vestel

სახლში დამზადებული და მაცივრიდან ახალგამოღებული ნაყინი საუკეთესო გაგრილების საშუალებაა ზაფხულის ნებისმიერ პერიოდში. ნაყინის ამ რეცეპტს შეიძლება ვუწოდოთ უმარტივესი და საუკეთესო სახლის პირობებში. 

სულ რაღაც ხუთი მარტივი ინგრედიენტის საშუალებით, გლუვი და კრემისებური ვანილის ნაყინი თქვენს მაცივარში იქნება.

რაც ყველაზე მთავარია ნაყინის დამზადება შესაძლებელია აპარატის გარეშე, დაგჭირდებათ მხოლოდ რამდენიმე სახის ჭურჭელი და მაცივარი! 

მოდით, დავიწყოთ! ინგრედიენტები შემდეგია: 

1¾ ჭიქა ნაღები

1¼ ჭიქა რძე

¾ ჭიქა შაქარი

⅛ ჩაის კოვზი მარილი 

1 სუფრის კოვზი ვანილის ექსტრაქტი 

სურვილისამებრ: 2 ჭიქა დანამატი - რბილი ბრაუნი, ფუნთუშები ან დაფშვნილი ორცხობილა. 

ჩაასხით ნაღები ქვაბში და დაუმატეთ შაქარი, მარილი. დაამატეთ ცოტა ან ნახევარი ვანილის ექსტრაქტი, კარგ იქნება ვანილის ჯოხსაც თუ ჩააგდებთ გემოსთვის. დადგით ნარევი საშუალო ცეცხლზე და მოურიეთ სანამ შაქარი დაიშლება. გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ დარჩენილი ნაღები, რძე და ვანილის ექსტრაქტი. აურიეთ, რომ მასა შეერწყას ერთმანეთს. შემდგომ კი შედგით Vestel-ის მაცივარში გასაცივებლად. საუკეთესო მოდელი ამისთვის საუკეთესო გაყინვის სისტემით არის Vestel-ის მაცივარი NFC350 A+ და Vestel-ის მაცივარი NF500EX.

გემრიელად მიირთვით!

ნახევარ საათში მასა გამოიღეთ მაცივრიდან და მოურიეთ. ამოიღეთ ვანილის ჯოხი (თუ გამოიყენებთ), მზა ნაყინი გადაიტანეთ სასურველ ფორმებში და მოათავსეთ საყინულეში. 

ერთი საათის შემდეგ შეგიძლიათ სურვილებისამებრ გააფორმოთ ნაყინი და ისიამოვნოთ გემრიელი დესერტით!

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2021-07-29