vestel

აღდგომა ახლოვდება და სააღდგომო სუფრის მთავარი კომპონენტი, სააღდგომო კვერცხები ნელ-ნელ უფრო აქტიური გახდება. 

კვერცხების შესაღებად ზოგი დიასახლისი ტრადიციულ და ბუნებრივ საღებავებს ანიჭებს უპირატესობას, ზოგს კი ხელოვნური საღებავები ურჩევნია. კვერცხის შეღებვის ბევრნაირი საშუალება არსებობს და დღეს ამ ბლოგში განვიხილავთ ყველაზე გავრცელებულ, ენდროს ფესვებით შეღებვის მეთოდს.

სასურველია, რომ მოხარშვამდე კვერცხები ოთახის ტემპერატურაზე გააჩეროთ. მოხარშვამდე 15-20 წუთით ადრე კი ცივ წყალში ჩააწყოთ.

იმისთვის, რომ საღებავი კვერცხზე თანაბრად გადანაწილდეს და არ აჭრელდეს. სასურველია, კვერცხები გარეცხოთ.

ენდროს ფესვების ნახარშის მოსამზადებლად ერთი შეკვრა ენდრო კარგად გარეცხეთ, შემდეგ წვრილად დააქუცმაცეთ ან დაჩეჩქვეთ და კვერცხების მოსახარშ ჭურჭელში ჩაყარეთ.

ჩაამატეთ ხახვის (უმჯობესია წითელი ჯიშის) გარეთა ფურცლები.

დაამატთ 2-3 ჩაის კოვზი მარილი და ლიტრანახევარი წყალი.

ქვაბი დადგით ცეცხლზე, დაამატეთ ნახევარი ჭიქა ძმარი და 15- 20 წუთი ადუღეთ.

შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და შეაგრილეთ.

ამ შეგრილებულ მასაში ჩააწყვეთ 15 კვერცხი და  15-20 წუთი ადუღეთ. მოხარშული კვერცხები ფრთხილად ამოიღეთ ენდროიანი ქვაბიდან და ცივი წყლით სავსე ჭურჭელში ჩაალაგეთ. ცივ წყალში 10 წუთი გააჩერეთ, რათა შეღებილი კვერცხები ადვილად გაიფცქვნას. 

ცივი წყლიდან ამოღების შემდეგ გააშრეთ და თითოეული კვერცხი ზეთში დასველებული სუფთა ნაჭრით გააპრიალეთ. 

სააღდგომო კერძების მომზადებას ვესტელის სამზარეულოს ტექნიკა გაგიმარტივებთ. ხუთ კამფორიანი გაზქურა და ჩასაშენებელი ღუმელი დაგიზოგავთ დროს, ენერგიას და შეძლებთ საყვარელ დამიანებთან უფრო მეტი დრო გაატაროთ. 

ვესტელი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

 

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2024-04-16