში ვახორციელებთ.
ვესტელის ინოვაციური და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება, საკუთარ სახლში ჰარმონიის მიღწევაში დაგეხმარებათ. ვესტელის ტექნოლოგიების არჩევით, თქვენ დანერგავთ მსოფლიო ტრენდებს საკუთარ სახლში და გახდებით ჩვენი გლობალური ოჯახის წევრი.
ვესტელის მაღაზიათა ქსელში ნებისმიერი შემოსავლის მქონე პირს შეუძლია შეარჩიოს და შეიძინოს მისთვის სასურველი საყოფაცხოვრებო ტექნიკა 5 წლიანი გარანტიით, უფასო მიტანითა და მონტაჟით.
ჩვენი სერვის ცენტრი კი, მუდმივ მზადყოფნაშია გეწვიოთ გამოძახების ლოკაციაზე და დაგეხმაროთ ნებისმიერი ტექნიკური შეფერხების აღმოფხვრაში.
ვესტელში, მომხმარებლების ინტერესებზე მორგებული, 0%-იანი, 24 თვიანი, სწრაფი და სხვა მრავალი განვადება მოქმედებს.
1994 წელს, Vestel Ticaret A.Ş–ს მიენიჭა ISO 9001 ხარისხის სტანდარტის აკრედიტაცია, რაც ინდუსტრიის წამყვანი სტანდარტებისა და ხარისხის მართვის კრიტერიუმების შესაბამისია.
ვესტელის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, შპს მატექს ჯორჯია არის.