სადღესასწაულო სეზონის დროს, მაცივარში ბევრი უსარგებლო საკვები გროვდება, რაც ქაოსს ქმნის. საკვების უსაფრთხოდ შესანახად აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ხრიკი ვიცოდეთ. გვინდა გაგიზიაროთ მარტივი და საჭირო რჩევები მაცივრის კომფორტულად დასაორგანიზებლად:
- შეცვალეთ თქვენი თაროები ისე, რომ მოათავსოთ ყველა საკვები კომფორტულად.
- ზედა თაროზე შეინახეთ მზა საჭმელი, მომზადებული სალათები და დესერტები. ასე ისინი იზოლიერებულად იქნებიან სხვა საკვებისგან.
- შუა თაროზე მოათავსეთ თქვენი მზა კერძები, რომელიც უკვე მომზადებულია და მზად არის გაცხელებისთვის.
- ქვედა თაროზე მოათავსეთ პროდუქტები რომლებიც მარტივად ლღვება. ასე ისინი, გალღობის დროს მზა საკვებს არ დააბინძურებენ.
- შეინახეთ ნაკლებად მალფუჭებადი ნივთები, როგორიცაა ტკბილეული და სოუსები კარების თაროებზე.
- რაც შეეხება მორჩენილ საკვებს, შეინახეთ ისინი თავდახურულ კონტეინერებში და განათავსეთ თაროს წინა მხარეს.
- ვესტელის მაცივრებში კი, სპეციალური ცალკე Fresh განყოფილება არსებობს, სადაც ხილისა და ბოსტნეულის ცალკე შენახვა შეგიძლიათ, ასე თქვენ სასარგებლო ვიტამინების შენარჩუნებას შეძლებთ.
- სულ ბოლოს კი, საყინულეში საკვების ცოცხლად და ხარისხიანად შესანახად გამოიყენეთ სპეციალური ჰერმეტული პარკები.
იმედია ეს რჩევები გამოგადგებათ თქვენს მაცივარში წესრიგის შესანარჩუნებლად.
სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-01-25