vestel

შობის დღესასწაული ახლოვდება და ამ დღეს ყველა ოჯახს განსაკუთრებით ამშვენებს საშობაო სუფრა. ტრადიციების მოყვარულები, ისევე, როგორც ახალ წელს, დიდ ყურადღებას აქცევენ 7 იანვრის მენიუსაც. 

ამ ბლოგში განვიხილავთ რა კერძები უნდა იყოს ქართულ საშობაო სუფრაზე და გაგიზიარებთ ქართული ტრადიციული შობა-ახალი წლის დამაგვირგვინებელი ტკბილეულის, გოზიაყის მომზადების წესს.

შობა-ახალი წლის სუფრა ქართულ ტრადიციასა და სტუმართმოყვარეობას ეფუძნება. მოხარშული ხორცი, ინდაურის საცივი, გოჭი, ხაჭაპური და ლობიანი, მჭადი, გოზინაყი, ქართული სალათები და ფხალეულის მრავალფეროვნება. თუმცა ახალი წლის სუფრისგსან განსხვავებით, როგორც წესი, საშობაო სუფრა ნაკლებად გადატვირთულია..

საშობაო მენიუს ძირითადი შემადგენელი ნაწილი მარხვის შემდგომ სახსნილო კერძებია. რაც მთავარია, სუფრას ყოველთვის ამშვენებს ქართული ნუგბარის თასი, რომელიც შედგება თაფლის, თხილეულის, ჩირების და ფელამუშისაგან. საშობაო ქართული დესერტების მენიუში ხშირად ვხვდებით ჩურჩხელას, ფელამუშს, ტყლაპს, მურაბებს, სეზოურ ხილს, ჩირებს და რაც მთავარია გოზინაყს.

ქართული ტრადიციული გოზინაყის მომზადება საკმაოდ შრომატევადია, მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ ორი იგრედიეტისგან შედგება. 

გოზინაყის მოსამზადებლად დაგვჭირდება:

  • ნიგოზი - 4 ჭიქა
  • თაფლი - 1.5 ჭიქა

თეთრი, საღი ნიგოზი მოვხალოთ ცეცხლზე, ისე, რომ ფერფლი გავაცალოთ და დავთალოთ აუცილებლად ხელით. თაფლი დავდგათ სქელძირიანი ტაფით ან ქვაბით ნელ ცეცხლზე და რომ აქაფდება, გადმოვდგათ 10 წუთით ცეცხლიდან, შემდეგ ისევ დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ, თან მუდმივად ვურიოთ ხის კოვზით. ასე წამოვადუღოთ 3-4-ჯერ. შემდეგ ვუმატებთ დათლილ ნიგოზს, კარგად მოვურევთ და დაბალ ცეცხლზე ვშუშავთ რამდენიმე წუთი, სანამ ნიგოზი ოქროსფერს არ მიიღებს. შემდეგ გაგმოვიღებთ დაფაზე, რომელსაც წინასწარ ცივი წყლით დავასველებთ. შემდეგ ნიგვზის მასას სველი საბრტყელებლით გადავანაწილებთ მთელ დაფაზე. შეგვიძლია მოუხალავი ნიგვზითაც გავაკეთოთ. მთავარია თაფლი იყოს სქელი, ახალი ტაფლი თხელია და მეტი დუღილი სჭირდება.

არ დაგავიწყდეთ შობის ღამეს ფანჯარაში სანთლის დანთება, რომ ნათელი გულით შეხვდეთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. ვესტელი გილოცავთ შობა-ახალ წელს!

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2023-12-19